14.04.2011

"გადარჩენილი ქალაქი"



1955 წელს აშშ_ში ნევადას შტატის ტერიტორიაზე,სპეციალურად შექმნილ დასახლებაში გაისმა აფეთქების ხმა და გამოჩნდა სოკოვანი ღრუბელი.რამდენიმე წუთში აფეთქების არეალი დაემსგავსა უდაბნოს.საქმე იმაში იყო,რომ ნევადის შტატში სამხედროები ატომური იარაღზე ახდენდნენ დაკვირვებას და ახდენდნენ სადემონსტრაციო აფეთქებებს.

მეოცე საუკუნის 50_იან წლებში აშშ_სა და საბჭოთა კავშირს შორისრბოლაიმართებოდა,თუ ვინ უფრო მაღალ სიმაღლეს მიაღწევდა სამხერდო თვალსაზრისით,აქ დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ბირთვულ პოტენციალს.ამერიკამ ატომური იარაღის სახალხო დემონსტრაცია ჰიროსიმა-ნაგასაკიში მოახდინა და ასობით ათასი ადამიანი შეიწირა.

1951 წლიდან ნევადის შტატში,ლას-ვეგასიდან 105 კმ_ში სპეციალურად გამოყოფილ ადგილას დაიწყო ატომური იარაღის გამოცდა.ამ დროს ხდებოდა სხვადასხვა სიძლიერის ბირთვული იარაღის გამოცდა.ამ ოპერაციას ეწოდა კოდური სახელინევადის ტესტი”.მის ფარგლებში ჩატარდა 40მდე ტესტი,ბოლო მათგანი 1992 წლით თარიღდება.




1955 წელს გადაწყდა,რომ შეექმნათ ქალაქის ტიპის დასახლება.სამხედრო ბიუჯეტიდან გამოიყო რამდენიმე მილიონი დოლარი.ეს ოპერაცია იყონევადის ტესტისნაწილი და ეწოდა სახელი ოპერაცია ჩაიდანი”(“Operation Teapot”).ეს ოპერაცია 14 ეტაპისგან შედგებოდა და გამოიყენებოდა 1,2 დან 43 კილოტონამდე სიძლიერის ბირთვული იარაღი(ჰიროსიმაში ჩამოგდებული ბომბის სიმძლავრე იყო 12 კილოტონა).
ოპერაციის ფარგლებში საგანგებოდ შერჩეულ ადგილას გააშენეს ქალაქი ხისა და ქვის სახლებით,ელექტროსადგურითა და სხვა შენობა-ნაგებობებით.სახლები ავეჯით გააწყვეს და მასში ადამიანების ნაცვლად მანეკენები დაასახლეს.
როცა ეს ყველაფერი მზად იყო გადავიდნენ შემდეგ ეტაპზე,რომელიც ითვალისწინებდა ამ ტეროტიაზე ატომური აფეთქების მოხდენას.იმისათვის,რომ უფრო ცხადად ენახათ სახლებში დაამონტაჟეს კამერები.

1955 წლის 5 მაისს მოხდა აფეთქება,რომელსაც 6000მდე ადამიანი აკვირდებოდა დაახლოებით 6-8 კმ_ით მოშორებული ადგილებიდა.აფეთქებული ბომბის სიმძლავრე 29-31 კილოტონას შეადგენდა.აფეთქებისთანავე წამოიმართა სოკოვანი ღრუბელი,რასაც მოჰყვა ენერგიის გამოტავისუფლება და ამ ენერგიამ ეს დასახლება პრაქტიკულად უდაბნოდ აქცია.თუმცა მოხდა რამდენიმე საოცრება,ზოგიერთი სახლი უვნებლად გადარჩა.










ეს ადგილი დღეს ამ რეგიონის ღირსშენიშნაობად ითვლება,ტურისტები ყოველწლიურად სტუმრობენ ამ ადგილებს.ამ ზონაში მაინც არის მომატებული რადიაციული ფონი,თუმცა ეს ინტერესს არ ანელებს.









Комментариев нет:

Отправить комментарий