20.10.2012

ფოტომონტაჟის წარსული (ნაწილი I)



ფოტომონტაჟის ისტორია საუკუნეზე მეტს ითვლის და მცდარია წარმოდგენა,თითქოს ყველაფრის დასაწყისი ფოტოშოპია(რომელიც 1987 წლიდან იწყებს "სუნთქვას").საწყის ეტაპზე ფოტოებისათვის სასურველი სახის მიცემა ხდებოდა მელნის,სხადასხვა ფერის საღებავების,ფოტოსურათების დაჭრა–დაწებების საშუალებით.ფოტოგრაფიის განვითარების შედეგად საქმეში ჩაერთო აეროგრაფი,რეტუში,ნეგატივები,ბნელი ოთახები და ა.შ.



ჩანასახოვანი ფოტომონტაჟის ხელსაწყოები,მასალა–ნედლეულები

მანიპულირების ერთ–ერთი პირველი მაგალითია მეცხრამეტე საუკუნის სამოციან წლებში  შექმნილი, აშშ_ს პრეზიდენტის აბრაამ ლინკოლნის ფოტოშარჟი,რომლის შედეგადაც ლინკოლნის ტანზე ჯონ კელჰუნის(ამერიკელი პოლიტიკოსი) თავი გაჩნდა.

 

1861-65 წლებში ამერიკაში სამოქალაქო ომი მიმდინარეობს,რომელიც შეერთებული შტატებში შემავალ შტატთა რაოდენობის ზრდით დასრულდა.1865 წელს გადაღებულ იქნა ფოტო,სადაც ცნობილი გენერალი შერმანი(ქვედა რიგში მარცხნიდა მეორე) სამხედროებთან ერთადაა წარმოდგენილი,შემდეგ აღმოჩნდა,რომ სამხედროთა "კოჰორტას" გენერალი ბლერი აკლდა და აი შედეგიც(მარცხნივ)



1917–1921 წლებში 16 წლის ბრიტანელმა მოზარდებმა,ელსი რაითმა და მისმა ბიძაშვილმა ფრენსი გრიფითსმა შექმნეს ხუთი ფოტომონტაჟი,რომელსაც "კოტინგლის ფერიების" სახელით იცნობენ და მალევე მისტიფიკაციად იქცა. ფოტოები ნათელს ჰფენდა არარსებული ფერიების ცივილიზაციის "არსებობას".საწყის პერიოდში ფოტოებმა გაორებული გრძნობები დატოვა–არაერთი ადამიანი ფოტოებს ეჭვის თვალით უყურებდა,ხოლო ნაწილი დარწმუნებული იყო,რომ რეალობასთან ჰქონდათ საქმე.ფოტოებს არაერთი ექსპერტი დააკვირდა და მალევე გაჩნდა დასკვნა "მონტაჟი"... ფოტოებს არტურ კონან დოილიც დააკვირდა და შერლოკ ჰოლმსის ავტორმა ეჭვი არ შეიტანა,მას სიცოცხლის ბოლომდე სჯეროდა "კოტინგლის ფერიების" არსებობისა.











ფოტომონტაჟი საბჭოთა კავშირისათვის არ იყო უცხო ხილი,ლენინისა და სტალინის ხანაში არაერთი ფოტო დამუშავდა და წითელ ბელადებს არაერთი "ხალხის მტერი" ჩამოაშორეს.
აი ზოგიერთი მათგანი:

1920 წელს ლენინი ხვდება მუშათა კლასს,აქციას ასობით ადამიანი ესწრებოდა.გადის რამდენიმე წელი და აქციაზე უკვე ათასობით ადამიანი "აღმოჩნდა".



რეალური ფოტო



მონტაჟი

1937 წელს სტალინი რამდენიმე საბჭოთა მაღალჩინოსანთან ერთად მდინარის პირს მიუყვება.გადის ხანი და შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის(შინსახკომი) ხელმძღვანელი,1937 წლის რეპრესიების ერთ–ერთი ორგანიზატორ–შემსრულებელი ნიკოლაი ეჟოვი დახვრეტილ იქნა,ხოლო ფოტომ ასეთი სახე მიიღო(მარცხნივ)



მსგავს სიტუაციებს ადგილი ჰქონდა მაოიზმის დროს ჩინურ ცისქვეშეთშიც.1936 წელს მაო ძე დუნი(მარჯვნივ) თავს იწონებს რამდენიმე ჩინელ პოლიტიკოსთან ერთად,ხოლო როცა პო კუ შავ სიაში ხვდება ფოტო სულ სხვა სახეს იღებს



რათქმაუნდა ფაშისტური გერმანია თამაშგარეში ვერ აღმოჩნდებოდა(ცნობისთვის,არსებობს მოსაზრება,რომ 3D გამოსახულება სწორედ ფაშისტების შემოქმედებაა) და ისინიც იყენებდნენ მოცემულ ტექნიკას.



აქ ხედავთ,თუ როგორ ქრება იოზეფ გებელსის გამოსახულება ადოლფ ჰიტლერის გვერდით.ფაქტია პროპაგანდის მინისტრი ჰიტლერის შავ სიაში არ იყო,თუმცა მოცემულ ფოტოში ის მაინც ამოშლილ იქნა.

1939 წელს დედოფალი ელისაბედ ბოუზ–ლაიონი(ელისაბედ II_ს დედა) და მეფე გეორგ მეექვსე კანადის პრემიერ მინისტრ უილიამ მაკენზი ქინგს უმშვენებენ გვერდს,თუმცა მეფე მალე მონტაჟის "მსხვერპლი" ხდება,ხოლო მიღებული "შედევრი" კანადის პრემიერმა საარჩევნო კომპანიაში გამოიყენა(დედოფლის გვერდით ეულად მდგარი უილიამი უფრო აღმატებულად გამოჩნდა,რადგან მეფის "სხივი" მის აღმატებას "საფრთხეს" შეუქმნიდა)



1942 წელს იტალიელი ფაშისტი დუჩე(ბენიტო მუსოლინი) სატევარაღმართული მხედართმთავრის როლში გვევლინება,თუმცა ფოტო მცირედ ცვლილებას განიცდის და ეს ცვლილება დუჩეს "დიად" სახეს აძლევს.


გაგრძელება იქნება...


Комментариев нет:

Отправить комментарий