06.05.2011

მიზანი–ტრიუმფი,შედეგი–კრახი.


სოფლის მეურნეობა ის სფეროა სადაც დილეტანიზმის გამოვლინება დაღუპვის ტოლფასია.ყოველივე ახალი „ველოსიპედის გამოგონებამდე“ უნდა მოხდეს გამოცდილ აგრონომთა მობილიზაცია და საკითხის დეტალური შესწავლა,ყოველგვარი რისკ–ფაქტორების გათვალისწინება და ამის შემდეგ უკვე ნიადაგიც(როგორც პირდაპირი,ასევე გადატანითი მნიშვნელობითაც) მზად იქნება იდეის განხორციელებისათვის.თუმცა დღევანდელ საქართველოში სიტუაცია მძიმეა,რადგან არ ხდება სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინება და ხდება ახალი „ველოსიპედების“ უაზრო გენერაცია.ამით კი შორს ვერ წავალთ და საბოლოოდ დაიღუპუპება ქართული სოფლის მეურნეობა.იყო პერიოდი როცა ქართული პროდუქცია სრულიად აკმაყოფილებდა საქართველოს მოსახლეობის მოთხოვნებს,პლიუს ამას ხარისხიც საუკეთესო იყო.შემდეგ კი მავან დილეტანთთა ჩარევით სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა,შედეგად კი მივიღეთ კატასტროფა.


 გასული საუკუნის 50_იან წლების ბოლოს მაო ძედუნის წითელ ჩინეთში დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა სოფლის მეურნეობის განვითარებას.მიუხედავად გარკვეული წარმატებისა,ვხვდებით სრული დილეტანტიზმის გამოვლინებას,რამაც 30 მილიონამდე ჩინელის სიცოცხლე იმსხვერპლა,სიკვდილი კი გამოიწვია შიმშილმა.

1958 წელს ჩინეთში შემუშავდა პროექტი,რომელიც მიზნად ისახავდა მარცვლეული კულტურების დაცვას სხვადასხვა საფრთხისაგან.პირველ რიგში უნდა მომხდარიყო ბეღურების განადგურება.პროექტს მაშინვე გამოუჩნდა მხარდამჭერები ზედა ეშელონებში,თვით მაო ძედუნმაც „მწვანე შუქი“ აანთო.

პროექტის ფარგლბში ჩატარდა კვლევა და გამოვლინდა ბეღურის მთავარი მინუსი–ჩიტს არ შეეძლო დიდი ხნის მანძილზე ჰაერში ყოფნა,15–20 წუთის ფრენის შემდეგ ის ხანმოკლე შესვენებას აკეთებდა.ამის შემდეგ გადაწყდა,რომ ყველა ღონე ეხმარათ რათა ბეღურები ზენორმატიულად ყოფილიყვნენ ცაში,რაც გამოიწვევდა მათ სიკვდილს.იდეა დიდ–პატარამ აიტაცა და დაიწყო ბეღურათა მასობრივი განადგურება.საწყის 3 დღეში პეკინსა და შანხაიში განადგურდა დაახლოებით 900 ათასი ბეღურა,ხოლო 1 წლის განმავლობაში კი 2 მილიარდამდე.


პროექტის „შემოქმედნი“ მთელი 1 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ მარცვლეულის მოსავალს და თავდაპირველად ყველაფერი მათი გეგმით მიმდინარეობდა,მართლაც იმატა მოსავალმა.თუმცა სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა.ბეღურათა განადგურებამ გამოიწვია დისბალანსი,კალიებს შეექმნათ სასათბურე პირობები(მათი ძირითადი მაკონტროლებელი სწორედ ბეღურები იყვნენ) და სწრაფად გამრავლდნენ,შეესივნენ მოსავალს და ბოლო მოუღეს.შედეგად მოსავლის კატასტროფულად დაბალი მაჩვენებელი,მასობრივი შიმშილი და სიკვდილიანობა.ყოველივე ამას ემსხვერპლა 10–30 მილიონი ჩინელი.

მთავრობა მაშინვე მიხვდა საკუთარ შეცდომას,თუმცა ურემი უკვე გადაბრუნებული იყო.1960 წლის დასაწყისში მაო ძედუნმა პროექტის არსებობას წერტილი დაუსვა და აღიარა შეცდომა.საჭირო იყო ბეღურათა რაოდენობის ზრდა,სწორედ ამიტომ დაიწყეს მათი შემოყვანა საბჭოთა კავშირიდან და კანადიდან.ასე იქცა სოფლის მეურნეობის მტერი #1- მოყვარედ.

Комментариев нет:

Отправить комментарий