ჩარლზ ლინდბერგ უმცროსის გაუხსნელი საქმის შემდეგ,მორიგ საქმეზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას.სიტუაცია ისევ აშშ_ში ვითარდება,საქმე ისევ ბავშვის(რომლის ვინაობა დღემდე უცნობია) წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს ეხება."ლინდბერგის საქმისგან" განსხვავებით აქ არ იკითხება სამართალდამცველთა აფსურდული ქმედებები და არც უდანაშაულო ადამიანის დასჯამდე მივდივართ.თავისი პერიპეტიებით "უცნობი ბავშვის საქმე" საკმაოდ საინტერესოა.
1956 წლის 26 თებერვალს,დაახლოებით 16 საათზე ფილადელფიის პოლიციის მკვლელობათა საგამოძიებო განყოფილებას მიმართა 26 წლის ფრედერიკ ბენონისმა,რომელმაც აღმოაჩინა გვამი.ფრედერიკი ამბობდა,რომ დაახლოებით 15:15 წუთზე ფილადელფიის ჩრდილოეთით,გზა "სასკუეჰანა–როუდის" სიხლოვეს,მცირე დასახლება ფოქს ჩეიზში იპოვა მუყაოს ყუთი,რომელშიც აღმოჩნდა ბავშვის გვამი.პოლიციამ მალევე მიმართა ზომებს და განმცხადებლის მიერ დასახელებულ ადგილისკენ დაიძრა საპატრულო მანქანები.რამდენიმე საათიანი დათვალიერების შემდეგ პოლიციის თანამშრომელ ელმერ პალმერის მიერ,ინტერნატ "შეფერდ სქულიდან" დაახლოებით 450 მეტრში,გზის სიახლოვეს ნაპოვნი იქნა ყუთი,რომელშიც მართლაც აღმოჩნდა ბავშვის გვამი.
ფრედერიკის მონათხრობი რეალობად იქცა,ამიტომაც გადაწყდა მისი ოფიციალური დაკითხვა.დაკითხვის შედეგად პოლიციამ შემდეგი ინფორმაცია მიიღო: 1957 წლის 11 თებერვალს ფრედერიკ ბენონისი ავტომობილით მოძრაობდა "სასკუეჰანა როუდზე",მცირე ხნის შემდეგ მანქანის წინ კურდღელმა გადაირბინა.მძღოლმა მისი შეპყრობა გადაწყიტა,გადმოვიდა მანქანიან და ფეხდაფეხ მიჰყვა "ნადავლს",თუმცა უშედეგოდ.წარუმატებლობის შემდეგ ბენონისი უკან გამობრუნდა და გზად ორი ხაფანგი შეამჩნია(ფილადელფიის ამ ნაწილში მრავლად იყო კურდღლები,მელიები და სხვა მცირე ზომის ცხოველები,ამიტომაც არაერთი ადამიანი აწყობდა მახეს).
1957 წლის 25 თებერვალს ფრედერიკი მოცემულ ადგილს ისევ დაუბრუნდა,რათა შეემოწმებინა ხაფანგები,მაგრამ უშედეგოდ–ხაფანგები ვერ იპოვა,მაგრამ იპოვა მუყაოს კოლოფი,რომელშიც ესვენა შიშველი გვამი და სანახევროდ ეფარა პლედი.ხილულით შეშინებულმა ტერიტორიას ელდანაკრავივით გაეცალა.ფაქტის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა.
1957 წლის 26 თებერვალს ფრედერიკმა თავის ოთახში რადიომიმღები ჩართო და მოისმინა ინფორმაცია ნიუ–ჯერსიში დაკარგული პატარა გოგონას შესახებ.ამ ინფორმაციამ მის გონებაში გადატრიალება მოახდინა და ხანმოკლე ფიქრის შემდეგ რჩევისათვის ადგილობრივ მღვდელს მიმართა.მღვდელმა ურჩია სასწრაფოდ პოლიციას დაკავშირებოდა და მოეთხრო ყველაფერი.ამის შემდეგ პოლიციაც საქმის კურსშია.
როგორც ხედავთ, თავდაპირველ მონათხრობსა და ოფიციალურ ვერსიას შორის დიდი განსხვავებაა,ამიტომაც პოლიციამ გადაწყიტა ფრედერიკ ბენონისისათვის აეკრძალათ პენსილვანიის შტატის საზღვრის გადაკვეთა.
AA-"ვერიე როუდი",BB-"სასკუეჰანა–როუდი",C-ინტერნატი "შეფერდ სქული",D–ფოქს ჩეიზი,E–ადგილი სადაც იპოვეს გვამი.
გვამის აღმოჩენის ადგილის დათვალიერების შედეგად გაირკვა,რომ ბავშვის მკვლელობა ან გარდაცვალება მოხდა სხვა ადგილას(გვამის სიახლოვეს ვერ აღმოაჩინეს ადამიანის ნაკველევი) და გვამი შემდგომ მიიტანეს ფოქს ჩეიზში..
ყუთიდან 4–5 მეტრში იპოვეს ხავერდის კეპი;გაჩნდა ეჭვი,რომ ეს კეპი მკვლელს ეკუთვნოდა და ყუთის დატოვებისას სიბნელეში დაუვარდა.ასევე აღმოაჩინეს ბავშვის ფეხსაცმელი,შემდგომმა კვლევამ ცხადყო,რომ ეს ფეხსაცმელი სულ სხვა ბავშვს ეკუთვნოდა,რადგან ფეხის ზომა განსხვავდებოდა.
ისარი გვიჩვენებს ადგილს,სადაც იპოვეს ყუთი.
ექსპერტიზაში მონაწილეობა მიიღეს კრიმინალისტებმა,სასამართლოს ექსპერტებმა.მათი შრომის შედეგად გამოიცა რამდენიმე დასკვნა.
1.გვამი – ეკუთვნის თეთრკანიან ბავშვს,რომლის ასაკიც მერყეობს 4–5 წელს შორის.სქესი–მამრობითი,მისი სიმაღლეა 102,9 სმ,ხოლო წონა 12 კგ.დაფიქსირებული წონა ნორმაზე ნაკლებია,რაც კვებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე მიუთითებს.თავზე შეიმჩნევა მცირედი სისხლჩაქცევა.ბავშვის სხეული სუფთა და მშრალი იყო,ფრჩხილები გასუფთავებული.მარჯვენა ხელის მტევანსა და ფეხის ორივე ტერფზე შესამჩნევია კანის დაზიანება,სავარაუდოდ სხეული წყალში იყო დიდი ხნის მანძილზე მოთავსებული.
ბავშვს თმები ირიბად ჰქონდა შეკრეჭილი,მათი სიგრძე 1,2 სმ_ს არ აღემატებოდა.შეკრეჭილი თმები ბავშვის მხრებზე მრავლად იყო,რაც იმაზე მიუთითებდა,რომ მაკრატელი ბავშვის სიკვდილის შემდეგ გამოიყენეს.
ასე გამოიყურებოდა ყუთში ნაპოვნი გარდაცვლილი პატარა
ნიკაპის დათვალიერებისას აღმოაჩინეს L_ის ფორმის იარა.სხეულის დათვალიერების შედეგად ვერ აღმოაჩინეს ძვლების მოტეხილობა.მარცხენა ფეხის კოჭზე,მკერდსა და საზარდულზე ნათელი იყო ქირურგიული ოპერაციის კვალი.კვლევამ დაამტკიცა,რომ ოპერაცია სიკვდილამდე რამდენიმე წლით ადრე ჩატარდა და რაიმე გართულება არ გამოუწვევია.სხეულზე სექსუალური ზემოქმედების კვალიც არ ჩანდა.
სასამართლოს ექსპერტ ჯოზეფ სპელმანის განცხადებით გარდაცვალების დრო მერყეობდა 2_დან 14 დღემდე.სიკვდილის მიზეზად მიიჩნევდა თავის ქალის ტრავმას.
აუტოფსიის დროს მნიშვნელოვანი აღმოჩენა გაკეთდა კუჭში,აღმოაჩინეს უცნობი შავი ფერის სუბსტანცია,თუმცა ტოქსიკოლოგიურმა ექსპერტიზამ ბავშვის მოწამლვით სიკვდილი გამორიცხა.
აუტოპსიის პროცედურას ფოტოკამერაზე აფიქსირებდა ჯოზეფ სპელმანის ასისტენტი რემინგტონ ბრისტოუ,ამ პიროვნებამ არაერთი წელი დაახარჯა ამ საქმეს.
2.ყუთი – ნაპოვნი მუყაოს კოლოფის გაბარიტებია 38,1 სმ * 48,3 სმ * 88,9 სმ.მასზე მიკრული იყო ეტიკეტი,რომელზეც იკითხებოდა რეალიზაციის ადგილი.ეტიკეტმა პოლიცია მიიყვანა ჯონ პენეას საწყობში.გაირკვა,რომ ყუთი გამოიყენებოდა ბავშვის საწოლის შენასანახად და ტრანსპორტირებისათვის.პენეას ნაამბობიდან გაირკვა,რომ საწყობში საწოლები 1956 წლის დეკემბერში მიიღო და 1957 წლის 16 თებერვლამდე 12 ცალი გაყიდა.
3.პლედი – ყუთში ნაპოვნი პლედი იყო კუბოკრული,თეთრ ფონზე მწვანე ფერის კვადრეტებით,ზომა 162,6 სმ * 193 სმ_ზე.პლედის ერთი კუთხე ჩამოჭრილი იყო,ხოლო აღმოჩენილი ნაწილის მესამედი ავტომობილის ზეთში იყო დასველებული.
პრინციპში პლედის საშუალებითაც შესაძლებელი იყო ცხელ კვალზე გასვლა,ამისათვის კი საჭირო იყო ეპოვნათ ჩამოჭრილი ნაწილი ან იდენტური მახასიათებლების მქონე ავტომობილის ზეთი,თუმცა შემდგომი ცდები უშედეგო აღმოჩნდა.
მთავარი ინსპექტორი ჯონ კელი ჟურნალისტებს აჩვენებს ყუთში ნაპოვნ პლედს.
4.კეპი – დამზადებული იყო მუქი ლურჯი ფერის ხავერდისაგან,უკანა მხარეს ჰქონდა ტყავის შესაკრავი.შიდა მხარეს ეტიკეტზე იკითხებოდა წარწერა–"ჰანა რობინსი,სამხრეთ ფილადელფია".
იმავე დღეს პოლიციამ მიაკვლია მკერავ ჰანა რობინსს,რომელსაც ფილადელფიის სამხრეთ ნაწილში ჰქონდა სახელოსნო.ხავერდის კეპი მაშინვე ამოიცნო მკერავმა.მისი მონათხრობიდან ირკვევა,რომ 1956 წლის ნოემბერში სახელოსნოს ეწვია 26–30 წლის ავტოგასამართი სადგურის ლურჯ კომბინიზონში გამოწყობილი მამაკაცი და შეარჩია ხავერდის კეპი,შემდეგ კი მკერავს ქუდის უკანა მხარეს ტყავის შესაკრავის გაკეთება თხოვა.ჰანა რობინსმა აღნიშნული პირის გარეგნობაც აღწერა,რაც პოლიციას ფოტო–რობოტის შექმნაში დაეხმარა.
ფაქტების შეჯერების შემდეგ პოლიციამ გადაწყიტა სამი ჯგუფი შეექმნა,რომელთა ხელმძღვანელობა დაევალა მკვლელობათა საგამოძიებო დეპარტამენტის მთავარ ინსპექტორსს დევიდ რობერტსს.პირველი ჯგუფი პენეას საწყობიდან რეალიზებული 12 საწოლის კვალზე გავიდა,მეორე პლედის მფლობელის ვინაობას ადგენდა,ხოლო მესამე ხავერდის კეპის მყიდველის გზას გაუდგა.პროგრესის შემთხვევაში სამივე ჯგუფის გზა ერთ ადამიანზე გადაიკვეთებოდა და სწორედ ის იქნებოდა დამნაშავე.თუმცა გამოძიება სტატიკურ მდგომარეობაში აღმოჩნდა და დინამიკა ილუზიად დარჩა.
გარდა სამი მიმართულებისა,რობერტსმა სხვა გზებიც დასახა.როგორც ვთქვი,ბავშვის სხეულზე აღმოჩნდა ქირურგიული ჩარევის კვალი და გადაწყდა ფილადელფიის მასშტაბით ყველა ქირურგის დაკითხვამოვლენებს წინ გავასწრებ და ვიტყვი,რომ წელიწადნახევრის მანძილზე პენსილვანიის შტატის ტერიტორიაზე დაიკითხა ოთხი ათასამდე ქირურგი და პედიატრი,მაგრამ უშედეგოდ.სამართალდამცველები გატაცების(კიდნეპინგის) ვერსიასაც არ გამორიცხავდნენ და გამოძიების ფედერალურ ბიუროს(გფბ) დაუკავშირდნენ."ლინდბერგის საქმის" შემდეგ კიდნეპინგი ფედერალურ დანაშაულად აღიარეს და ამის შემდეგ გფბ_მ შექმნა გამტაცებელთა მსხვერპლთა მონაცემთა ბაზა.მონაცემთა ბაზაში მსგვასი გარეგნობის ბავშვი ვერ იპოვეს.რობერტს არ ჰქონდა ილუზია,რომ დანაშაულს კიდნეპინგის სუნი ასდიოდა,სწორედ მან განაცხადა:"გამტაცებლები ფრჩხილებისა და თმების შეკრეჭით არ დაკარგავდნენ დროს." მე კი ვიტყოდი–"რატომაც არა."
ერთი კვირის თავზე სამივე ჯგუფმა რობერტსის სამუშაო მაგიდაზე დადო შედეგები.
12 რეალიზებული საწოლიდან რვის მყიდველი იპოვეს,თუმცა მათ არანაირი კავშირი არ ჰქონდათ ნაპოვნ გვამთან.დანარჩენი ოთხი საწოლის მფლობელის ვინაობა დღემდე უცნობია.პოლიციის წარუმატებლობით იმდენად გულგატეხილი აღმოჩნდა ჯონ პენეა,რომ შეწყიტა საწოლების ნაღდ ფულზე გაყიდვა და რეალიზაციას მხოლოდ ფოსტისა და ჩეკების საშუალებით ახორციელებდა.
დადგინდა პლედის მწარმოებელიც.ეს იყო საკმაოდ მსხვილი კომპანია,რომელსაც ჰქონდა ორი ფაბრიკა კვებეკსა(კანადა) და სვანანაოაში(კაროლინას შტატი).თუმცა მეტის დადგენა ვერ მოხერხდა,რადგან ბოლო ერთი წლის მანძილზე ამ კომპანიამ დაამზადა მილიონამდე იდენტური პლედი.მილიონებში კი იმ ერთის მყიდველის პოვნა წყლის ნაყვა იყო.
პოლიცია დიდ იმედებს ამყარებდა ხავერდის კეპზე და სწორედ ამ მიმართულებიდან ელოდნენ პროგრესს.მესამე ჯგუფის წევრთა მიერ დაიკითხა ლურჯ კომბინიზონში გამოწყობილი ავტოგასამართი სადგურების ათასამდე თანამშრომელი,მაგრამ რობინსის მიერ აღწერილ პიროვნებას ვერ მიაკვლიეს.
გამოძიება ჩიხში შევიდა და საჭირო იყო ჩიხიდან გამომავალი გზის პოვნა.ამისათვის რობერტსი გამოძიებისას გამოკვეთილ რეალობას ჩაუღრმავდა და
გამოიტანა დასკვნები:
- ფრედერიკ ბენონისი ამტკიცებდა,რომ ყურდღელს ფეხდაფეხ მიჰყვა და ხელმოცარულმა იპოვა ყუთში მოთავსებული გვამი.რთული დასაჯერებელია საღ გონებაზე მყოფი 26 წლის მამაკაცი გზაზე გამოჩენილ კურდღელს დაედევნოს.
- ფრედერიკ ბენონისმა 1957 წლის 11 თებერვალს აღმოაჩინა ორი ხაფანგი.თუ ეს რეალობა იყო,მაშინ აუცილებელი იყო ხაფანგთა პატრონის მოძებნა.
- გვამის დათვალიერებისას მარჯვენა ხელის მტევნის კანი დაზიანებული იყო,ხოლო მარცხენა ხელის მტევანი უვნებელი.რა იმალებოდა ამის უკან?
- რა მიზნით შეკრიჭეს ბავშვს თმები? შეჭრილი თმები ბავშვის სხეულზე დარჩა და იქნებ ბავშვს თმები სიკვდილის შემდეგ შეკრიჭეს.
დასკვნების შემდეგ მთავარი ინსპექტორმა ხელქვეითებს ბენონისის შესახებ ინფორმაციის შეგროვება დაავალა.საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა შემთხვევის ადგილის შორიახლოს მდებარე ქალთა ინტერნატის თანამშრომლებმა.ისინი ჰყვებოდნენ ახალგაზრდა მამაკაცის შესახებ,რომელიც ხშირად უთვალთვალებდა ინტერნატში მცხოვრებ გოგონებს.მათ მიერ აღწერილი ახალგაზრდის გარეგნობა ფრედერიკ ბენონისის გარეგნობას ძალიან ჰგავდა.პოლიციამ ასევე დაკითხა სიახლოვეს მცხოვრები ადამიანი,რომელმაც შეამჩნია თუ, როგორ უთვალთვალებდა ფრედერიკი გზის სიახლოვეს მდგარ ავტომობილში სიყვარულით "დაკავებულ" წყვილს.
რობერტსმა ამ რეალობაზე დაყრდნობით მორიგ დაკითხვაზე დაიბარა ბენონისი და დაემუქრა ციხეში გამომწყვდევით,თუ ისევ იცრუებდა.შეშინებული ფრედერიკი გატყდა და მკვეთრად განსხვავებული განცხადება გააკეთა–ის ამბობდა,რომ არ არსებობდა არანაირი კურდღელი,ის მანქანიდან ინტერნატის გოგონების დასაზვერად გადმოვიდა.
ფრედერიკ ბენონისის დაკითხვის შემდეგ,დაიწყო სამუშაოები ხაფანგის პატრონის მოძიებისათვის.ფოქს ჩეიზის სიახლოვეს დასახლებული ადამიანების დაკითხვის შედეგად ხაფანგის პატრონიც იპოვეს,18 წლის პოლონელი ჯონ პოურაზნიკი,რომელიც აშშ_ში 1949 წელს დასახლდა მშობლებთან ერთად.პოურაზნიკმა 1957 წლის თებერვლის დასაწყისში 19 ხაფანგი განათავსა,24 თებერვალს ველოსიპედით შემოიარა ხაფანგთა განლაგების ადგილები და სწორედ ამ დროს აღმოაჩინა ყუთში მოთავსებული გვამი.შეშინებულმა ტერიტორია მაშინვე დატოვა და ამ ფაქტის შესახებ მანამდე კრინტიც არ დაუძრავს.
სამართალდამცველების ყურადღება სწორედ ამ ქცევამ მიიპყრო.პოურაზნიკმა კი ფაქტის გახმაურების სურვილის არქონა 1956 წელს მომხდარი ამბით ახსნა:მისმა უფროსმა ძმამ ტყეში იპოვა გვამი(სიკვდილის მიზეზი თვითმკვლელობა იყო) და მაშინვე პოლიციას დაუკავშირდა,გამოძიების დროს პოლიციამ ის მიიჩნია მკვლელად.რამდენიმე თვიანი კვლევების შემდეგ სამართალდამცველებმა დაადგინეს,რომ უფროსი პოურაზნიკი არაფერ შუაში იყო.სწორედ ისტორიის განმეორების შიშით დაუმალა ჯონმა ეს ფაქტი პოლიციას.
გვამის პოვნიდან ერთი კვირის თავზე სამართალდამცველებმა გადაწყვიტეს დაებეჭდათ პლაკატი,რომელზეც იქნებოდა გამოსახული ბავშვი და მითითებული იქნებოდა პოლიციის ხელთ არსებული დეტალებიც.ეს პლაკატი 1957 წლის მარტის დასაწყისში გამოჩნდა ფილადელფიის ქუჩებში.ასევე დაიბეჭდა დაახლოებით 400 000 ფლაერი,რომელიც მოსახლეობას გაზის ქვითართან ერთად ურიგდებოდა.ყოველივე ეს მასობრივი კამპანიის დაწყებას ნიშნავდა,რომლის მიზანიც გვამის იდენტიფიცირება და დამნაშავის გამოვლენა იყო.
საინფორმაციო კამპანიის დაწყების იდეის ჩამოყალიბებას თან სდევდა დევიდ რობერტსის მიერ გამოთქმული ვარაუდი.რობერტსი ამბობდა,რომ მიუხედავად იმისა,რომ ბავშვის სქესი მამრობითია,მას ისე ზრდიდნენ როგორც გოგოს.ის ატარებდა გრძელ თმებს და გოგონას ტანსაცმელში იყო გამოწყობილი.რობერტსი უფრო შორს წავიდა და განაცხადა,რომ ბავშვს მხოლოდ დედა ზრდიდა,რადგან მამა ასეთი მარაზმის წინააღმდეგი იქნებოდა.თავდაპირველად ეს ვარაუდი არასერიოზულად აღიქვეს,მაგრამ საჭირო იყო გათვალისწინება.გაითვალისწინეს კიდეც და დასაბეჭდად გამზადებულ პლაკატში კორექტივები შეიტანეს–სქესს აღარ დაუთმეს დიდი ყურადღება.
საინფორმაციო კამპანიამ მცირე შედეგი გამოიღო და რამდენიმე ადამიანმა მიმართა პოლიციას სხვადასხვა ყურადსაღები ინფორმაციით.განვიხილოთ რამდენიმე მათგანი.
1.მერილინ დამანის ჩვენება.
1956 წლის 9 ივლისს ნასაუში (ნიუ–ჯერსის შტატი) მცხოვრებმა მერილინ დამანმა პოლიციას შეატყობინა 34 თვის შვილის,სტივენის უგზო–უკვლოდ დაკარგვის შესახებ.ის აცხადებდა,რომ ბავშვი გაიტაცეს კუნძულ ლონგ–აილენდზე მდებარე მაღაზიიდან 1955 წლის ოქტომბერში.მაშინვე დაისვა კითხვა,თუ რატომ არ მიმართა მშობელმა პოლიციას მაშინვე.ძიებამ შედეგი ვერ გამოიღო და მერილინი იმედგაცრუებული დარჩა.
1957 წლის მარტში მერილინი ფილადელფიის პოლიციას დაუკავშირდა და მცირედი შესავლის შემდეგ პლაკატზე გამოსახული ბავშვისა და საკუთარი დაკარგული შვილის მსგავსებაზე დაიწყო საუბარი.მიუხედავად ამ განაცხადისა სტივენისა და ყუთში ნაპოვნი ბავშვის მახასიათებლების შედარებამ მსგავსებები გამორიცხა.
2.უნგრელი იმიგრანტები.
1956 წლის შემოდგომაზე ამერიკისკენ დაიძრა უნგრელი ემიგრანტების არმია(ეს გამოწვეული იყო უნგრეთში ანტისაბჭოთა გამოსვლების სისხლში ჩახშობით,რომელიც საბჭოთა ჯარისკაცების სინდისზეა).იმიგრანტების მიღების პუნქტები გაიხსნა ფილადელფიში,ბოსტონსა და ნიუ იორკში.მათ რამდენიმე პროცედურის გავლა უწევდათ–დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა მარჯვენა ხელის მტევნის დაქტილოსკოპირებას(თითის ანაბეჭდების აღება).ამის შემდეგ მათ დროებით თავშესაფარს აძლევდნენ.
როგორც იცით გვამის დათვალიერებისას მარჯვენა ხელის მტევანის კანი დაზიანებული აღმოჩნდა,ეს დაზიანება იმდენად მძიმე იყო,რომ თითის ანაბეჭდის აღებაც შეუძლებელი იყო.ამიტომაც გაჩნდა ეჭვი,რომ ბავშვი შესაძლოა უნგრეთიდან იმიგრირებული ყოფილიყო და მის დაქტილოსკოპირებასაც მოახდენდნენ.იქნებ, ბავშვი მართლაც უნგრელი იყო და კვალის დაფარვის მიზნით დაუზიანეს მარჯვენა ხელის კანი?
ამ ვერსიაში ლოგიკის მარცვალი ერია,მაგრამ რეალობას მაინც არ ასახავდა.სწორედ ამის შემდეგ ჩაერთო საქმეში ანტროპოლოგი ვილტონ კროგმანი და გვამზე დაკვირების შემდეგ კი ბავშვი ჩრდილოევროპელი ეროვნების ხალხთა ჯგუფს მიაკუთვნა.დაასახელა რამდენიმე ვარიანტი:შოტლანდიელი,ინგლისელი,შვედი,ნორვეგიელი.
კროგმანის დასკვნის საფუძველზე 1957-1958 წლებში შემოწმდა ფილადელფიაში იმიგრირებულ თეთრკანიანთა 736 ოჯახი,თუმცა უშედეგოდ.
3.მაწანწალა და ბავშვი.
1957 წლის მაისში ფილადელფიის პოლიციას დაუკავშირდა ქალაქ კემდენში(ნიუ–ჯერსის შტატი) მცხოვრები ქალბატონი და განაცხადა,რომ პლაკატზე გამოსახული ბავშვი ძალიან ჰგავდა ბავშვს,რომელიც იხილა მაწანწალასთან ერთად 1956 წლის ზამთარში და ორი დღით საკუთარ სახლშიც კი მისცა თავშესაფარი.
პენსილვანიის შტატის პოლიცია მაშინვე დაუკავშირა ნიუ ჯერსის პოლიციას და დახმარება ითხოვა.მალევე ქალაქ კემდენში გამოჩნდნენ სამართალდამცველები და დაიწყო კვლევა ამ მიმართულებით.ქალბატონის მონათხრობი მისმა მეზობლებმაც დაადასტურეს და ხაზი გაუსვეს მსგავსებებს.
ეს ვერსია იმდენად დამაჯერებელი იყო,რომ სამართალდამცველები ჩიხიდან გამოსვლასაც კი "ზეიმობდნენ".მცირედი "ზეიმის" შემდეგ საჭირო იყო მაწანწალას მოძებნა,ამისათვის შეიქმნა მისი ფოტორობოტი და არაერთ გაზეთში გამოჩნდა.მალე გაირკვა მაწანწალას ვინაობა,ის აღმოჩნდა ჩარლი სპისი.1956 წელს სპისს ცოლი გაეყარა,ხოლო მათი 8 წლის ბავშვი მამასთან დარჩა.
ჩარლი სპისი ძებნილად გამოაცხადეს.
ძებნილის შეპყრობამდე პოლიციაში ჩარლი სპისის ცოლი გამოჩნდა და განაცხადა,რომ მისი შვილი ცოცხალი იყო.რამდენიმე დღეში სპისიც ეახლა პოლიციას,თან ახლდა 8 წლის შვილიც...
ნაადრევი "გამარჯვების" მოზეიმე სამართალდამცველები მარცხის "შხაპის ქვეშ" აღმოჩნდნენ...
ამ ხნის მანძილზე გვამი მორგში ინახებოდა და ჯერ კიდევ არსებობდა,რომ გამოუჩნდებოა პატრონი.თუმცა გამოძიება წარუმატებლად მიმდინარეობდა და ხვალინდელი დღის იმედით ყოფნა ილუზია იყო.
1957 წლის 27 ივლისს გვამი დაკრძალეს ფილადელფიის რაიონ ბეიბერიში,ნომრით 191.საფლავზე დადგმულია მცირე მონუმენტი,რომელსაც ამშვენებს ეპიტაფია:"მამაო ჩვენო,დალოცე ეს უცნობი ბავშვი".
უცნობი ბავშვის საფლავთან არაერთი ადამიანი მივიდა ყვავილებით ხელში და ასე გრძელდებოდა რამდენიმე წელიწადს.
გამოძიების ბოლო "გაბრძოლება" დაკავშირებული პენსილვანიის შტატის მასშტაბით მომხდარ ბავშვების მკვლელთა მიერ ჩადენილი დანაშაულის დეტალების შესწავლასთან და უცნობი ბავშვის საქმესთან მსგავსების მონახვასთან,მაგრამ პროგრესი ამ მიმართულებიდანაც არ ჩანდა.ასეთი წარუმატებლობის შემდეგ საქმე თაროზე აღმოჩნდა და თანდათან ობი დაედო.
გვამის აუტოპსიაზე საუბრისას ვახსენენე რემინგტონ ბრისტოუ,რომელიც ამ საქმით შეპყრობილი აღმოჩნდა.მიუხედავად საგამოძიებო პროცედურის კრახისა,ის ფარხმალს არ ყრიდა და დამოუკიდებელი გამოძიებაც კი დაიწყო,რომელსაც მთელი დარჩენილი ცხოვრება დაუთმო.
აუტოფსიის დროს ბრისტოუ სპელმანის ასისტენტი იყო და პროცედურა ფოტოებზეც ასახა,რომელსაც საკუთარ არქივში ინახავდა.60_იან წლებში რემინგტონმა იმდენი მოახერხა,რომ გვამის სიახლოვეს აღმოჩენილი ხავერდის კეპი ჩაიგდო ხელში და ამით დამოუკიდებელი საგამოძიებო პროცესის სასურველი გზით გაძღოლას აპირებდა.
რემინგტონ ბრისტოუს ცდებიც უშედეგო იყო და არაერთგზის იმედგაცრუებული დაუკავშირდა ცნობილ ექსტრასენს ქალბატობონ ფლორენს სტერნფელდს.1960 წლის შემოდგომაზე ბრისტოუ და სტერნფელდი გვამის აღმოჩენის ადგილს ესტუმრნენ.ექსტრასენსმა მცირე სეანსი ჩაატარა,რის შემდეგაც "ცხელ კვალს" დაადგა.რამდენიმე წუთის შემდეგ ორსართულიანი სახლის წინ გაჩერდა.ექსტრასენსი ბრისტოუს მიუთითებდა,რომ სწორედ ეს იყო უცნობი ბავშვის მკვლელობაში გასვრილ ადამიანთა "ბუდე".
როგორც დადგინდა ეს სახლი ეკუთვნოდა ცოლ–ქმარ ფოსტერებს.ფოსტერები ქველმოქმედებას ეწეოდენენ და სახლი უპატრონო ბავშვთ კერძო თავშესაფრად გადაექციათ.ისინი ზრუნავდნენ უპატრონო ბავშვებზე და შემდეგ აშვილებდნენ,რაშიც მცირედ ანაზღაურებასაც იღებდნენ.სახლში მცხოვრებ პატრონო ბავშვთა რაოდენობა მერყეობდა 5–20 ფარგლებში.
რამდენიმე დღის შემდეგ ბრისტოუ და სტერნფელდი ფოსტერებს ესტუმრნენ და მცირედი დაკითხვა მოუწყეს,თუმცა უშედეგოდ.ამ ვიზიტიდან რამდენიმე დღეში ფოსტერების სახლზე გაჩნდა წარწერა იყიდება,ამით ისევ ისარგებლა ბრისტოუმ,საკუთარი მეგობარი პოტენციურ მყიდველად გაასაღა და ფოსტერების სახლში შეუშვა."მყიდველმა" სახლის დათვალიერება ითხოვა,რაზეც ფოსტერებმა თანხმობა განაცხადეს.დათვალიერების დროს სახლის უკანა ეზოში "მყიდველმა" იპოვა პლედის მცირე ნაჭერი,რომელიც გვამთან ნაპოვნი პლედის მსგავსი იყო.ასევე ეზოში აღმოჩნდა ღია საბანაო ავზი.
ამ აღმოჩენებმა ბრისტოუს საშუალება მისცა ფოსტერების "სისუფთავეში" ეჭვი შეეტანა.ბრისტოუ პლედის მცირე ნაჭერს ყუთში ნაპოვნი პლედის ნაწილად თვლიდა,ხოლო ეზოში ავზის არსებობით ხსნიდა გვამის მარჯვენა ხელზე არსებულ დაზიანებებს.
ბრისტოუ ხვდებოდა,რომ მხოლოდ ამ ორი ბუნდოვანი ბრალდებით პოლიციის ყურადღებას ვერ მიიქცევდა,ამიტომაც გააგრძელა შეტევა ფოსტერებზე.ერთ–ერთი "შეტევისას" საინტერესო აღმოჩენა გააკეთა–აღმოჩნდა,რომ 1956 წელს ფოსტერთა შვილს შეეძინა უკანონო ბავშვი,რომლზეც მან უარი თქვა და გასაზრდელად მშობლებს გადასცა.
ამის შემდეგ ბრისტოუს ბრალდება შემდეგნაირად ჩამოყალიბდა–ფოსტერებმა მიიღეს საკუთარი შვილის უკანონო გოგონა.ამ დროს მათთან იყო გონებასუსტი ბავშვიც,რომლის გაშვილება ვერ ხერხდებოდა,ამიტომაც გადაწყვიტეს მისი თავიდან მოშორება.ამ გონებასუსტ ბავშვში იგულისხმება ფოქს ჩეიზში ნაპოვნი უცნობი პატარა...
რემინგტონ ბრისტოუს მიერ ჩამოყალიბებული ვერსია რათქმაუნდა რეალობას ვერ ასახავს,ის ამ საქმით იყო შეპყრობილი და პროგრესის ჟინი რეალური დასკვნების გამოტანაში ხელს უშლიდა.შეპყრობილი ადამიანი კი სუბიექტურობას ავლენს.ამიტომაც არც იყო გასაკვირი,პოლიციიის განცხადება:"შეეშვით ფოსტერებს".
რემინგტონ ბრისტოუ 1993 წელს გარდაიცვალა.სიცოცხლის ბოლომდე ამ საქმით იყო შეპყრობილი,მაგრამ სუბიექტური დასკვნების იქით ვერ წავიდა.
90_ანი წლების ბოლოს ისევ გაიხსენეს უცნობი ბავშვი,გახსნეს მისი საფლავი და გვამს ექსჰუმაცია ჩაუტარეს.ექსჰუმაციის მიზანი იყო გენური მატერიალის ამოღებდა.საქმის გახსნის იოტისოდენა შესაძლებლობის შემთხვევაში დნმ_ს შესაძლოა დიდი როლი ეთამაშა.მიუხედავად საქმის თაროდან ჩამოღებისა,დღეისათვის ეს საქმე ისევ ბურუსით მოცულია და შავი ღრუბლების გაფანტვის შანსი მცირეა ან საერთოდ ნული ტოლი.

1967 წლის თებერვალი.
გამოძიების ბოლო "გაბრძოლება" დაკავშირებული პენსილვანიის შტატის მასშტაბით მომხდარ ბავშვების მკვლელთა მიერ ჩადენილი დანაშაულის დეტალების შესწავლასთან და უცნობი ბავშვის საქმესთან მსგავსების მონახვასთან,მაგრამ პროგრესი ამ მიმართულებიდანაც არ ჩანდა.ასეთი წარუმატებლობის შემდეგ საქმე თაროზე აღმოჩნდა და თანდათან ობი დაედო.
გვამის აუტოპსიაზე საუბრისას ვახსენენე რემინგტონ ბრისტოუ,რომელიც ამ საქმით შეპყრობილი აღმოჩნდა.მიუხედავად საგამოძიებო პროცედურის კრახისა,ის ფარხმალს არ ყრიდა და დამოუკიდებელი გამოძიებაც კი დაიწყო,რომელსაც მთელი დარჩენილი ცხოვრება დაუთმო.
აუტოფსიის დროს ბრისტოუ სპელმანის ასისტენტი იყო და პროცედურა ფოტოებზეც ასახა,რომელსაც საკუთარ არქივში ინახავდა.60_იან წლებში რემინგტონმა იმდენი მოახერხა,რომ გვამის სიახლოვეს აღმოჩენილი ხავერდის კეპი ჩაიგდო ხელში და ამით დამოუკიდებელი საგამოძიებო პროცესის სასურველი გზით გაძღოლას აპირებდა.
რემინგტონ ბრისტოუს ცდებიც უშედეგო იყო და არაერთგზის იმედგაცრუებული დაუკავშირდა ცნობილ ექსტრასენს ქალბატობონ ფლორენს სტერნფელდს.1960 წლის შემოდგომაზე ბრისტოუ და სტერნფელდი გვამის აღმოჩენის ადგილს ესტუმრნენ.ექსტრასენსმა მცირე სეანსი ჩაატარა,რის შემდეგაც "ცხელ კვალს" დაადგა.რამდენიმე წუთის შემდეგ ორსართულიანი სახლის წინ გაჩერდა.ექსტრასენსი ბრისტოუს მიუთითებდა,რომ სწორედ ეს იყო უცნობი ბავშვის მკვლელობაში გასვრილ ადამიანთა "ბუდე".
ფოსტერების სახლი
რამდენიმე დღის შემდეგ ბრისტოუ და სტერნფელდი ფოსტერებს ესტუმრნენ და მცირედი დაკითხვა მოუწყეს,თუმცა უშედეგოდ.ამ ვიზიტიდან რამდენიმე დღეში ფოსტერების სახლზე გაჩნდა წარწერა იყიდება,ამით ისევ ისარგებლა ბრისტოუმ,საკუთარი მეგობარი პოტენციურ მყიდველად გაასაღა და ფოსტერების სახლში შეუშვა."მყიდველმა" სახლის დათვალიერება ითხოვა,რაზეც ფოსტერებმა თანხმობა განაცხადეს.დათვალიერების დროს სახლის უკანა ეზოში "მყიდველმა" იპოვა პლედის მცირე ნაჭერი,რომელიც გვამთან ნაპოვნი პლედის მსგავსი იყო.ასევე ეზოში აღმოჩნდა ღია საბანაო ავზი.
ამ აღმოჩენებმა ბრისტოუს საშუალება მისცა ფოსტერების "სისუფთავეში" ეჭვი შეეტანა.ბრისტოუ პლედის მცირე ნაჭერს ყუთში ნაპოვნი პლედის ნაწილად თვლიდა,ხოლო ეზოში ავზის არსებობით ხსნიდა გვამის მარჯვენა ხელზე არსებულ დაზიანებებს.
ბრისტოუ ხვდებოდა,რომ მხოლოდ ამ ორი ბუნდოვანი ბრალდებით პოლიციის ყურადღებას ვერ მიიქცევდა,ამიტომაც გააგრძელა შეტევა ფოსტერებზე.ერთ–ერთი "შეტევისას" საინტერესო აღმოჩენა გააკეთა–აღმოჩნდა,რომ 1956 წელს ფოსტერთა შვილს შეეძინა უკანონო ბავშვი,რომლზეც მან უარი თქვა და გასაზრდელად მშობლებს გადასცა.
ამის შემდეგ ბრისტოუს ბრალდება შემდეგნაირად ჩამოყალიბდა–ფოსტერებმა მიიღეს საკუთარი შვილის უკანონო გოგონა.ამ დროს მათთან იყო გონებასუსტი ბავშვიც,რომლის გაშვილება ვერ ხერხდებოდა,ამიტომაც გადაწყვიტეს მისი თავიდან მოშორება.ამ გონებასუსტ ბავშვში იგულისხმება ფოქს ჩეიზში ნაპოვნი უცნობი პატარა...
რემინგტონ ბრისტოუს მიერ ჩამოყალიბებული ვერსია რათქმაუნდა რეალობას ვერ ასახავს,ის ამ საქმით იყო შეპყრობილი და პროგრესის ჟინი რეალური დასკვნების გამოტანაში ხელს უშლიდა.შეპყრობილი ადამიანი კი სუბიექტურობას ავლენს.ამიტომაც არც იყო გასაკვირი,პოლიციიის განცხადება:"შეეშვით ფოსტერებს".
რემინგტონ ბრისტოუ 1993 წელს გარდაიცვალა.სიცოცხლის ბოლომდე ამ საქმით იყო შეპყრობილი,მაგრამ სუბიექტური დასკვნების იქით ვერ წავიდა.
90_ანი წლების ბოლოს ისევ გაიხსენეს უცნობი ბავშვი,გახსნეს მისი საფლავი და გვამს ექსჰუმაცია ჩაუტარეს.ექსჰუმაციის მიზანი იყო გენური მატერიალის ამოღებდა.საქმის გახსნის იოტისოდენა შესაძლებლობის შემთხვევაში დნმ_ს შესაძლოა დიდი როლი ეთამაშა.მიუხედავად საქმის თაროდან ჩამოღებისა,დღეისათვის ეს საქმე ისევ ბურუსით მოცულია და შავი ღრუბლების გაფანტვის შანსი მცირეა ან საერთოდ ნული ტოლი.
agata kristi ratom ukvars kvelas?! imito shensavit saintereso istoriebs cerda mara, bolos xsnida dzmao :D:D:D:D:D:D
ОтветитьУдалитьshemdegze iseti dacere ro amasavit magari chaxlartuli ikos mara gaixsnas :D
chemze rom iyos amas ragacas mivakerebdi bolos da gaxsnili iqneboda.:D ))
ОтветитьУдалить