"ხიდომანია"–ახალაშენებული ხიდების რაოდენობა რაც უფრო მეტია,სახელმწიფოს ეკონომიკური პროგრესის ხარისხიც და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობაც უფრო მაღალია... ამ "კონცეფციას" არაერთ ქვეყანაში არაერთი გამხმოვანებელი ჰყავს.გამხმოვანებლები იმას არ ფიქრობენ,რომ ეკონომიკური ზრდისა და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის საზომი ხიდების რაოდენობა არც ყოფილა,არც არის და არც არასდროს იქნება...
მცირედი შესავლის შემდეგ გადავალ მთავარზე და გეტყვით,რომ ეს მცირე სტატია ინფორმაციული ხასიათისაა და მსოფლიოს მასშტაბით 5 ცნობილ ხიდს ეხება(შესაძლოა ზოგიერთს სხვა ხუთეული დაესახელებინა).
1.ოქროს კარიბჭე
დაკიდული ხიდი ოქროს კარიბე მდებარეობს ქალაქ სან–ფრანცისკოში(კალიფორნიის შტატი) სრუტე გოლდენ–გეიტსზე.ხიდი გაიხსნა 1937 წელს და 1964 წლამდე ყველაზე გრძელ დაკიდულ ხიდს წარმოადგენდა.ხიდის საერთო სიგრძეა 1970 მ, საყრდენ კოშკებს შორის მანძილია 1280მ, საყრდენთა სიმაღლე წყლის ზედაპირიდან არის 230 მ, საერთო მასაა 894 500 ტონა,ხიდის შეფერილობა საერთაშორისო ნარინჯისფერი.
ხიდის მშენებლობა 1933 წელს დაიწყო და 4 წლის თავზე საზეიმოდ გაიხსნა.გახსნიდან 12 საათის განმავლობაში ხიდზე მხოლოდ ქვეითადმოსიარულენი მოძრაობდნენ,შემდეგ კი ხიდი ავტომობილბს დაეთმო.ხიდზე არის 6 საავტომობილი ხაზი,რომელზეც დღეში დაახლოებით ასი ათასი ავტომობილი მოძრაობს.2002 წლის 1 სექტემბრიდან ხიდზე გადაადგილების საფასური სამხრეთ მიმართულებით გახდა 5 დოლარი(თავიდან ღირდა 3$),ხოლო ჩრდილოეთით გადაადგილება უფასოა.
მრავალი დადებითი მხარის მიუხედავად ხიდს აქვს ერთი მინუსი,თუმცა ეს მინუსი ხიდის მახასიათებლების გამო არაა გამოწვეული.საქმე იმაშია,რომ ოქროს კარიბჭეზე ხშირია თვითმკვლელობის ფაქტები და მსოფლიოს მასშტაბით თვითმკვლელობის რაოდენობით ლიდერია(1937 წლიდან დღემდე ათასზე მეტი ადამიანი გადმოხტა ხიდიდან და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა).
2.ბრუკლინის ხიდი
ბრუკლინის დაკიდული ხიდი მდებარეობს ნიუ იორკში,კვეთს ისტ–რივერის სრუტეს,ერთმანეთთან აკავშირებს ბრუკლინსა და მანჰეტენს.მშენებლობის დასრულებისას ის ითვლებოდა ყველა დიდ დაკიდულ ხიდად და პირველ მსგავს კონსტრუქციად,რომლის მშენებლობაშიც გამოიყენეს ფოლადის ბაგირები.ხიდის საერთო სიგრძეა 1825 მ,მთავარი ნაწილის სიგრძეა 486 მ.
ხიდის მშენებლობა გადაწყდა მას შემდეგ რაც საჭირო გახდა ნიუ იორკის ორი რაიონის–მანჰეტენისა და ბრუკლინის ერთმანეთთან დაკავშირება.
მშენებლობა დაიწყო 1870 წლის 3 იანვარს და 1883 წლის 24 მაისს დასრულდა.პროექტის ხარჯთაღრიცხვამ შეადგინა 15 მილიონი $.
ხიდის გახსნის ცერემონიას ესწრებოდა აშშ_ს პრეზიდენტი ჩესტერ ართური.
3.თაუერის ხიდი
თაუერის გასახსნელი ხიდი მდებარეობს ლონდონში მდინარე ტემზაზე.მისი საერთო სიგრძეა 244 მ,საყრდენი კოშკურების სიმაღლეა 65 მ,კოშკურებს შორის მანძილი 61 მ.ხიდის სიახლოვეს ხომალდის გამოჩენის დროს ხიდი ერთ წუთში იხსნება,რამდენიმე ტონიანი მასის მქონე ორი ფრთა 83 გრადუსიანი კუთხეს ქმნის.
ხიდის მშენებლობა დაიწყო 1886 წლის 21 ივლისს და დასრულდა 8 წლის შემდეგ.1894 წლის 30 ივნისს ხიდი გახსნა უელსის პრინცმა ედუარდმა და მისმა მეუღლე პრინცესა ალექსანდრამ.
თაუერის ხიდი ნისლიანი ალბიონის დედაქალაქის ერთ–ერთი სიმბოლოა და წარმოუდგენელია ლონდონი მის გარეშე.
4.კარლის ხიდი
ხიდი მდებარეობს პრაღაში(ჩეხეთი) მდინარე ვლვტავაზე,აერთებს ქალაქის ორი რაიონს:მალა სტრანასა და სტარო მესტოს.ხიდის საერთო სიგრძეა 520 მ,სიგანე 9,5 მ.ხიდი შესდგენა 16 თაღისაგან.
ხიდის მშენებლობა დაიწყო 1357 წლის 9 ივლისს 5:31 წუთზე,როცა ჩეხეთის მეფე კარლ პირველმა(იგივე კარლ მეოთხე, რომის საღვთო იმპერიის იმპერატორი) პირველი აგური დადო.თუ დააკვირდებით მშენებლობის დაწყების თარიღს,ის ქმნის პალინდრომს(სიტყვა,ფრაზა,ლექსი ან ციფრები,რომელიც ორივე მხრიდან იდენტურად იკითხება) 1-3-5-7-9-7-5-3-1.გაიხსნა 1380 წელს და თავდაპირველად პრაღის ხიდი ეწოდა,ხოლო 1870 წლიდან კარლის ხიდად მოიხსენიება.
კარლის ხიდი მართლაც უნიკალურია და შუასაუკუნეების ხიბლიც აშკარაა.
5.სარკინიგზო ხიდი ფიორტ–ოფ–ფორტზე
აღნიშნული სარკინიგზო ხიდი მდებარეობს აღმოსავლეთ შოტლანდიაში,ფიორტ–ოფ–ფორტის ყურეში.ხიდი შოტლანდიის დედაქალაქ ედინბურგს უკავშირებს ფაიფის რაიონს.ხიდს გააჩნია სამი საყრდენი,რომელთა სიმაღლეა 100,6 მ,საყრდენებს შორის მანძილია 521 მ,საერთო სიგრძეა 2528,7 მ.
ხიდის მშენებლობა 1882 წლის დეკემბერში და1890 წლის 4 მარტს დასრულდა.მშენებლობა საკმაოდ რთული აღმოჩნდა და 57 ადამიანი იმსხვერპლა.
ხიდზე პირველი მატარებელი 1890 წლის 21 იანვარს გამოჩნდა და მშვიდობიანად გადალახა ხიდი.2000 წლის მონაცემების მიხედვით ხიდი გადაკვეთა 54 ათასმა ადამიანმა,ხოლო საერთო მასამ 10,5 მილიონი ტონა შეადგინა
Комментариев нет:
Отправить комментарий