ხელის ერთი მოძრაობით ცეცხლს უკიდებ რამდენიმე სმ_იან "მონაკვეთურ" საწამლავს,ექაჩები და ფერფლად აქცევ მას,მომწამლველ ბოლს ღრმად ისუნთქავ,ბოლით გევსება სასუნთქი გზები,შემდეგ კი პირ–ცხვირ–ყურიდან უშვებ მრავალწახნაგოვან ფიგურებს და წამლავ შენს გვერდით მდგომ არამწეველს.ინადგურებ ფილტვებს და თანდათანობით, ერთდროს ჯანმრთელ სხეულს მძორად აქცევ.
მე არ მომყავს სისრულეში ზომოთაღნიშნული პროცედურა,მაგრამ არაფერს ვკარგავ,პირიქით... შენ(მიუხედავად სქესისა) კი მასზე დამოკიდებული ხდები? თუმცა ეს ხომ შენი არჩევანია.
იყო დრო შენ გზაჯვარედინზე აღმოჩნდი,ორ უკიდურესობას შორის უნდა აგერჩია შენთვის სასურველი გზა.შენ კი არც იფიქრე ბევრი და უარყოფითი უკიდურესობისაკენ გადადგი ნაბიჯი.თავდაპირველად დღეში ერთ ნაბიჯს დგამდი,შემდეგ კი გეომეტრიული პროგრესიით დაიწყო ზრდა ნაბიჯთა დგმამ.დღეს კი სად ხარ?–გგონია ამ ნაბიჯებით ევერესტის მწვერვალზე ხარ ან კონუსის ზედა ნაწილში? ცდები.მალე შენს თვალწინ დაინგრევა ეს მითი(ამისათვის კი "MythBusters" არ გახდება საჭირო) და ჭაობში აღმოჩნდები.
ვერანაირი კანონი და აკრძალვა,ანტი "სმოქინგ" კამპანიები(მე მაქვს ისე იდეა–არამწეველებმა გავიკეთოთ აირწინაღები და "ფლეშ მობი" მოვაწყოთ),მოწევის საწინააღმდეგო საშუალებები და სიგარეტის კოლოფზე დატანებული – "კლავს" ვერ შეამცირებს თვითმწამლველთა(მწეველთა) რიცხვს.საუკეთესო ბრძოლის ხერხი თითოეული ადამიანის ცნობიერებაში იმალება,მოინდომე და ჭაობს აარიდებ თავს.
თვითმწამლველებს ფართო არჩევანი აქვთ,პროდუქციის ასორტიმენტი ფართოა.თუმცა უმეტესობა ფასის მიხედვით ირჩევს ამ საწამლავს.არის კატეგორია,რომელიც ხშირად ცვლის საწამლავს–ხან წვრილი,ხან შავი,ხან სიგარა,ხან სიგარილა,ხან არომატული(არომატს ვენაცვალე:D)... მიუხედავად ფართო არჩევანისა,ყველას მაინც ერთი რამ აერთიანებს –
" კ ლ ა ვ ს " !
თუმცა მე ვინ მეკითხება–შენ ხომ "თავის უფალი" ხარ...
Комментариев нет:
Отправить комментарий