01.07.2011

"პირველყოფილი" სპეცეფექტები


თქვენს წინაშეა ცნობილი ამერიკელი პროდიუსერი და სპეცეფექტების ავტორი რეი ჰარრიჰაუზენი.რეი 1920 წელს დაიბადა ლოს–ანჯელესში.ის წარმოშობით გერმანელია და მისი თავდაპირველი გვარია ენჰარრიჰაუზენი,მაგრამ შემდეგ გვარი ჰარრიჰაუზენად აქციეს–მისი გამოთქმა ამერიკელებს უფრო უადვილდებოდათ.
რეიმ თავისი ცხოვრების მიმართულება მაშინ აღმოაჩინა,როცა 13 წლის ასაკში ფილმი "კინგ–კონგი" იხილა და მისი თქმით "დინოზავრები შეუყვარდა",ხოლო სპეცეფექტების შემქმნელი უილის ო'ბრაიენი მის კუმირად იქცა.

16 წლის ასაკში რეი თავის პირველ სპეცეფექტებს ქმნის და იღებს 16 წამიან ფილმს "ევოლუცია",სადაც ასახა გადაშენებული ხვლიკები.ამის შემდეგ რეი თავის ნამუშევარს უილის ო'ბრაიენს აჩვენებს.ო'ბრაიენი რეის რამდენიმე რჩევას აძლევს,ხოლო ახალგაზრდა რეჟისორი ჯორჯ პალი რეის "პარამოუნტის" კინოსტუდიაში იწვევს მულტიპლიკაციურ პროექტზე.პროექტის ფარგლებში ჰარრიჰაუზენმა დიდი გამოცდილბა მიიღო და ამის შემდეგ დაიწყო მან ახალი იდეების გენერირება.
1946 წელს რეი ჰარრიჰაუზენს ო'ბრაიენი იწვევს და ორი სპეცეფექტების შემოქმედი ქმნის ნამუშევარს.ანიმაციის 85 % რეიმ შეასრულა.ასე იქცა რეი ჰარრიჰაუზენი უილის ო'ბრაიენის მიღწევების ღირსეული მემკვიდრე.

მის "კალამს" ეკუთვნის 30მდე ფილმის სპეცეფექტი.აქვს მიღებული არაერთი ჯილდო.მისი პირველი ნამუშევარი 1933 წელს შეიქმნა,ხოლო ბოლო 1981 წელს.ის დღესაც ცოცხალია და ახლახანს 91 წელი შეუსრულდა.

ჰარრიჰაუზენის შექმნილი სპეცეფექტები არაერთ ჩვენთაგანს აქვს ნანახი ბავშვობაში,მართალია დღევანდელი გადმოსახედიდან ეს ყველაფერი სასაცილოდ ჩანს,მაგრამ რეალურად ყოველივე ეს იყო ჩანასახი და სწორედ ამ ჩანასახის განხორცებას მოჰყვა სპეცეფექტების შემდგომი რენესანსი.ასევე აღსანიშნავია,რომ რეი ჰარრიჰაუზენი ყველაფერს ხელით ქმნიდა,მას მხოლოდ რამდენიმე კამერა და სხვადასხვა სახის პრიმიტიული(დღევანდელი გადმოსახედიდან) მოწყობილობა "ედგა გვერდით",დღეს კი სპეცეფექტების მიღმა კომპიუტერული ტექნიკა იმალება...

ბევრს აღარ გავაგრძელებ,იხილეთ მის მიერ შექმნილი სპეცეფექტების მცირე ვიდეომიმოხილვა



Комментариев нет:

Отправить комментарий