12.04.2014

ანაბელ ლი


1849 წელს დიდმა ამერიკელმა პოეტმა და ნოველისტმა ედგარ ალან პომ შექმნა თავისი ბოლო ლექსი "ანაბელ ლი",რომელიც იმავე წელს დაიბეჭდა.პოს ერთ–ერთი ბიოგრაფი ალენ ჰერვი,აქცენტს აკეთებს ედგარისა და გაზეთ "მესენჯერის" რედაქტორის ტომპსონის შეხვედრაზე,რომელიც 1849 წლის 26 სექტემბერს შედგა(ედგარ ალან პო ამ შეხვედრიდან მცირე ხანში,1849 წლის 7 ოქტომბერს გარდაიცვალა).ბიოგრაფი აღნიშნულ შეხვედრას ასე აღწერს:


კაბინეტიდან გასვლისას ედგარი შემობრუნდა და მითხრა:"თქვენ ჩემს მიმართ ყოველთვის დადებითად იყავით განწყობილი.აი,მცირე რამ,რაც თქვენ აუცილებლად მოგეწონებათ".ამ სიტყვებით პოეტმა ტომპსონს გადასცა ქაღალდის ფურცლის მცირე გრაგნილი,რომელზეც პოს ლამაზი კალიგრაფიით იკითხებოდა შედევრი,სახელად "ანაბელ ლი".
იხილეთ პოს ხელნაწერი  "ანაბელ ლი"


ანაბელ ლი
(მთარგმნელი მერაბ მეტრეველი)

ეს იყო ბევრი ო, ბევრი წლის წინ
სამეფოში, ნაპირად ზღვის
ქალწული ცხოვრობდა, იცნობდით ვინც
მშვენიერ ანაბელ ლის; _
რომ ყვარებოდა, მას სურდა მხოლოდ
და მყვარებოდა მეც მხოლოდ ის.

ის იყო ბავშვი, მეც ბავშვი ვიყავ,
როცა სამეფოში ზღვის
სიყვარულით, სიყვარულზე მეტით
გვიყვარდა მე და ანაბელ ლის _
ვით ფრთები ცაში სერაფიმების 
იყო სიყვარული ის

შეშურდათ ჩვენი დიდი ხნის წინ
სამეფოში, ნაპირად ზღვის
ქარმა დაბერა, შეყარა ღრუბლები
სული გაუთოშა ანაბელ ლის
ნათესავებმა კეტილშობილთა
მაშინ წამგავრეს ის

და გამოკეტეს ძველ აკლდამაში
სამეფოში, ნაპირად ზღვის.
ანგელოზებსაც შეშურდათ ჩვენი;
ჩემი და ანაბელ ლის
სწორედ ამიტომ ( ეს ყველამ იცის
სამეფოში, ნაპირად ზღვის)
ქარმა დაბერა შეყარა ღრუბლები
ბოლო მოუღო ანაბელ ლის

და სიყვარულით ასე ძლიერით
ჩვენზე უფროსს უყვარდა ვის?
ან ჩვენზე ჭკვიანს, ნეტავი ვის?
ო, არც ანგელოზთ და არც დემონებს
რომ ბინადრობენ ფსკერზე ამ ზღვის
არ შეუძლიათ, რომ დააშორონ
სულები ჩემი და ანბელ ლის.

მთავრე ამოვა, და ჩემთან მოვა 
სიზმარში ანაბელ ლი
ვარსკვლავი ბრწყინავს, თვალები მხიბლავს 
მშვენიერ ანაბელ ლის...
სწორედ ამიტომ ყოველ ღამით მოვდივარ შენთან
ჩემო სიცოცხლევ, ჩემო ყველავ და ჩემო ერთავ
და იმ სამარხში, ნაპირად ზღვის 
შენს გვერდით ვწვები, ნაპირად ზღვის.


ბოლოს კი გთავაზობთ,მთავარ მიზეზს რის გამოც ეს მცირე ჩანაწერი გაჩნდა ჩემს ბლოგზე.აი ისიც,ავსტრალიური ჯგუფის Pageant Theatre_ს ფსიქოდელიურ/პროგრესივ როკის სტილში დანახული "ანაბელ ლი".მოუსმიეთ და ისიმაოვნეთ




Комментариев нет:

Отправить комментарий