ამის შემდეგ იყო ჩარლზის აღიარება "ამერიკის სიამაყედ" და 50მდე სახელმწიფოს უმაღლესი ჯილდოს მიღება,საყოველთაო აღიარება და სიყვარული.გავა მცირე ხანი ჩარლზი მიიღებს აშშ_ს არმიის პოლკოვნიკის წოდებას,გახდება აშშ_ს თავდაცვის მინისტრის მთავარი მრჩეველი ავიატექნიკის დარგში,იკავებს საკმაოდ საპატიო და შემოსავლიან ვიცე–პრეზიდენტის პოსტს ავიაკომპანია "პან ამერიკან"_ში.მისი ცხოვრება ბედნიერების "კალაპოტში მიედინებოდა"... მაგრამ ამ დროს "არ ეძინა სატანას" და დიდი ტრაგედიას უმზადებდა საგმირო საქმეების ავტორ პილოტს.
1929 წელს ჩარლზ ლინდბერგმა ცნობილი ამერიკელი მილიონერისა და მექსიკაში აშშ–ს ელჩის დუაიტ მოროუს ქალიშვილი ენი გაიცნო და მალევე შექმნეს ორმხრივ სიყვარულზე დაფუძვნებული ოჯახი.შეუღლებიდან 1 წლის(1932 წლის 22 ივნისს) შემდეგ წყვილს შეეძინა პატარა,რომელსაც ჩარლზი დაარქვეს–ჩარლზ ლინდბერგ უმცროსი.
ჩარლზი და ენი
ჩარლზ ლინდბერგ უმცროსი
წყვილმა საცხოვრებლად აირჩია ნიუ ჯერსის შტატის პატარა ქალაქი ინგლვუდი,გარდა ინგლვუდისა მათ გააჩნდათ საკმაოდ მდიდრული მამული მცირე დასახლება ჰოუპველში.ოჯახი მამულს მხოლოდ შაბათ–კვირას სტუმრობდა,ხოლო დანარჩენ დღეებს იგლვუდში ატარებდნენ.
1932 წლის ბოლოს ეს განრიგი შეიცვალა,მიზეზი კი პატარა ჩარლზის ავადმყოფობა იყო.ჰოუპველში "უიქენდზე" ჩარლზს სურდო შეეყარა და წყვილმა მის გამოჯანმრთელებამდე მამულში დარჩენა გადაწყიტა.სწორედ ამ მამულში განვითარდა ეპიზოდი,რომელიც აშშ_ს დანაშაულის ისტორიის ერთ–ერთ ჩახლართულ საქმედ ითვლება.
1932 წლის 1 მარტის საღამოს ამინდი მკვეთრად შეიცვალა,ისმოდა ქარის ზუზუნი და კოკისპირული წვიმის ხმა.ჩარლზმა და ენიმ მთელი დღე სახლის პირველ სართულზე გაატარეს ბუხართან.საღამოს 20 საათზე ბავშვის ძიძა ბეტი გოუმ პატარა ჩარლზი დააძინა და ბავშვის ოთახში შუქი ჩააქრო.
დაახლოებით 21:00_ზე უფროსმა ჩარლზმა ხმაურის ხმა გაიგონა,თითქოს ვიღაცას რაღაც გაუვარდა.დაეჭვებულმა მზერა დერეფნისკენ სტყორცნა და როცა იქ სახლის მომვლელი ოლივერ ვატელი დაინახა ეჭვიც გაუქრა.
22:00 საათზე ძიძა ბავშვის ოთახში შევიდა და რამდენიმე ხნის შემდეგ აღელვებული ბეტი წყვილის წინ იდგა და შეშფოთებული იუწყებოდა,რომ ბავშვი ოთახში არ იყო.წამიერად შეიცვალა სიტუაცია სახლში,სიმშვიდე საყოველთაო მღელვარებამ შეცვალა,რამდენიმე წუთში სახლის ყველა კუთხე–კუნჭული შეამოწმეს,მაგრამ ბავშვი არსად ჩანდა.შემდეგ ჩარლზი გადაჭრილი კარაბინით შეიარაღდა და სახლის სიახლოვე დაათვალიერა,ძიებიდან 15 წუთის შემდეგ აღმოაჩინეს კიბე.
სახლი ჰოუპველში
B-კიბე.ჩარლზ ლინდბერგმა კიბე სახლის სიახლოვეს მიწაზე დაგდებული იპოვა.ეს ფოტო გადაღებულია შემდეგ.
კიბის აღმოჩენამ ცხადყო,რომ საქმე სულ სხვა მიმართულებას იღებდა და სახეზე იყო ბავშვის გატაცება.რამდენიმე წუთის შემდეგ ჰოუპველის პოლიციის შენობაში გაისმის ზარი,რომელიც იუწყება ამ ფაქტის შესახებ,2 წუთის შემდეგ პოლიციელები სხდებიან საპატრულო მანქანებში და მიემართებიან ლინდბერგების საცხოვრებლისკენ.დაახლოებით შუაღამისას ამ საქმესთან დაკავშირებით გატაცების ადგილს რამდენიმე მაღლჩინოსანი პოლიციელი ესტუმრა,მათ შორის აღნიშნვის ღირსია ნიუ ჯერსის შტატის პოლიციის უფროსი ნორმან შვარცკოპფი(მან თავი პირველ მსოფლიო ომში გამოიჩინა და ბრძოლა პოლკოვნიკის ჩინით დაასრულა,შემდეგ კი ნიუ ჯერსის პოლიციის შეფის ფუნქციები ჩაიბარა და დიდი გაჭირვებით ართმევდა თავს ამ საქმიანობას).
შვარცკოპფის მისვლის შემდეგ ჩარლზ ლინდბერგი დაუკავშირდა საკუთარ ადვოკატ ჰენრი ბრიკენბრიჯს,რომელმაც ურჩია,რომ მის მოსვლამდე შვარცკოპფისათვის არ მიეცა უფლება ბავშვის ოთახის შემოწმებისა და ასევე არ მოეყოლა ყველა დეტალი.
აღსანიშნავია ის ფაქტი,რომ პოლიციელები შვარცკოპფის მისვლამდე არავითარ წინა საგამოძიებო სამუშაოებს არ ახორციელებდნენ,არ იკვლევდნენ აღმოჩენილი კიბის სიხლოვეს არსებულ კვალს,რომელიც უცილობლად დამნაშავის იყო.ამ გულგრილობამ შედეგი მალევე გამოიღო,წვიმამ მნიშვნელოვნად წაშალა ნაკველევი.მართალია შემდეგ პოლიციამ გამოაქვეყნა ფოტოები მინაწერით "დამნაშავის ნაკვალევი შემთხვევის ადგილზე",მაგრამ სინამდვილეში საქმე სულ სხვა ფოტოსთან გვაქვს.მოკლედ,რომ ვთქვათ სამართალდამცველები ცრუოდნენ(იხილეთ ფოტო).
შვარცკოფის მისვლის შემდეგ სამართალდამცველები ამოქმედდნენ და დაიწყეს სახლის გარშემო ტერიტორიის კვლევა,ხელჩასაჭიდი ვერაფერი აღმოაჩინეს,გარდა სახლიდან 80 მეტრში მდებარე ბუჩქნარში შესამჩნევი სამი დაზიანებისა.სახლის გარე პერიმეტრის დათვალიერების შემდეგ გამომძიებლები ბავშვის ოთახისკენ გაემართნენ,თუმცა ჩარლზმა ისინი უარით გაისტუმრა,ადვოკატი ჯერ კიდევ გზაში იმყოფებოდა.ადვოკატის მოსვლის შემდეგ გაიღო ბავშვის ოთახი და 6 ადამიანი(ლინდბერგი,შვარცკოფი,ბრიკენბრიჯი,ასევე სამი გამომძიებელი–კელი,კიტონი და შიოფელი) შევიდა დანაშაულის ადგილის დასათვალიერებლად.
ბავშვის ოთახი
იატაკზე ვერანაირ კვალს ვერ მიაკვლიეს,ფანჯრის რაფაზე კი აღმოაჩინეს კონვერტი.დათვალიერების შემდეგ კონვერტზე თითის ანაბეჭდები ვერ აღმოაჩინეს,ჩარლზმა კონვერტი გახსნა,სადაც ამოიკითხა შემდეგი: "ძვირფასო სერ!თან იქონიეთ 50 000 $,მათ შორის 2000 $–20 დოლარიანი ბანკონოტებით,1500 $–10 დოლარიანი ბანკნოტებით და 1000 $–5 დოლარიანი ბანკნოტებით.2-4 დღის შემდეგ შეგატყობინებთ სად უნდა დატოვოთ ფული.ჩვენ გაფრთხილებთ,რომ აღნიშნული ფაქტი არ გახმაუროთ და არ შეატყობინოთ პოლიციას.ბავშვს ყურადღებას არ მოვაკლებთ."
წერილის ბოლოს გამოსახულია ორი მკვეთი წრე და სამი ნახვრეტი,რომელიც გამტაცებლის ხელმოწერას წარმოადგენდა.
წერილში გარკვევით ეწერა,რომ პოლიცია საქმის კურსში არ უნდა ყოფილიყო,თუმცა ამ მოთხოვნას შესრულება უკვე აღარ ეწერა,რადგან პოლიცია ბოლომდე იყო ჩართული ამ საქმეში.შვარცკოფის მოთხოვნით მამულის სიახლოვეს განთავსდა დროებითი საგამოძიებო ჯგუფი.ჯგუფმა სტრატეგიის გეგმა შეიმუშავა და მალევე დაიწყო მათი რეალობაში განხორციელება–პირველ რიგში საჭირო იყო ჰოუპველის სატელეფონო ხაზისა და ფოსტის გაკონტროლება,მოწმდებოდა ყველა წერილი(მართალია ეს ადამიანის უფლებებს არღვევდა,თუმცა შვარცკოფმა აუცილებლად მიიჩნია ამ სამუაშაოს განხორციელება),ასევე გადაწყდა ჩარლზ ლინდბერგი უმცროსი გატაცების ფაქტის ჟურნალ–გაზეთებში მიმოხილვა(აქ ისევ დაირღვა გამტაცებელთა მოთხოვნა).
საგამოძიებო პროცესს თან ახლდა ნორტონ შვარცკოფისა და ჩარლზ ლინდბერგის ადვოკატის ბრიკენბრიჯის ფარული დაპირისპირება.შვარცკოფი საგამოძიებო პროცესს კურირებდა,თუმცა პროცესის მთავარ მამოძრავებელ ძალად მალევე წამოაყენა დეტექტივ არტურ კიტონის კანდიდატურა(კიტონი საკმაოდ განსწავლული იყო და შვარცკოფი დიდ ნდობას უცხადებდა).ეს ფაქტი მცირე ხანში ბრიკენბრიჯს შეაშფოთებს და მოითხოვს საქმეში ნიუ იორკელი გამომძიებლების ჩართვას,იმ მოტივით,რომ ნიუ იორკი იმ დროისათვის აშშ_ს კრიმინალური დედაქალაქს წარმოადგენდა და გამომძიებლებიც ბევრად გამოცდილები იყვნენ.ადვოკატის მოთხოვნა შეუსრულებელ მისიად იქცა,რადგან ჰოუპველი ნიუ ჯერსის შტატში მდებარეობდა და ნიუ იორკის საგამოძიებო ჯგუფი ვერავითარ შემთხვევაში ვერ ჩაერთვებოდა გამოძიებაში.პირველ მარცხს ბრიკენბრიჯი არ შეეგუა და სულ სხვა გზით მიიტანა იერიში შვარცკოფზე,მან მოითხოვა საქმეში ფედერალური საგამოძიებო ბიუროს აგენტების ჩართვა,თუმცა აქაც წარუმატებლობა ელოდა ჩარლზის ვექილს–ბავშვის გატაცება ფულის გამოძალვის მიზნით(კიდნეპინგი) არ მიეკუთვნებოდა ფედერალური დონის დანაშაულს(აღსანიშნავია,რომ სწორედ პატარა ჩარლზის საქმემ აქცია კიდნეპინგი ფედერალური დონის დანაშაულად და მალევე მიიღეს კანონი სახელად "ლინდბერგის კანონი").
ბრიკენბრიჯი,ლინდბერგი და შვარცკოპფი
როგორც ხედავთ ბრიკენბრიჯი ვერაფერს გახდა შვარცკოფთან,ამიტომაც გადაწვიტა სხვა გზით ემოქმედა.მან ჩარლზს ურჩია,რომ პირველივე შემთხვევაში გადეცა ფული გამტაცებლებისათვის.
დავუბრუნდეთ ისევ შვარცკოფისა და კიტონის საქმიანობას.მათი ძირითადი მიმართულება იყო ლინდბერგის სახლში მცხოვრები ადამიანებისა და დასახლების ყველა მოსახლის დაკითხვა.ჰოუპვილის ერთ–ერთმა მოსახლემ,ვინმე მილიარდ უაითჰედმა პოლიციას განუცხადა,რომ თებერვლის ბოლოს დასახლების გარშემო მდებარე ტყის სიხლოვეს დაინახა მამაკაცი,რომელიც საეჭვოდ გამოიყურებოდა და არაერთხელ იხილა ლინდბერგების სახლის სიახლოვეს.მამაკაცის ასაკი დაახლოებით 30 წელი იქნებოდა,ხოლო სიმაღლე 170 სმ.
გატაცების ვერსიები–1.ნორტონ შვარცკოფი თვლიდა,რომ გამტაცებელი ჰოუპველის მაცხოვრებელი იყო და არაპროფესიონალს წარმოადგენდა.გამტაცებელი კარგად იცნობდა ლინდბერგის საცხოვრებელს და არც გასჭირვებია ბავშვის გატაცება.ამ დასკვნის გამოტანაში მას დაეხმარა გამოსასყიდის ოდენობა,ის თვილდა,რომ 50 000 დოლარი პროფესიონალი კიდნეპერებისათვის საკმაოდ მცირე თანხა იყო.
2.ჩარლზ ლინდბერგის მოსაზრებით მისი ბავშვი გაიტაცებულ იქნა პროფესიონალი დამნაშავეების მიერ.მეოცე საუკუნის 30_იან წლებში დანასაულის ეს სახე აშშ_ში საკმაოდ გავრცელებული იყო და არაერთმა მდიდარმა ოჯახმა იწვნია ეს დარტყმა.
3.არტურ კიტონის აზრი გამორიცხავდა ორივე ვერსიას და თვლიდა,რომ გამტაცებელთა ჯგუფს ლინდბერგების სახლში ჰყავდათ მოკავშირე,რომელმაც დიდი როლი ითამაშა ამ საქმეში.დეტექტივი თვლიდა,რომ ეს მოკავშირე იყო ბეტი გოუ.ეს ვერსია უფრო ახლოს იყო რეალობასთან,რადგან ეჭვს იწვევდა ბეტის საქციელი.გატაცების დღეს 20:00–22:00 შუალედში სნეული ბავშვი ოთახში მარტო იყო დატოვებული.ძიძა ვალდებული იყო ხშირად დაეხედა მძინარე ბავშვზე და არ დაეტოვებინა მარტო დიდი ხნის განმავლობაში.დანაშაულის ადგილის პირველი დათვალიერებისას,სარკმლის ურდული ღია აღმოჩნდა,ბეტიმ თავით იმით იმართლა,რომ ოთახს ხშირად ანიავებდა და ვერ ხედავდა ურდულის დაკეტვის აუცილებლობას.
1932 წლის 5 მარტს ჩარლზ ლინდბერგი იღებს მორიგ შეტყობინებას,გამტაცებლები ზრდიდნენ გამოსასყიდს 70 000 $_მდე,რადგან არ შესრულდა მათი მოთხოვნა ინფორმაციის გაუვრცელებლობისა და პოლიციის ჩაურთველობის შესახებ.
მომდევნო დღეს ჩარლზმა ერთ–ერთი გაზეთის საშუალებით მიმართა გამტაცებლებს,ის აცხადებდა,რომ თანახმა იყო თანხის გადახდაზე და ითხოვდა შუამავალს,რომელიც მონაწილეობას მიიღებდა მოლაპარაკებაში.
ეს სტატია მრავალმა ადამიანმა წაიკითხა და ყველა იზიარებდა ოჯახის ტრაგედიას.რამდენიმე დღის შემდეგ ჩარლზს ეწვია ნიუ იორკელი მაფიოზი მიკი როსნერი.მიკი სასოწარკვეთილ ლინდბერგს დახმარების ხელს უწვდიდა და საკუთარი არხებით აპირებდა ბავშვის გამტაცებელთა კლანჭებისგან გამოხსნას,ამ საქმის სანაცვლოდ მან 3.5 ათასი $ მოითხოვა,ჩარლზმა მაშინვე გაუწოდა თანხა.როგორც შემდეგ აღმოჩნდა,როსნერი ტყუოდა.მართლაც,რომ გულისამრევი საქციელია,თუმცა მაფიოზისგან სხვა არც იყო მოსალოდნელი.
1932 წლის 8 მარტს გაზეთ "ბრონქს ჰოუმ ნიუს"_ში დაიბეჭდა სტატია,რომლის ავტორი ვინმე ჯონ კონდონი(მეტსახელად "ჯაფსი") მიმართავდა ლინდბერგ–უმცროსის გამტაცებლებს და მზად იყო გადაეხადა 1000 დოლარი იმ პირობით,თუ ბავშვი უვნებელი დაუბრუნდებოდა ოჯახს.
ჯონ კონდონი
მომდევნო დღეს კონდონმა მიიღო შეტყობინება გამტაცებლებისაგან,ისინი კონდონს შუამავლის მოვალეობის შესრულებას თხოვდნენ.შეტყობინებას თან ახლდა მეორე კონვერტი,რომელიც ჩარლზისთვის იყო განკუთვნილი.შუამავლის "მანტიამოსხმული" კონდონი მაშინვე ჩარლზ ლინდბერგთან შესახვედრად გაემართა.
1932 წლის 9 მარტს შედგა "ჯაფისისა" და ლინდბერგის შეხვედრა.გაცნობის შემდეგ კონდონმა ჩარლზს კონვერტი გაუწოდა,მაგრამ უარი მიიღო.ჩარლზმა მოითხოვა,რომ კონვერტი გაეხსნა შუამავალს.გაიხსნა კონვერტი და წამის შემდეგ ამოიკითხეს შემდეგი:"ძვირფასო სერ! ბატონ კონდონს შეუძლია იმოქმედოს,როგორც შუამავალს.შეგიძლიათ მას გადასცეთ 70 000 $.გამორიცხეთ პოლიციის ყოველგავრი მონაწიელობა შემდეგი გართულებების თავიდან ასაცილებლად."
მიკი როსნერის ცრუდაპირებების შემდეგ ჩარლზი აღარ იყო იმდენად მიმნდობი,ამიტომაც მაშინვე ადვოკატს გააცნო სიტუაცია.ბიკენბრიჯის მოთხოვნით გამოსასყიდი არ გადასცეს კონდონს,თანხას მხოლოდ მაშინ გადაიხდიდნენ თუ ბავშვის შესახებ ცნობებს მოიპოვებდა.
კონდონი დათანხმდა.12 მარტს მან მიიღო მორიგი შეტყობინება,19:00 საათისათვის მას მეტროს სადგურზე ელოდებოდნენ.დათქმულ დროს კონდონი მეტროსთან მივიდა(სიტუაცია ნიუ იორკში ვითარდება) და შეხდა ადამიანს.მცირე გასაუბრების შემდეგ გაირკვა,რომ გამტაცებლები ბრონქსში მდებარე "ვუდლაუნის" სასაფლაოზე შეხვდებოდნენ.სასაფლაოზე რამდენიმე წუთიანი ლოდინი მოუწია შუამავალს და შემდეგ სიბნელეში გამოჩნდა ერთ–ერთი გამტაცებელი,რომელიც "ჯონად" გაეცნო კონდონს,ლაპარაკობდა გერმანული აქცენტით,თუმცა თავს სკანდინავს უწოდებდა.
"ჯონმა" გამოსასყიდი მოითხოვა,თუმცა მალევე გაიგო,რომ ფულს მაშინ მიიღებდა,როცა წარმოადგენდა ბავშვის შესახებ რაიმე ცნობას.გამტაცებელმა თანხმობა განაცხადა და სიბნელეში გაუჩინარდა.
13 მარტს კონდონმა მიიღო პაკეტი,სადაც აღმოჩნდა ბავშვის ღამის პერანგი და სპეციალური დამცავი ქამარი.მიღებული ნივთები მალევე ნახა ძიძამ და განაცხადა,რომ 1 მარტს სწორედ ეს პერანგი ეცვა პატარა ჩარლზს,ქამარიც იდენტური აღმოჩნდა.
სანამ უშუალოდ გამოსასყიდის საკითხს დავუბრუნდებოდე,განვიხილოთ თუ როგორ მიმდინარეობდა საგამოძიებო პროცესი.
1932 წლის 1 მარტს შვარცკოფის დავალებით დაიებეჭდა ბროშურები,სადაც დეტალურად იყო აღწერილი ჩარლზ ლინდბერგ უმცროსი და იყო მოცემული დამატებითი ინფორმაცია.
როგორც ზევით ავღნიშნე,პოლიციამ ლინდბერგების სახლში მცხოვრები ყველა ადამიანი დაკითხა.ეჭვი მიტანილ იქნა ძიძა ბეტი გოუზე.არაერთგზის დაკითხვის შემდეგ პოლიცია საბოლოოდ დარწმუნდა,რომ ბეტის რანაირი კავშირი არ ჰქონდა გატაცებასთან.
ერთადერთი ხელჩასაჭიდი ნივთი,რომელიც ზოგიერთ დეტალტს ნათელს მოჰფენდა იყო კიბე,რომლის საშუალებითაც გამტაცებელი მოხვდა ბავშვის ოთახში.ეს იყო დასაკეცი ხის კიბე.გამომძიებლებმა საჭიროდ ჩათვალეს მისი დეტალური ანალიზი,მცირე გაკითხვა–გამოკითხვის შემდეგ ქალაქ მედისონში(ვისკონსისნის შტატი) მიაკვლიეს ლაბორატორიას,სადაც შესაძლებელი იყო ხის მასალის დეტალური კვლევა.კიბის კვლევა საკუთარ თავზე აიღო ლაბორანტმა არტურ კოეჰლერმა.არტურმა მალევე დაადგინა,რომ კიბე დამზადებული იყო ფიჭვისა და არყის ხის მერქნისგან.არყის მერქანზე დაკვირვების შემდეგ არტურმა დაადგინა ხის გარშემოწერილობა–3,75 დუიმი.ამ ცნობამ მალევე გამოიღო შედეგი და დადგინა,რომ მსგავსი ხის მასალა ბოლო 2 წლის მანძილზე მხოლოდ ერთმა ფირმამ გამოიყენა,ეს იყო ნიუ იორკის გარეუბანში მდებარე ფირმა "მილლვერქი".
ეს ცნობა წინგადადგმულ ნაბიჯად შეიძლება ჩავთვალოთ,თუმცა "მილლვერქის" საამქროს თანამშრომელთა დაკითხვა შედეგს ვერ მოიტანდა,რადგან კიბის გაყიდვის შემდეგ კვალი იკარგება და რთულია რაიმე დაადგინო ამ მიმართულებით.იყო სხვა მიმართულებაც,თუმცა პოლიციის არაფროფესიონალიზმმა გზა ჩიხისკენ მიმართა.კიბიდან თითის ანაბეჭდები მაშინვე არავის აუღია,ხოლო როცა ეს შეცდომა გაათვითცნობიერეს უკვე გვიან იყო–500მდე სხვადასხვა ადამიანის თითის ანაბეჭდი იმას ნიშნავდა,რომ გამოძიების პროცესში კიბე ხელიდან ხელში გადადიოდა.აქ ნათლად ჩანს–ერთის მხრივ, ლაბორანტ არტურ კოეჰლერის პროფესიონალზმი,ხოლო მეორეს მხრივ გამომძიებელთა გულგრილობისა და არაპროფესიონალიზმის ნარევი.
როცა ჩარლზმა 13 მარტს იხილა ბავშვის მაისური და ქამარი დარწმუნდა,რომ აუცილებელი იყო გამოსასყიდის გადახდა.ამიტომაც დაიწყო თანხის შეგროვება,მას ფინანსურად არ უჭირდა,თუმცა თანხა სულ გზით უნდა მოეპოვებინა და არა საბანკო არხებით(სამართალდამცველებს შეეძლოთ ამ ინფორმაციის მოპოვება,ამიტომ ფულის ბანკიდან გამოტანა გამოირიცხა).გარა ამისა იყო ერთი პრობლემაც,–ეს იყო :"დიდი დეპრესიის" შემდგომი პერიოდი და დოლარის კურსი კატასტროფულად ეცემოდა.სწორედ ამ პერიოდში აქტიურად ე.წ "ოქროს სერთიფიკატები"(მათი ნომინალური ღირებულება პირდაპირ მიბმული იყო ოქროს ფასზე და ინფლაცია ვერანაირ გავლენას ვერ ახდენდა."სერტიფიკატები" დოლარის მსგავსად იყო სხვადასხვა ნომინალის).სწორედ "ოქროს სერტიფიკატების" გადაცემა იგეგმებოდა გამტაცებლებისათვის.
1932 წლის 1 აპრილს ფული უკვე მზად იყო.ერთ კონვერტში მოათავსეს 50 000 $,ხოლო მეორეში 20 000 $.კონდონი გამტაცებლებს დაუკავშირდა ერთ–ერთი გაზეთის საშუალებით და მალევე მიიღო საპასუხო წერილი.ფულის გადაცემის ადგილად ცხადდებოდა ბრონქსის გარეუბანში მდებარე წმ. რეიმონდის სახელობის სასაფლაო.
ჩარლზ ლინდბერგი და ადვოკატი ბრიკენბრიჯი კონდონის მარტო გაშვებას არ აპირებდნენ,ამიტომაც გადაწყდა,რომ სასაფლაოზე ერთად წავიდოდნენ,ხოლო მოლაპარაკებას მხოლოდ კონდონი გამართავდა.
02.04.1932, 21:05–მანქანა,რომელსაც ჩარლზი მართავდა მიუახლოვდა სასაფლაოს,კონდონი გადმოვიდა მანაქანიდან და გაემართა შეხვედრის ადგილისკენ.რამდენიმე წუთიანი ლოდინის შემდეგ სიბნელიდან გაისმა ხმა "ეი,თქვენ!".კონდონი ხმას მიყვა და შეხვდა გამტაცებელს,რომელიც პირველად "ჯონიდ" გაეცნო.დამნაშავე ამტკიცებდა,რომ ბავშვი უვნებელი იყო.ამის შემდეგ ხდება მოულოდნელი რამ,რომელსაც კონდონის თვითნებობა ქვია,ის გამტაცებელს ეუბნება:"მე მხოლოდ 50000 $ მაქვს."კითხვით ნიშანს აჩენს "ჯონის" საქციელი,რომელიც დაჰყაბულდა გამოსასყიდის 20000$_ით შემცირებას.თანხის გადახდის შემდეგ გამტაცებელი კონდონს გადასცემდა კონვერტს,სადაც მითითებული იქნებოდა ბავშვის ადგილსამყოფელი.ორმხრივი თანხმობის შემდეგ მოხდა კონვერტთა გაცვლა.
ვახსენე კონდონის თვითნებობა და მოკლედ გეტყვთ თუ რაში მდგომარეობდა ეს.თავდაპირველად ჩარლზ ლინდბერგი კონდონს ეუბნებოდა,რომ ფულს მხოლოდ მაშინ გადაიხდიდა თუ გამტაცებელი ბავშვის ადგილსამყოფელის დეტალურ გეგმას გადასცემდა.ჩარლზ ლინდბერგის მოთხოვნა დაირღვა და სწორედ აქ ჩნდება კონდონის თვითნებობდა.იქმნება შთაბეჭდილება,რომ სიტუაციას მმართვის სადავეები მყარად ეპყრა ხელთ არა ჩარლზ ლინდბერგს ან გამტაცებლებს,არამედ "ჯაფსი" კონდონს.
კონვერტთა გაცვლის შემდეგ კონდონი ბრუნდება ავტომობილის სალონში და ლინდბერგს არწმუნებს,რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის.ჩარლზმა ირწმუნა და გულის სიღრმეში საათების უკუთვლა დაიწყო პატარა ჩარლზის დაბრუნების მოლოდინში.სიხარული იმდენად დიდი იყო,რომ მოხდა საკვირველი ფაქტი.კონდონი მანქანაში ჯდება და მაშინვე ითხოვს ადგილიდან დაძვრას,კონვერტის ამ დროს გაუხსნელია.ლოგიკური იქნებოდა კონვერტის მაშინვე გახსნა და ყველაფერში დარწმუნება(დიდი იყო შანსი ტყუილისა),მაგრამ ასე არ მოხდა.ჩარლზმა მანქანა აამუშავა,გაიარეს დაახლოებით 1 მილი და ამის შემდეგ კონდონი ჩარლზს თხოვს კონვერტის გახსნას.გაიხსნა კონვერტი და აღმოაჩინეს ფურცელი,სადაც იკითხებოდა:"ბავშვი იმყოფება ხომალდ "ნელიზე".ხომალდი იმყოფება კუნძულ ელიზაბეტის სიახლოვეს,ხომალდის დაგხდებათ ორი ადამიანი." როგოც ხედავთ ინფორმაცია საკმაოდ მწირი იყო და ამ მონაცემებით რთული იყო ჩარლზ ლინდბერგ უმცროსის პოვნა.ასე მოხდა–რამდენიმე დღიანი ძებნის შედეგად ვერც ხომალდი იპოვეს და ვერც ბავშვი.ჩარლზ ლინდბერგი მორიგი ტყუილის მსხვერპლი გახდა და 50000 $ წყალში გადაყრილი აღმოჩნდა.
ამ ფაქტიდან რამდენიმე დღის შემდეგ ჩარლზის ყურამდე მიაღწია ცნობამ,რომ ცნობილი მაფიოზი ალ კაპონე პირობას დებდა ბავშვის პოვნისა(ამისთვის 2 კვირიან ვადას ითხოვდა) იმ პირობით,თუ ციხიდან გამოუშვებდნენ(კაპონე სასჯელს გადასახადებისგან თავის არიდების გამო იხდიდა).
რამდენიმეგზის იმედგაცრუებული ლინდბერგში მაინც გაანათა იმედის ნაპერწკალმა და აშშ_ს საგადასახადო სამსახურის იურიდიულ დეპარტამენტის უფროს ელმერ ირეის შეხვდა.რამდენიმე საათიანი დიალოგის შემდეგ ელმერმა დაარწმუნა ჩარლზი,რომ ალ კაპონე გისოსებისგან თავის დაღწევაზე ფიქრობდა და ბავშვი მანიპულაციის საგანს წარმოადგენდა.ელმერი ბოლოს ამბობს:"ისინი(კაპონეს მსგავსი ადამიანები) თქვენ ვერ დაგეხმარებიან,თქვენი შველა მხოლოდ პოლიციასა და გფბ_ს შეუძლია."
2 აპრილის კონვერტთა ცვლისა და სიცრუის გამოაშკარავების შემდეგ,ლინდბერგმა პოლიციას მიმართა და საეჭვო ღამის შესახებ დეტალები მოახსენა.შვარცკოფის დაქვემდებარებულმა მალევე დაიწყეს შეხვედრის ადგილის დეტალური კვლევა.ძიების პროცესში გამოჩნდა სასაფლაოს მცველი ბერნარდ იუბელი.14 აპრილს ის დაკითხეს და საკმაოდ ძვირფასი ინფორმაციაც მიიღეს,იუბელის განცხადებით 1 აპრილს საეჭვო ფაქტი მოხდა,სასაფლაოსთან გაჩერდა "ფორდის" მარკის ავტომანქანა,რომელშიც 3–4 ადამიანი იმყოფებოდა,რომლებიც იტალიელებს ჰგავდნენ.ისინი მანქანიდან არ გადმოსულან,მანქანა 20 წუთის შემდეგ სიბნელეში გაუჩინარდა.2 აპრილს 14:00 საათზე ეს "ფორდი" ისევ გამოჩნდა და ბერნარდის ყურადღებაც მიიპყრო,ნახევარი საათის შემდეგ გამოჩნდა კონდონი(ბერნარდ იუბელი მას გაზეთებიდან იცნობდა.მისი თქმით ის ამ ფაქტს აკვირდებოდა 200 მეტრის მანძილიდან და საკმაოდ რთული იყო სახეების კარგად გარჩევა) და "ფორდში" ჩაჯდა.მცირე ხნის შემდეგ კონდონი გადმოდის მანქანიდან.
11 აპრილს დილით "ფორდი" ისევ გამოჩნდა,ბერნარდ იუბელის თქმით მანქანიდან გადმოვიდა სოლიდურად ჩაცმული კაცი,გაემართა იქვე მდებარე ბუჩქისაკენ და დიდი მონდომებით რაღაცის ძებნას შეუდგა,მალევე დატოვა ბუჩქები და პალტოს შიდა ჯიბეში რაღაც ნივთი ჩაიცურა.ამის შემდეგ მანქანა წავიდა.
ბერნარდ იუბელის ცნობამ სამართალდამცველების ყუარდღება "ჯაფსი" კონდონისკენ მიმართა.რამდენჯერმე გაჩხრიკეს მისი საცხოვრებელი,სატელეფონო ხაზები კონტროლდებოდა,მის სახელზე გაგზავნილი წერილები მოწმდებოდა.მიუხედავად ამისა ვერაფერი საეჭვო ვერ აღმოაჩინეს.
1932 წლის აპრილიც მიილია და ბავშვის ასავალ–დასავალს ვერ მიაკვლიეს.დაიწყო მაისი,რომელიც ტრაგიკული სცენარისა და უშედეგი ძიების დასასრულად იქცა.
12 მაისს მცირე დასახლება ჰაიტ ფილდზში,ტყის პირას გამავალ გზაზე გაჩერდა 1.5 ტონიანი სატვირთო მანქანა.მანქანის მძღოლი უილიამ ალენი ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით გაემართა იქვე მდებარე ბოძისაკენ.სატელეფონო ბოძის ძირში საეჭვო სურათი დაიხატა,მცირე დაკვირვების შემდეგ ალენი შოკირებული აღმოჩნდა,მის წინაშე იყო ბავშვის გახრწნილი გვამი,რომელსაც გარს ჭიანჭველები ეხვეოდნენ...
პირველი ნაწილის დასასრული.
Комментариев нет:
Отправить комментарий