16.03.2011

"შავი ლაქა" მექსიკის სანაპიროზე



რამდენიმე დღის წინ, მექსიკის ქალაქ აკაპულკოს სანაპიროზე მრავალი ადამიანი საკმაოდ უჩვეულო სანახაობის მოწმე გახდა.წყნარი ოკეანის ნაპირზე გამოჩნდა სავი ლაქა,რომელიც ნავთობის ფენას ჰგავდა,თუმცა აღმოჩნდა სულ სხვა რამ."შავი ლაქა" წარმოადგენდა სხვადასხვა სახეობის თევზების მჭიდრო ჯგუფს,მათი რაოდენობა საკმაოდ დიდი იყო.
ამ ფაქტმა გაახარა ადგილობრივი მეთევზეები და მცირე ხნის შემდეგ არაერთი ადამიანი შეუდგა თევზაობის პროცესს–ვედროებით,ბადეებით...

თევზაობა მალევე დასრულდა და დადგა დრო დასკვნების გამოტანის.მნახველთა უმეტესობამ "შავი ლაქის" გამოცენა მაშინვე იაპონიაში მომხდარი კატასტროფის შედეგად წარმოქმნილ ცუნამის დაუკავშირა.

ამ ფაქტს რამდენიმე ექსპერტი გამოეხმაურა.მათ განაცხადეს:"ცუნამის შეუძლია შეცვალოს ოკეანის დინებები,ხოლო რაც შეეხება აკაპულკოს სანაპიროზე გამოჩენილ თევზების ჯგუფსა და ცუნამის შორის კავშირს–არანაირი საბაბი არ გვაქვს ამის მტკიცების."






Комментариев нет:

Отправить комментарий