ინგლისელი ჯენტლმენი
ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი(ამპლუა–ვინგერი) სტენლი მეტიუზი, არაერთგზის დაასახელეს ინგლისის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად.მისი საფეხბურთო კარიერა დიდ ხანს გაგრძელდა, ბრიტანული ფეხბურთის ლეგენდამ კარიერა 50 წლის ასაკში დაასრულა.5 წლის შემდეგ ისევ დაუბრუნდა ფეხბურთს და 1 წელი მალტურ "ჰიბერნიანსში" გაატარა. კარიერის ყველაზე შთამბეჭდავი წლები მან "ბლექპულში" გაატარა.
აღსანიშნავია,რომ სტენლი მეტიუზს საფეხბურთო კარიერის განმავლობაში ერთხელაც არ მიუღია ყვითელი ბარათი.გამოსათხოვარი მატჩის დროს დედოფალმა ელიზაბეტ მეორემ რაინდის ტიტული უბოძა.ამის შემდეგ არაერთმა ფეხბურთელმა მიიღო ეს ტიტული,ხოლო დიდი სტენლი მეტიუზი საწყისი აღმოჩნდა საფეხბურთო რაინდობ–ჯენტლმენობის დასაწყისისა.
"(არა)მფრინავი" ჰოლანდიელი
თამამდ შეიძლება ვუწოდოთ დენის ბერგკამპს ლეგენდა.ვან ბასტენისა და კრუიფის თანამემამულემ მართლაც შთამბეჭდავი ფეხბურთი ითამაშა.მისი კარიერა ამსტერდამის "აიაქსში" დაიწყო,შემდეგ იყო "ინტერი" და ბოლოს ლონდონის "არსენალი".სწორედ ლონდონში ავიდა უმაღლეს საფეხურზე დენისი და მრავალ ფეხბურთის გულშემატკივარს შეაყვარა თავი.ის ამპლუით თავდამსხმელი იყო და კარიერის მანძილზე 250ზე მეტი გოლი გაიტანა.
როგორც ცნობილია,მარკო ვან ბასტენს "მფრინავ ჰოლანდიელს" უწოდებდნენ,ხოლო დენის ბერგკამპს თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ "არამფრინავი" ჰოლანდიელი,ეს კი მისი ფობიის ბრალია.დენისს ეშინოდა ფრენის და აეროფობიის გამო არაერთი მატჩი გამოტოვა,მაგრამ ამით მას არაფერი დაჰკლებია,რადგან ყოველივე ამას "ჰაიბერიზე"(პირადად მე არ ვყოფილვარ "არსენალის" გულშემატკივარი,მაგრამ ყოველთვის მახსენდება ლეგენდარულ "ჰაიბერიზე" გამართული თამაშები,ამ სტადიონზე ზესაფეხბურთო ატმოსფერო სუფევდა.სამწუხაროდ დღეს "არსენალი სულ სხვა სტადიონზე ("ემირეიტსი") თამაშობს) ანაზღაურებდა.
სოკრატე მწვანე მინდვრიდან
ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელი სოკრატესი(ამპულა–შემტევი ნახევარმცველი) "სელესაოს" წამყვანი ფიგურა იყო 1982 და 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე.ნაკრებში მან 63 მატჩი ჩაატარა და გაიტანა 25 გოლი.საკლუბო დონეზე მას უთამაშია ისეთ კლუბებში,როგორიცაა"კორინთიანსი","ფლამენგო","სანტოსი","ფიორენტინა".
ფეხბურთის მაღალ დონეზე თამაშის პარალელურად ის სამედიცინო განათლებასაც იღებდა უნივერსიტეტში და ექიმიც კი გახდა.კარიერის დასრულების შემდეგ კი ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიიღო.ანუ გაამართლა თავისი სახელი "სოკრატესი" და ძველი ბერძენი ფილოსოფოსის სოკრატეს პროფესისას დაეუფლა.
(მე როგორც ბრაზილიის გულშმატკივარი, სოკრატესს ყველა დროის საუკეთესო ბრაზილიელ ფეხბურთელების ათეულში აუცილებლად შევიყვანდი).
(მე როგორც ბრაზილიის გულშმატკივარი, სოკრატესს ყველა დროის საუკეთესო ბრაზილიელ ფეხბურთელების ათეულში აუცილებლად შევიყვანდი).
Комментариев нет:
Отправить комментарий