12.03.2011

KrAfTwErK – "ელექტრონიკის მამოძრავებელი ძალა"


დღეს ელექტრონული მუსიკის პოპულარობა პიკს აღწევს და მრავალი ადამიანის გონების სრულ ოკუპაციასაც კი ახდენს."ელექტრო ბაზარზე".ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდნენ დევიდ გეტა და ტიესტო,არმინ ვან ბიურენი და ანდრე ტანენბერგერი(ATB),მარკუს შულცი და "თაგვისთავიანი" Deadmau5... ელექტრონულმა მუსიკამ საქართველოს საზღვრებიც გადმოკვეთა და როგორც ყოველთვის რაღაც ტრანსფორმაცია განიცადა,განსაკუთრებთ ერთი მიმდინარეობის სახელწოდებამ "ჰაუსები"(ამ მიმდინარეობას ჰაუსი ქვია(თუმცა ზოგს #1 "ჰაუსმეიკერად" "ექიმი ჰაუსი" მიაჩნია) და "ვაით ჰაუსები" სხვაგან მოიკითხეთ)... ახლა კი მთავარზე გადავედი და ვამბობ,რომ ეს სტატია არის ლეგენდარული გერმანული ჯგუფის,ელექტრონიკის ერთ–ერთი მამამთავარის–"კრაფტვერკის" შესახებ.






დასავლეთ ევროპის ცხოვრებაში 70_იანი წლები შემოვიდა და მრავალი სიახლე მოიტანა თან.ამ პერიოდში ნისლიან ალბიონზე და შტატებში როკ მუსიკა იპყრობდა ადამიანთა გონებას,ამ დროს კი დუისელდორფში გზას იკვალავს სრულიად ახალი(თუმცა მანამდეც იყო "ემბრიონები" ინკუბატორში) მუსიკალური მიმდინარეობდა.1970 წელს ორმა გერმანელმა–ფლორიან შნაიდერმა და რალფ ჰიუტერმა შექმნეს დუეტი.თუმცა მათ წარმატებას ვერ მიაღწიეს და რამდენიმე თვეში ეს დუეტი კვარტეტად იქცა.მათ დაიმატეს ვოლფგან ფლიური და კარლ ბარტოსი.ჯგუფს ეწოდა "ორგანიზეიშენ".



თავდაპირველად ისინი სხვადასხვა ელექტრონულ ინსტრუმენტზე ახორციელებდნენ მუსიკალურ ექსპერიმენტებს და უმეტესად კრაუტ–როკის მიმდევრები იყვნენ(როკი ელექტრონული მუსიკის ელემენტებით).თანდათანობით პროგრესიც სახეზე იყო.სანამ ეს პროგრესი კედლებს გაარღვევდა და მსმენელის გონებაში დაილექებოდა,ჯგუფმა სახელიც შეიცვალა და დაერქვა "კრაფტერვერკი".

1971 წელს გამოვიდა ჯგუფის სადებიუტო ალბომი Kraftwerk 1(მართალია 1970 წელს გამოვიდა ალბომი Tone Float,თუმცა ამ დროს ჯგუფს "ორგანიზეიშენ" ერქვა).ამ ალბომში უფრო როკის("პინკ ფლოიდის") გავლენა შეიმჩნევა,თუმცა ეს ალბომი პრელუდიად იქცა,პრელუდიად "ცვილილებათა ქარისაკენ".






შემდეგ ალბომებში კი, ნათლად გამოჩნდა მათი ნოვაცია და მალე მათ "ადამიანურ–მანქანური" იმიჯის იარლიყიც კი მიიკრეს.ისინი აქცენტს მხოლოდ ელექტრონულ მოწყობილობებზე აკეთებენ,იყენებენ სხვადასხვა სახის მექანიზმებს,კომპოზიციების დროს გაჟღერებული ხმა კი რობოტის ხმიანობას იღებს...



განსაკუთრებით აღნიშნვის ღირსია ალბომი Autobahn.ამ ალბომმა დღის სინათლე 1974 წელს იხილა და მალევე მოიხვეჭა სახელი,განსაკუთრებით აღსანიშნავია ალბომის კულმინაცია–კომპოზიცია "Autobahn".კომპოზიციის ხანგძლივობაა 22 წუთი და აქ შეიმჩნევა სინტეზატორებისა და ელექტრონიკის მუსიკალური "მუსკულატურა".აღნიშნულ კომპოზიცია(და საერთოდ ალბომი) მოწოდეს ჰგავდა ავტობანზე გადაადგილებისაკენ(ერთ რამეს დავამატებ–არსებობს ინფორმაცია თითქოს გერმანიაში ავტობანის მშენებლობას საფუძველი ადოლფ ჰიტლერმა ჩაუყარა,მაგრამ ეს ინფორმაცია მცდარია.სინამდვილეში ავტობანის მშენებლობა 1929 წელს დაიწყო ვაიმარის რესპუბლიკის დროს,ხოლო ჰიტლერმა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ბოლომდე მიიყვანა ეს საქმე).





ამ ალბომმა ჯგუფი ფართო მასებისთვის ცნობადი გახადა და გზა გაუკვალა მსოფლიო აღიარებისაკენ.შემდეგ წლებში დღის სინათლე იხილა შემდეგმა ალბომებმა–Radio-Activity,Transs-Europe Express,The Man Machine,Computer World,Electric Cafe,The Mix,Tour De France Soundtracks.მათი ბოლო ალბომი საკონცერტოა და 2005 წლით თარიღდება–Minimum-Maximum.

























1970 წლიდან დღემდე ჯგუფმა რამდენიმე ცვლილება განიცადა.2009 წელს ჯგუფი დატოვა ერთ–ერთმა ლიდერმა ფლორიან შნაიდერმა,მაგრამ ჯგუფი მაინც განაგრძობს არსებობს და მრავალ ადამიანს ახსენებს 70_იანი წლების მშვენიერ, ელექტრო-ჰარმონიულ ხმიანობას.


We aRe ThE rObOtS!

Комментариев нет:

Отправить комментарий