20.06.2011

"რანდევუ" კუდიან ვარსკვლავებთან

1873 წლის 10 ივლისს ამერიკული გამოცემა "Decatur Republican" აქვეყნებს პროფესორ პლანტამუს მეტად უცნაურ წინასწარმეტყველებას.ეს პროფესორი მანამდეც იქცევდა ყურადღებას,როცა კომეტებზე დაკვირვებით თავის აზრებს აფიქსირებდა.1872 წელს კომეთებთან მორიგი "გასაუბრების" შემდეგ ბატონმა პროფესორმა დედამიწას წირვა გამოუყვანა და ივარაუდა კომეტის ჩვენს მშობლიურ პლანეტასთან შეჯახება.
მიილია 1872 წელი,მაგრამ არსად ჩანდა კომეტა.წარუმატებლობამ არ დააბნია პროფესორი და კომეტებთან მორიგი "რანდევუ" გამართა."შეხვედრა" მალე დამთავრდა და მორიგი წინასწარმეტყველებაც გამოჩნდა.პროფესორი უკვე გასცდა აწმყოს და შორეულ მომავალში დაიწყო ხელების ფათური,მისი წინასწარმეტყველება 2011 წელს მსოფლიო მასშტაბის გამყინვარებას ვარაუდობდა.

ახლა კი გთავაზობთ ზემოთნახსენებ გამოცემაში დაწერილ სტატიას მცირედი ცვლილებებითა და შემოკლებით:
"ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ ბატონ პლანტამუზე.ეს ის ადამიანია,რომელიც 1872 წელს კომეტის ლუკმად მიგვიჩნევდა,ახლა კი უკვე ჩვენს გაყინვას ცდილობს,თუმცა ეს ჩვენს შემდგომ თაობებს ემუქრება.დაგვინდო ბატონმა პროფესორმა და ჩვენი გაყინული მომავალი 2011 წლით დაათარიღა.ჩვენ ისღა დაგვრჩენია,რომ ანდერძში მივუთითოთ მომავალ თაობებს,რომ მოიმარაგონ თბილი ტანსაცმელი,სხვადასხვა სახის გამათბობელი და ისე შეხვდნენ შორეულ 2011 წელს".

2011 წლის მეექვსე თვე მიმდინარეობს და ბატონი "პროფესორის" წინასწარმეტყველებას ახდენა არ უწერია.გამყინვარების რა მოგახსენოთ და გლობალური დათბობა კი "გვიტყაპუნებს"... სამწუხაროდ ბატონი "პროფესორის" მსგავსი პროფესორები დღესაც მრავლად არიან.
ძრწოდეთ–იმბეცილები წინასწარმეტყველებენ!!!(ჰა ჰა ჰა...)

Комментариев нет:

Отправить комментарий