16.06.2011

"გიგანტური მწერები"


1910 წელს ბრიტანულ ჟურნალში "The Strang Magazine" მკითხველმა თვალი შეავლო სათაურს "მწერები,რომ დიდი ზომის იყვნენ".სათაურით დაინტრიგებულმა საზოგადოებამ სტატიის კითხვა გააგრძელა და არაერთი ადამიანი შიშის მორევმა ჩაითრია.სტატიაში ტექსტზე დიდი ადგილი ჩანახატებს ეკავა,რომელიც შიშსა და ირონიას თესავდა.
დროა ჩვენც გადავინაცვლოთ საუკუნისწინა წარსულში და გადავხედოთ აღნიშნულ ჟურნალში გამოქვეყნებულ ფოტოებს.


ცირკიდან გამოქცეული  გიგანტური კოღო ადამიანებს შოკში აგდებს

შავი ქვრივის დაშვება ტრაფალგარის მოედანზე

გიგანტური მატლის გამოჩენა კოვენტ–გარდენზე

ყურბელას მიერ ოკუპირებული სენტ ჯეიმსის ქუჩა

ნემსიყლაპია თავს ესხმის ეტლს

გიგანტური ბუზი "ბენქ ოფ ინგლენდ"_ის დაყაჩაღებას გეგმავს

უელინგტონ სტრიტზე ბადეფრთიანს უცნობი ჯენტლმენი უპირისპირდება

გიგანტური კალია ედინბუგის ქუჩებში დასეირნობს და ნადირობს პარალელურ რეჟიმში

სტატიის ბოლოში მკითხველმა ამოიკითხა ავტორის ვინაობა–კერნერ–გრინვუდი.ავტორი წერდა–"ამ სტატიით იმის ხაზგასმა მინდოდა,რომ მოცემული მწერები ადამიანს არაერთი საფრთხის წინაშე აყენებენ და მათ მიერ მიყენებული ზიანიც ზოგ შემთხვევაში გამოუსწორებელია.სურათებში მოცემული მათი გიგანტური ზომების გადატანითი ინტრეპრეტაცია სწორედ იმაზე მიანიშნებს,რამდენად დიდია საფრთხეები".

მიუხედავად ავტორია განმარტებისა,ეს ჩანახატები მრავალ ცრუმორწმუნეს პანიკურ მდგომარეობაში ჩააგდებდა და ალბათ ისინი იშვიათად ესტუმრებდონენ ტრაფალგარის მოედანს.ბევრი კვაზინატურალისტი იმის მტკიცებასაც შეუდგებოდა,რომ სადღაც გაუვალ ჯუნგლებში დაფრინავდნენ,დახტოტდნენ და დაბობღავდნენ გიგანტური ბუზები,კალიები და ყურბელები.შეიძლება ზოგიერთი საერთოდ შორს წასულიყო და ექსპედიციებიც კი დაეგეგმა ახალი აღმოჩენებისათვის... 
მართალია საუკუნისწინა რეალობა უფრო შავბნელი იყო და ცრურწმენებიც მრავლად იყო,მაგრამ დღესაც არაა უკეთესი მდგომარეობა და მრავალ ადამიანს სჯერა,რომ 2012 წელი სამყაროს დასასრულია... ცრურწმენებსა და უტოპიურ ზღაპრებს ხომ საზღვარი არ აქვს... 



Комментариев нет:

Отправить комментарий