დედამიწის მწვანე საფარი,რომ ფილტვების ფუნქციას ასრუალებს ეს თემა არაერთგზის განხილულა უმაღლესი დონის სამიტებსა თუ კონფერენციებზე,მაგრამ როცა საქმე ცვლილებებს შეეხება,ყველა ცდილობს ეს უმნიშვნელოვანესი საკითხი სხვას გადააბაროს,საბოლოოდ კი არაფერი იცვლება და მწავე პლანეტა მომწამლველი აირების "სათარეშო" ადგილად რჩება,რომლის მთავარი შემოქმედიც ადამიანია,სამრეწველო პროგრესმა და ტექნოლოგიურმა წინსვლამ ცხოვრება გააიოლა,თუმცა ჩვენი სამყაროს ფილტვები უმძიმესი სენით დააინფიცირა,სენით,რომელიც ადამიანთა "სირაქლემის პოზის" გამო სასათბურე პირობებშია.
2015 წლის სექტემბერში ჟურნალ Nature_ში გამოქვეყნდა ანგარიში,რომელიც ეკუთვნის იელის კურსდამთავრებულს თომას კროუტერს.მისი მტკიცებით ჩვენს პლანეტის ნიადაგში ფესვები გადგმული აქვს დაახლოებით 3,1 ტრილიონი ხე ანუ თითოეულ ადამიანზე მოდის 422 ხე.მართალია შეუძლებელია ციფრი რეალობასთანა ახლოს იდგეს(იმედია რეალობა 3,1 ტრილიონზე მეტია),თუმცა კვლევა მაინც საინტერესოა.
როგორც საყოველთაოდაა ცნობილი,ხეებს ამწვანებს ფოთლები,სწორედ ისინი არიან დედამიწის ფილტვების მამოძრავებელნი,სწორედ მათი ზედაპირი შთანთქავს ნახშირორჟანგს და ფოტოსინთეზის შედეგად ჟანგბადს გვაწვდის.
საქართველოში სიტუაცია უმძიმესია.ქალაქებში მცირე კუნძულების სახით თუ გვხვდება სკვერები,რომელთაც "ინვესტრორები" მსუყე ლუკმად აღიქვამენ და მრავალსართულიანი ბეტონის "ჯუნგლების" ჩადგმისთვის ყველა კარს აატალახებენ.ბიზნესს ეწირება მწვანე საფარი და გვირაბის ბოლოს არც შუქი ჩანს.
ბანალური ფრაზებით "ტყე შეუნახე შვილებსა" ვერაფერს გავხდებით,რადგან ეს ფრაზა არაერთ ათწლეულს ითვლის,თუმცა შედეგი არ ჩანს.მწვანე საფარის განადგურების უარყოფით მხარეებზე მასმედიის საშულებები არაერთ სიუჟეტს უნდა აკეთებდნენ,რათა ფართო მასების ინფორმირება მოხდეს.განათლება - აი, მთავარი იარაღი!
მე მეცნიერულ დონეზე ვერაფერს განვიხილავ,რადგან ამ საკითხში ჩემი ცოდნა შეზღუდულია,თუმცა რამდენიმე სიტყვას მაინც ვიტყვი,ამაში კი რამდენიმე ფაქტი და NASA_ს მიერ გამოქვეყნებული ვიდეო დამეხმარება.
2015 წლის სექტემბერში ჟურნალ Nature_ში გამოქვეყნდა ანგარიში,რომელიც ეკუთვნის იელის კურსდამთავრებულს თომას კროუტერს.მისი მტკიცებით ჩვენს პლანეტის ნიადაგში ფესვები გადგმული აქვს დაახლოებით 3,1 ტრილიონი ხე ანუ თითოეულ ადამიანზე მოდის 422 ხე.მართალია შეუძლებელია ციფრი რეალობასთანა ახლოს იდგეს(იმედია რეალობა 3,1 ტრილიონზე მეტია),თუმცა კვლევა მაინც საინტერესოა.
როგორც საყოველთაოდაა ცნობილი,ხეებს ამწვანებს ფოთლები,სწორედ ისინი არიან დედამიწის ფილტვების მამოძრავებელნი,სწორედ მათი ზედაპირი შთანთქავს ნახშირორჟანგს და ფოტოსინთეზის შედეგად ჟანგბადს გვაწვდის.
ახლა კი დავაკვირდეთ მუხის ფოთლის(ზოგიერთი ფლორისტის მტკიცებით ზრდასრული მუხის ფოთოლთა რიცხვი 200 ათასიდან ნახევარ მილიონამდე მერყეობს) ზედაპირს,რომელიც ფოტოგრაფმა რობერტ დაშმა,მიკროსკოპის საშუალებით 150გზის გაადიდა.ზედაპირზე ვხედავთ ოვალურ ფორმებს,რომლებიც მტვერსარუტის ეფექტით შეისრუტავენ მომწამლველ ნახშიორჟანგს.
ქვემოთ მოცემულ ვიდეოში,რომელიც ასახავს 2006 წლის მდგომარეობას(დღეს სიტუაცია უფრო მწვავეა და პრობლემაც არსად გამქარალა) ასახულია ატმოსფეროში ნახშირჟანგისა(CO) და ნახშირორჟანგის(CO2) "გადაადგილების" ერთწლიანი ციკლი.ალისფერი მასები CO2_ის მოზღვავებულ რაოდენობაზე მიგვანიშნებს,მაგრამ მისი დონე ზაფხულის მოახლოებასათან იკლებს,რაზეც მეტყველებს ალისფერის გაფერმკთალება.სწორედ თბილი თვეების დადგომისთანავე ტოტები მწვანედ აბრდღვიალდება და ფოთლებიც იწყებენ უმძიმეს შრომას,შედეგად კი ატმოსფეროში მომწამლველი ჰაერის მასებიც იკლებს. როგორც ჩანს ჩრდილოეთ ნახევარსფერო ბევრად უფრო აქტიურია,რაც იმის "დამსახურებაა",რომ სწორედ ზედა ნახევარსფეროებშია მტავარი დამბინძურებელნი-აშშ,ჩინეთი და რუსეთი; და პირველ რიგში სწორედ ისინი უნდა დაეხმარნონ მწვანე ფილტვებს,თუმცა...
"იმისათვის რომ საგანთა ჭეშმარიტი სახე დავინახოთ, საკმარისია მწვანე ხე,რომელიც გაცილებით დიდი საოცრებაა ვიდრე ოქოსა და ვერცხილსგან ჩამოსხმული ხე."-მარტინ ლუთერი.
"ხეები ზოგიერთისთვის სიხარულის ცრემლების მომგვრელია,ხოლო ზოგიერთი მათში წინაღობას ხედავს და თელავს."-უილიამ ბლეიკი.
"ხეები ზოგიერთისთვის სიხარულის ცრემლების მომგვრელია,ხოლო ზოგიერთი მათში წინაღობას ხედავს და თელავს."-უილიამ ბლეიკი.
Комментариев нет:
Отправить комментарий