24.03.2011

კუზიანი "ვალუტა"

მიუხედავად იმისა,რომ ცივილიზაცია გაუვალ ჯუნგლებსა და ქვიშით დაფარულ "ველებზეც" კი აღწევს და მეცნიერულ–ტექნოლოგიური პროგრესის მიღწევებს ნერგავს,მაინც მრავლად გვხვდება წარსულის გადმონაშთები.ასეც უნდა იყოს,რადგან წარსულის დავიწყება სიცოცხლის დასასრულის დასაწყისი იქნება.
გადავინაცვლოთ მაროკოში.აფრიკისა და არაბული სამყაროს ამ მიწაზე,ჯერ კიდევ შორეულ წარსულში დაიწყეს აქლემების გამოყენება,როგორც სატრანსპორტო საშუალება.საუკუნეთა განმავლობაში ეს გამძლე ცხოველი მაროკოელთა(და არა მარტო) ცხოვრების განუყოფელ ატრიბუტად იქცა.ასევე ცნობილია,რომ შორეულ წარსულში აქლემს იყენებდნენ,როგორც ვალუტას,მას ემატებოდა ცხვარი და თხაც.
განსაკუთრებით ვალუტა "აქლემი" გამოიყენებოდა როცა საქმე ეხებოდა ცოლის შერთვას.ნეფე, მომავალი დედოფლის მშობლებს ცოლის ფასად სთავაზობდა აქლემების ზღვრულ ოდენობას,ეს ზღვარი კი სხვადასხვა კრიტერიუმით დგინდებოდა;კერძოდ,მანდილოსნის ასაკი,წონა,სახის ნაკვთები,თმის ფერი და ა.შ.
ქალი რაც უფრო ახალგზარდა და ლამაზი იყო,მით უფრო მეტ აქლემს იძლეოდნენ სანაცვლოდ.
მართალია,დღეს ეს "ვალუტა" დავიწყებას მიეცა,თუმცა არავინ იცის,თუ ვინ როდის აამოქმედებს ამ მეთოდს, სასურველი ქალის ხელში ჩაგდების მიზნით.

გაინტერესებთ რა ღირს თქვენი ცოლი/საცოლე?: ) ესტუმრე ამ საიტს და მოახდეინე კალკულაცია.


Комментариев нет:

Отправить комментарий