"სასპენსის(სასპენსი–დაძაბული ატმოსფერო,მოვლენათა დაძაბული განვითარების მოლოდინი.დამახასიათებელია თრილერებისა და საშინელებათა ფილმებისათვის) ოსტატს" 115 წელი შეუსრულდებოდა და სწორედ ამასთან დაკავშირებით გთვაზობთ ჰიჩის შესახებ მცირე ექსკურსს,რაშიც რამდენიმე ციტატა და ერთი საიტერესო ვიდეორგოლი დაგვეხმარება.
1899 წლის 13 აგვისტოს,ლონდონის გარეუბან ლეიტონსტოუნში დაიბადა ალფრედ ჰიჩკოკი,რომელიც წლების შემდეგ ჩამოყალიბდება ყველა დროის ერთ–ერთ საუკეთესო რეჟისორად,რომლის ლაბირინთოვანი სცენარის მქონე ფილმები სიამოვნებას ჰგვრის კინომანების მილიონიან არმიას.
პირველი კინოლენტა ჰიჩმა 1925 წელს გადაიღო,ეს იყო მუნჯი ფილმი "საიმოვნებათა ბაღი". შემდეგ კი აღარ გაჩერებულა კინოაპარატი,კინოლენტეზე კადრები კადრებს მოსდევდა და ასე იქმნებოდა "39 ნაბიჯი","თავბრუსხვევა","უცნობები მატარებელში","თოკი",'ფსიქო","ფანჯარა ეზოს მხარეს","უცხოელი კორესპონდენტი","მკვლელბის შემთხვევაში აკრიფეთ მ" და ა.შ. მის კინოშედევრებში შეხვდებით ულამაზეს ქალბატონებს–გრესი კელის,კიმ ნოვაკს,ტიპი ჰედრენს,ინგრიდ ბერგმანს,ჯანეტ ლის და ლეგენდარულ მამაკაც მსახიობებს–კერი გრანტს,ჯეიმს სტიუარტს,გრეგორი პეკს,ჰენრი ფონდას...
არანაკლებს დიდი ყუარდღებას იმსახურებს ერთი გოდორა ფიგურა,რომელიც თითქმის ყველა ფილმში გაიელვებს,ხან გაზეთით ხელში,ხან ტელეფონთან,ხან მდინარეში "ტივტივად",ხან უბრალო ფეხითმოსიარულედ და ალბათ მიხვდით ეს გოდორა სწორედ ალფრედია,რომელიც გამორჩეულია კამეოთა(კამეო–ეპიზოდური როლი,წამიერი გაელვება) რიცხვით,რომელიც 39_ს უტოლდება.
ქვემოთ მოცემულ ვიდეოში იხილეთ მონტაჟი,სადაც ასახულია ყველა კამეო
ბოლოს გთავაზობთ ჰიჩკოკის ციტატების მცირე "არმიას".
- მხატვრული ფილმში ღმერთია რეჟისორი,ხოლო დოკუმენტურში–რეჟისორი თავად ღმერთია.
- გამიმართლა რომ მშიშარა ვარ,რადგან მამაცი სასპენზის ოსტატად ვერ იქცევა.
- მე არ ვგრძნობ იმას,რასაც ჩემი გმირები.მე ბედნიერი ვარ,რომ მყავს ასეთი ცოლი და ჩემს გმირებთან არ ვასოცირდები.
- არაფერია დაკეტილ კარზე უფრო საზარელი.
- ჩემთვის მთავარია სტილი და არა სიუჟეტი.
- შურისძიება ტკბილია და წონასაც არ გმატებს.
- ფილმებს კლასიკად დრო აქცევს,ხოლო როცა კრიტიკოსები ფილმს პირველად ხედავენ კრიტიკის ქარცეცხლს ატრიალებენ.როცა გამოვიდა "ფსიქო",ერთმა ლონდონელმა კრიტიკოსმა თქვა,რომ ეს იქნებოდა ჩემი სარეჟისორო კარიერის შავი ლაქა.
- დისნეის არ აქვს პრობლემები ქასთინგთან დაკავშირებით–თუ მას არ მოსწონს მსახიობი,უბრალოდ შლის მათ ან ნაკუწებად აქცევს.
- მე,რომ კონკია გადამეღო,მაყურებელი კარადაში გვამის ძებნას დაიწყებდა.
- მე მყარად ვდგავარ იმ აზრზე,რომ ფილმებში დაძაბული ატმოსფერო და შიში მხოლოდ კინემატოგრაფიული მეთოდებით უნდა შეიქმნას.
- ჩემთვის შიშთან გამკლავების ერთადერთი საშუალება,მათ შესახებ ფილმის გადაღებაა.
- კინო შედგება ეკრანისა და სკამებისაგან,რომლებიც უნდა შეივსოს.
- კარგი ფილმის შესაქმენლად აუცილებელია–სცენარი,სცენარი და კიდევ ერთხელ სცენარი.
"თავბრუსხვევა"
"ჩრდილოეთით ჩრდილო დასავლეთის გავლით"
"თოკი"
"ფსიქო"
Комментариев нет:
Отправить комментарий