დღეს ყველაზე უფრო გავრცელებულია ჯინსის ტანსაცმელი.ალბათ საინტერესო იქნება ჯინსის ისტორია;თუ როგორ იქმნებოდა ეს ქსოვილი,ვინ იყო პირველი ადამიანი რომელმაც ჯინსის მატერიალი ტანსაცმლის შესაკერად გამოიყენა და ა.შ.
პირველად ჯინსის მსგავსი ქსოვილი,რომელსაც ერქვა ნიმური სარჟა შეიქმნა დაახლოებით 300 წელს ჩვ.წთ.აღ_ით ფრანგულ ქალაქ ნიმში.ეს სარჟა გამოიყენებოდა იალქნების შესაკერად.კოლუმბის ექსპედიციების დროს ხომალდების იალქნები სწორედ ამ ქსოვილით იყო შეკერილი.საზღვაო ექსპედიციების იყო რამდენიმე შემთხვევა როცა ამ მატერიალისგან შეკერეს შარვლები თუმცა ამას მასობრივი სახე არ ჰქონია და ეს უბრალოდ სხვა ქსოვილების უქონლობით იყო გამოწვეული.
ნიმური სარჟა დიდი ოდენობით იწარმოებოდა ასევე იტალიურ ქალაქ გენუაში და ამ ქალაქში მოხდა რამდენჯერმე სარჟისგან შექმნა შარვლისა.სწორედ გენუიდან ჩაიტანეს ეს ქსოვილი და ასევე რამდენიმე გამზადებული შარვალი პირველად დიდი ბრიტანეთში.
უნდა აღინიშნოს,რომ სწორედ ქალაქ ნიმიდან მოდის ჯინსის ქსოვილის სახელი “De nimes”(denim).ეს სახელი ჯინსის ქსოვილს მეთვრამეტე საუკუნეში შეურჩიეს,რაც იმაზე მეტყველებს რომ სწორედ ნიმური სარჟა იყო ჯინსის ქსოვილის “წინაპარი”.
თუმცა აქ არის კიდევ ერთი მომენტი-ჯინსის ინგლისური სახელწოდებაა “jeans”,და ეს სახელი კი მოდის ქალაქ გენუადან.როგორც ვთქვი გენუაში იყო შემთხვევა ჯინსის ქსოვილის “წინაპრით” შარვლების შეკერვისა,ამ შარვლებს რატომღაც ქალაქის სახელით მოიხსენიებდნენ და “gene”_ს უწოდებდნენ,შემდეგ მოხდა ამ სახელის ტრანსფორმირება ფრანგულად და მიიღეს სიტყვა“Jenne”,საბოლოოდ კი მოხდა ამ სიტყვის “გაინგლისელება” და ასე მიიღეს სახელი “Jeans”.
ანუ დასკვნა ერთია,რომ ჯინსის ქსოვილის სახელი “denim” მოდის საფრანგეთის ქალაქი ნიმიდან,ხოლო შარვლის სახელი “Jeans” წარმოიშვა ქალაქ გენუადან.

ზემოთ მოცემული ფაქტები იმაზე მეტყველებს,რომ ჯინსის ქსოვილები და შარვლები გაცილებით ადრე შეიქმნა ვიდრე ზოგიერთს ჰგონია.ალბათ გაიფიქრეთ ჯინსი ხომ ლევი სტრაუსმა შექმნაო.
საქმე იმაშია,რომ სტრაუსმა ყოველივე ამას წარმოების სახე მისცა და მის მიერ შექმნილი კომპანია “Levi Strauss & Co” დღესაც პოპულარულია.
ლიობ შტრაუსი (ეს არის ლევი სტრაუსის ნამდვილი სახელი-გვარი) დაიბადა გერმანიაში 1829 წელს.ის იყო წარმოშობით ებრაელი.1847 წელს ლიობმა თავის ოჯახთან ერთად დატოვა გერმანია და აშშ_ში წავიდა.მან ამერიკაში სახელი შეიცვალა და ლიობ შტრაუსი ლევი სტრაუსად იქცა.
ის თავდაპირველად კომივოიაჟერად (ერთგვარი შუამავალი ბაზარზე) მუშაობდა და სხვადასხვა საქსოვ თუ საკერავ საგნებს ყიდდა.
ის თავდაპირველად კომივოიაჟერად (ერთგვარი შუამავალი ბაზარზე) მუშაობდა და სხვადასხვა საქსოვ თუ საკერავ საგნებს ყიდდა.
ლევი სტრაუსი
სტრაუსს ახალი იდეა მოუვიდა თავში და 1853 წელს მან სან-ფრანცისკოში დაარსა ფირმა “Levi Strauss & Co”.ეს ფირმა ჯინსის შარვლების კერვაზე იყო სპეციალიზებული. თუმცა იალქნის ქსოვილის ნაცვლად შესაკერად გამოიყენეს ფრანგული რბილი ქსოვილი,ამ ქსოვილის შეკვრაზე ამოიკითხავდით “serge de nime”(ნიმური სარჟა).ხოლო უმეტესობა ამ ქსოვილს უბრალოდ “denim”_ს უწოდებდა.
პირველი შარვლის ფასი,რომელიც სტრაუსმა გამოუშვა 1 დოლარი და 46 ცენტი იყო.
Комментариев нет:
Отправить комментарий