05.03.2014

"Go Selfie Yourself!"


2013 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტის ინგლისური ენის ლექსიკონში Selfie_ს(ფოტო"ხელოვნება",როცა ფოტოგრაფისა და პორტრეტზე გამოსახულის როლს ეღტი ადამიანი ასრულებს) მიენიჭა წლის სიტყვის წოდება.ეს სიტყვა პირველად 2002 წელს ერთ–ერთ ავსტრალიურ ფორუმზე გამოჩნდა,ხოლო სოციალურ ქსელებისა და სმარტფონების ეპოქაში მისი პოპულარობა პიკს აღწევს,რომელიც უკვე სრულ მარაზმს დაემსგავსა,ჩაითრია რა მთელი კაცობრიობა.ამ წუთას,ათასობით ადამიანი მზერას სტყორცნის ფოტოობიექტივს და შედეგს მომენტალურად აზიარებს სოციალურ ქსელებში....

ახლა კი წარსულს გადავხედოთ და დავრწმუნდებით,რომ "სელფი" წინა საუკუნეშიც გვხვდებოდა.

რობერტ კორნელიუსის მიერ 1839 წელს გადაღებული ფოტო,რომელიც აღიარებულია პირველ ფოტოდ,რომელზეც გამოსახულია ადამიანი და პირველ ავტოპორტრეტად(სწორედ აქ იკვეთება,ფოტოს "სელფური" სულისკვეთება).

ავტოპორტრეტი სარკეში,მეოცე საუკუნის დასაწყისი.


რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ მეორეს ქალიშვილი ანასტასია რომანოვა.გადაღებულია 1914 წელს.


ეს ფოტო 1920 წლით თარიღდება(გადაღებულია ნიუ იორკში) და ძალიან ჰგავს ბოლო პერიოდის "სელფმანიის შედევრებს".


გადაღების პროცესი.


"ფოტობომბის" ეფექტით.1947 წელი.
IMAGE: EXPRESS/EXPRESS/GETTY IMAGES


პარატუშისტი "სელფი".1966 წელი.
IMAGE: TERRY FINCHER/EXPRESS/HULTON ARCHIVE/GETTY IMAGES


Комментариев нет:

Отправить комментарий