27.12.2013

კირკ დუგლასის სადღეობო სურვილები


9 დეკემბერს ლეგენდარულ მსახიობ კირკ დუგლასს 97 წელი შეუსრულდა.მისი სამსახიობო კარიერა არაერთ ათეულ წელს ითვლის და მის მიერ გაცოცხლებული როლები კლასიკადაა აღიარებული.მხოლოდ კუბრიკის აჯანყებული სპარტაკისა და ანტიმილიტარისტული "დიდების ბილიკების" ხილვა საკმარისია იმის გასაგებად,თუ რა დონის მსახიობიცაა კირკი.
თუმცა ეს პოსტი კირკ დუგლასის ცხოვრების/კარიერის მიმოხილვა არაა,აქ მხოლოდ მის მიერ 97_ე დღეობაზე დაწერილ წერილს იხილავთ,სადაც რამდენიმე პუნქტად ჩამოთვლილია  სურვილები,სურვილები იდეალურ სამყაროზე...

"დღეს ჩემი 97_ე დაბადების დღეა,მე ბედნიერი ვარ.მე მყავს მეუღლე ანა,ჩვენი ოჯახი ექვს ათეულ წელს ითვლის და ის დღესაც კი აღმაფრთოვანებს.
97 წლის ვარ,უკვე შეიძლება გავაანალიზო ის გაკვეთილები,რაც ცხოვრებამ ჩემი საუკუნის მანძილზე შემომთავაზა.მარკ ტვენმა თქვა:"ასაკი–ეს ისაა რაც თქვენს გონებაში არსებობს.თუ მასზე არ ფიქრობთ,მაშინ ის არ არსებობს".
მე თავს არ მოვიტყუებ და არ ვიტყვი,თითქოს სიბერე იოლია.თუმცა მე აღმოვაჩინე,რომ ეს მისახავს იმ პერსპექტივებს,რასაც ახალგაზრდობაში ხელიდან ვუშვებდი.ყოველთვის სადღაც მეჩქარებოდა–შეხვედრებიდან გადაღებებზე,რომელიც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მიმდინარეობდა.გაჩერება არის ის,რაც ყოველთვის მიჭირდა.ახლა ვაფასებ სიმშვიდეს: ვკითხულობ წიგნებს,რომელიც სიახლისაკენ მიბიძგებს;ვაკვირდები როგორ ყვავიან ჩემს მიერ დარგული ვარდები;ვუყურებ დაისის ფონზე პალმების სილუეტებს, ღრუბელთა მოძრაობას ცის კაბადონზე;და რათქმაუნდა–ანასთან ერთად ვუმზერ ალისფერ დაისს.
ვეკითხებოდი საკუთარ თავს–რას ვისურვებდი დაბადების დღეზე საჩუქრად?  არაფერს, გარდა ჩემი ცოლისა და ოჯახის ჯანმრთელობისა. და უცებ გონებაში მომივიდა აზრი,დაახლოებით ვიცი რაც მინდა–უკეთესი სამყარო შვილიშვილებისათვის.
ოდესმე გიცდიათ ტორტში 97 სანთლის ჩარჭობა? ცდა წარუმატებელი აღმოჩდება.ამიტომ მე მხოლოდ ათი სანთლით შემოვიფარგლე–თითო სანთელი ცხოვერების ათწლედს.და აი ჩემი სურვილები:
  • სამყარო,სადაც იარაღი სისუსტის ნიშანია და არა სიძლიერის;
  • სამყარო,სადაც რელიგია ღირებულია და არ წარმოადგენს მანიპულირების საშუალებას;
  • სამყარო,სადაც ჰაერი სუფთაა,წყლის დალევა შეიძლება,ხოლო საკვები ეკოლოგიურად სუფთა და უხვია;
  • სამყარო,სადაც ღარიბები მოსახლეობის უმცირესი ნაწილია;
  • სამყარო,სადაც განათლება და ჯანდაცვა ყველასთვის ხელმისაწვდომია;
  • სამყარო,სადაც არ არსებობს რასობრივი,რელიგიური და ეთნიკური ცრურწმენები და სტერეოტიპები;
  • სამყარო,სადაც თამბაქოს მოწევა არ ითვლება წარსულის სასაცილო გადმონაშთად;
  • სამყარო,სადაც ყველა დაავადება განკურნებადია,ხოლო ფიზიკური ტკივილი აღარ არის ცხოვრების ნაწილი;
  • სამყარო,სადაც ვაკონტროლებთ ტექნოლოგიებს და არა პირიქით;
  • სამყარო,სადაც სიძუნწე არ წარმოადგენს სიკეთეს.
ახლა კი მაპატიეთ,ბევრი სანთელი მაქვს ჩასაქრობი.

Комментариев нет:

Отправить комментарий