ყოველი ადამიანი გარკვეული დოზით აზარტულია,ზოგი იმ დოზით რომ ყოველივე ეს ავადმყოფობად და მანიად უყალიბდება.გარშემო წააწყდებით სხვადასხვა სახის “ეშმაკის მანქანებს” რომლებიც იზიდავენ “აზარტულ მადაზე” მყოფ ადამიანებს და თავგზას უბნევენ.არის კატეგორია რომლებსაც საკუთარი “მაქინაციები” აქვს შექმნილი,ერთმანეთს ხელებს უწვდიან და სანაძლეოს სანაძლეოზე დებენ,ხოლო სანაძლეოს საგანი უმეტეს შემთხვევაში ღიმილს იწვევს.სწორედ ერთ ასეთ ღიმილის მომგვრელ სანაძლეოს შესახებ გიამბობთ.
ეს ისტორია დაკავშირებულია ერთ მდიდარ ინგლისელ ადამიანთან,რომლის სახელია-ჰარი ბენსლი.
ჰარი დაიბადა 1877 წელს.მას ბიზნესის ნიჭი აღმოაჩნდა და მალევე გამდიდრდა,თუმცა ამ გამდიდრებაში დიდი წვლილი მისმა ყალთაბანდობამ და მაქინაციებმა შეიტანა.გამდიდრებულმა ჰარიმ ყურადღება მოადუნა და ცხოვრებისეულ სიამოვნების “ნირვანაში” გადაეშვა,დროს ინგლისელ ლამაზმანებთან ატარებდა,არ ერიდებოდა სასმელს და ბანქოს თამაშს.ერთ დღესაც მისი ქონება ბანქოს შეეწირა და ერთ დროს მდიდარი ჰარი ბენსლი გროშების ამარა დარჩა.
ჰარი ბენსლი მუზარადის გარეშე (სკამზე)
ამ დროს მოეძალა წარსულზე ფიქრები,გაახსენდა ფუფუნებაში გატარებული საათები და გადაწყვიტა როგორმე ისევ ასულიყო ამ სიმაღლეზე,თუმცა მას ხელის განძრევა არ უნდოდა და “მზა მასალას” ძიებაში იყო.ასეთი “მზა მასალა” მალევე გამოჩნდა და თან ჰარის საკმაოდ უცნაური გამდიდრების გზა შესთავაზა.
ეს “მზა მასალა” აღმოჩნდა ორი ინგლისელი ბიზნესმენი და მეცენატი ჯონ მორგანი და ჰიუ ლოუსერი.მათ ჰარის შესთავაზეს,რომ დაედოთ სანაძლეო.
ეს “მზა მასალა” აღმოჩნდა ორი ინგლისელი ბიზნესმენი და მეცენატი ჯონ მორგანი და ჰიუ ლოუსერი.მათ ჰარის შესთავაზეს,რომ დაედოთ სანაძლეო.
სანაძლეოს არსი მდგომარეობდა იმაში,რომ ჰარის უნდა შემოევლო მსოფლიო.თუმცა მორგანმა და ლოუსერმა მას რამდენიმე პირობა წაუყენეს და “ექსპედიციაც” ამ პირობათა დაცვით უნდა მომხდარიყო.აი ეს პირობებიც:
1.მოგზაურობა უნდა დაწყებულიყო ინგლისიდან,სადაც ჰარის 169 ბრიტანული ქალაქი უნდა მოენახულებინა და ამის შემდეგ უნდა დაწყებულიყო მსოფლიოს “შემოვლა”;
2.ჰარის მოგზაურობა უნდა დაეწყო “ჯიბე გამოხვრეტილს”,მას თან 1 ფუნტიც არ უნდა ჰქონოდა.ფული უნდა ეშოვნა სხვადასხვა ბარათებისა და სარეკლამო ბროშურების გაყიდვით და შემდეგ შეეძლო ამ ფულის საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგვა;
3.მას უნდა ემოგზაურა ტანსაცმლის გამოუცველედ,შეეძლო მხოლოდ საცვლების გამოცვლა :D ;
4.ჰარის თან უნდა ხლებოდა კომპანიონი რომელიც გააკონტროლებდა მის ყველა ნაბიჯს და დაადასტურებდა ყოველივეს;
5.მას მოგზაურობის პერიოდში უნდა ეტარებინა საბავშვო ეტლი;
6.მოგზაურობის პერიოდში უნდა შეერჩია საცოლე და მოეყვანა ცოლად(არის ქართული ფილმი “ყველაზე სწრაფები”,სადაც ერთ ეპიზოდში სირბილში შეჯიბრების მონაწილე ამ გარბენისას ცოლსაც მოიყვანს და შვილიც შეეძინება :D ).
თუმცა ეს პირობები არაფერია მთავარ პირობასთან შედარებით,რომელიც იმაში გამოიხატებოდა,რომ ჰარი ბენსლის მოგზაურობის პერიოდში თავზე უნდა დაეხურა შუასაუკუნეების დროინდელი რკინის მუზარადი.მაგარი სანახავი იქნებოდა მუზარადმოსილი “რაინდი”,რომელიც “კალიასკას” გულდასმით მოაგორებს :D .მუზარადის წონა 2 კგ_ს აღწევდა და ალბათ კისერსაც ავარჯიშებდა “რაინდი”.
მიუხედავად პირობების უცნაურობისა და “მარაზმულობისა” გამდიდრების სურვილმა ჰარის შეუჩნდა და დიდი “კი”(ქართული “ნიჭიერის” ჟიურის არ იყოს :D) ათქმევინა.
“ფულს მოწყურებული” ადამიანის საქციელი გასაგებია და თან სასაცილოც,თუმცა გაუგებარია ამ სანაძლეოს “სპონსორები” რა სარგებელს პოულობდნენ,თუმცა ალბათ სიცილის “საზროს” ეძებდნენ და ამ ძიებაში ასეთი ორიგინალური რაღაც მოიგონეს.
“ფულს მოწყურებული” ადამიანის საქციელი გასაგებია და თან სასაცილოც,თუმცა გაუგებარია ამ სანაძლეოს “სპონსორები” რა სარგებელს პოულობდნენ,თუმცა ალბათ სიცილის “საზროს” ეძებდნენ და ამ ძიებაში ასეთი ორიგინალური რაღაც მოიგონეს.
და 1908 წლის 1 იანვარს დადგა ჟამი “რაინდის” მსოფლიოს გარშემო მოგზაურობისა.
სულ რამდენიმე ხანში ამბავი მუზარადიანი ადამიანის შესახებ მოედო არაერთ ქვეყანას,ზოგიერთს ეს უბრალო “მითი” ეგონა,თუმცა ვისაც ჰარის ხილვის ბედნიერებახვდა წილად სიცილს ვერ იკავებდა და ხან შფოთდებოდა.
სულ რამდენიმე ხანში ამბავი მუზარადიანი ადამიანის შესახებ მოედო არაერთ ქვეყანას,ზოგიერთს ეს უბრალო “მითი” ეგონა,თუმცა ვისაც ჰარის ხილვის ბედნიერებახვდა წილად სიცილს ვერ იკავებდა და ხან შფოთდებოდა.
ამ მუზარადიანი ადამიანით დაინტერესება ზოგან პიკს აღწევდა და ცდილობდნენ მის იდენტიფიცირებას,თუმცა მისი ნახვა მუზარადის გარეშე შეუძლებელი იყო.ასე გადიოდა წლები და ჰარი ახალ-ახლა ქვეყანას ითვისებდა.
ცოლის მოყვანის პირობას არ ივიწყებდა ბენსლი,თუმცა ერიდებოდა სუსტი სქესის წარმომადგენელთა “გამომუზარადებას”.მიუხედავად ამ მორიდებისა ქალბატონები ცდილობდნენ მისი ყურადღების მიქცევას,თუმც უშედეგოდ.ანუ ერთი პირობა შეუსრულებელი დარჩებოდა,თუმცა მთავრი პირობა მსოფლიოს გარშემო მოგზაურობისა გარემოებათა გამო ვერ შესრულდა.
1914 წელს,6 წლიანი მოგზაურობის შემდეგ ჰარიმ დაარღვია სანაძლეოს პირობა.ამის შემდეგ კვალი იკარგება,თუმცა ერთი წყაროს მიხედვით ჰარიმ უარი თქვა იმ მიზეზით,რომ ის აპირებდა პირველ მსოფლიო ომში სამშობლოს დაცვას და უარიც ამ მიზეზით თქვა.
ჰარი ბენსლიმ 6 წელი უაზროდ გაატარა და შემდეგ ალბათ ნანობდა ამას.1956 წელს კი გარდაიცვალა.
ზემოთ აღწერილი ისტორია ალბათ ადამიანის დაცემის მაგალითია,ფულის შოვნის სურვილით დაბრმავებული ადამიანის.თავს ვერ დავდებ,რომ ნამდვილად რეალობასთან გვაქვს საქმე,თუმცა ფაქტი ერთია,რომ ასეთებიც ხდება…
Комментариев нет:
Отправить комментарий