30.04.2012

აუხდენელი წინასწარმეტყველება

1925 წელს პოპულარ ამერიკულ ჟურნალში "Popular Science" გამოქვეყნდა სტატია,რომელსაც დღეისათვის ფართოდ გავრცელებული ინფოგრაფიკის სახე აქვს.
წინასწარმეტყველების ავტორს მეოცე საუკუნის "წყალგამყოფი" წლის ქალაქი ვერტიკალურ დასახლებად წარმოუდგენია.


გარსი(იმედია დანტე ალიგიერი არ მიწყენს:დ) I – ელექტრო მატარებლები.აქვეა საწყისი სპირალური ელევატორებისა,რომელიც ფეხით მოსიარულეებს გზას უხსნის სხვა შრეებისაკენ.ფეხით მოსიარულეებს ტვირთის გადაზიდვაში დაეხმარება სატვირთო მილები.

გარსი II –გზა სწრაფი მოძრაობისათვის.შრე დახუნძლულია ავტოსადგომებით.

გარსი III – გზა ნელი მოძრაობისათვის.ეს შრე ქვედა შრეს მიწისქვეშა გადასასვლელით უკავშირდება.

გარსი IV - გზა ფეხით მოსიარულეთათვის.

ამის შემდეგ იწყება ცათამბჯენთა რიგები ვერტიკალური ინფრასტრუქტურით.ქვედა სართულები განკუთვნილია რესტორანთათვის და სხვა კვების ობიექტებისათვის.შემდეგ იწყება წყება საოფისე ფართთა,სასწავლებელთა,საცხოვრებელ ბინათა და სათამაშო მოედანთა.ცათამბჯენის პიკზე განთავსებულია დირიჟაბლთა და სხვა საჰაერო სატრანსპორტო საშუალებათა "პარკინგი".

წინასწარმეტყველს კოვზი ნაცარში ჩაუვარდა,თუმცა ისევ აქვს ამ იდეას პოტენციალი და იქნებ ოცდამეერთე საუკუნის 50_იანი წლების ქალაქია ჩვენს წინაშე.ვინ იცის...

Комментариев нет:

Отправить комментарий