28.03.2015

შავ–თეთრი "უცნაურობანი"


ადამიანი უხსოვარი დროიდან უცნაურობებისკენ იყო მიდრეკილი და სწორედ ამიტომაც არაერთი არაორდინალური იდეა–გამოგონება ჰპოვებდა გახმოვანება–დანერგვას,რომელთა უდიდესი ნაწილი მალევე გამოუსადეგად ირაცხებოდა და ისტორიის "სანაგვეში" ჰქოვებდა განსასვენებელს.მიუხედავად უცნაურობის ამ მძიმე ხვედრისა,ყოველივეს ერთ ქვაბში ვერ მოვაქცევთ და ამ "ხვედრის" მიღმა არაერთი სასარგებლო რამ შიძლება მოვიპოვთ,ამისათვის კი კარგი "არქეოლოგია" საჭირო,რათა ამ ნამარხში სასარგებლო "წიაღისეული" შეარჩიოს.
ქვემოთ მოცემულია რამდენიმე რეტრო ფოტოსურათი,რომლებიც ამ უცნაურობათა ანაბეჭდია.ვერ ვიტყვი,რომ აქ სასარგებლო "წიაღისეულის" შერჩევაა შესაძლებელი,თუმცა ზემოთ ნათქვამის პირველი ნაწილის ასახსნელად მშვენიერი მაგალითია.




ცურვის გაკვეთილები სკოლის მოასფალტებულ ეზოში.მეოცე საუკუნის ოციანი წლები.


ამერიკული ფეხბურთის "თავსაბურავის" ტესტირება. 1912 წელი.


"იხვოთერაპია". 1956 წელი.

სილამაზის კონკურსის ჟიურის წევრი პოლიციელი აფასებს მანდილოსანთა კოჭ–ტერფს. ლონდონი,1930 წელი.


კუკ–კლუქს–კლანის წევრები ეშმაკის ბორბალზე. აშშ, კენონ–სითი,1925 წელი.


კონკურს "მის იდეალური პოზა" გამარჯვებულები.კონკურსის მონაწილეების რენტგენის სხივებით გაშუქება აღიშნული კონკურსის განუყოფელი ნაწილი იყო,სწორედ მისი საშუალებით ხდებოდა გამარჯვებულის გამოვლენა.1956 წელი


მტვირთავი სპილო. 1945 წელი.


ხახვის გაფცქვნის რევოლუციური გზა. 1954 წელი


მდინარის კალაპოტის გამაგრება მსხვერპლს მოითხოვს ანუ ნიაგარის შეწყვეტილი "სიმღერა". 1969 წელი.



1937 წელს გამოიგონეს ბავშვთა "გალიები",რომელთა მიზანიც იყო მაღალსართულიან ბინებში მცხოვრებ ბავშვთათვის მზის სხივებისა და სუფთა ჰაერის მიწოდება. მიუხედავად მშვენიერი მიზნისა,გამოგონება მკვეთრად არაჰუმანურია.


1961 წელს ფილმისათვის "კატის მოჩვენება" ეძებდნენ შავი ფერის კატას,ამას კი აი რა მოჰყვა–რიგები "ქასთინგზე".


იურული პერიოდის გაელვება. დინოზავრის ფიგურა ბოსტონის სამეციერო მუზეუმის საჰაერო გზას დაადგა. 1984 წელი.


 გოგონები,რომელთაც ყელიანი წინდა აუხდენელ სურვილად ექცათ,იოლი გამოსავალი იპოვეს. 1942 წელი.


მეცხრამეტე საუკუნის "გიგანტური ლულა",რომლის დანიშნულებაც იხვებზე ნადირობა იყო. იოლი მისახვედრია,რომ იხვებისგან მხოლოდ ბუმბულიღა დარჩებოდა.


ნიუ იორკის საზოგადოება შლაპებში. 1939 წელი.


ხის საცურაო კოსტუმები,რომელთა მიზანიც იყო მომხმარებლის შემოსვა და წყლის ზედაპირზე ტივტივი. 1929 წელი.


უღელში შებმული ძაღლი და ხუჭუჭა მეეტლე. მეოცე საუკუნის ოციანი წლები.


მეოცე საუკუნის 40–50 იანები ატომური ციებ–ცხელების ხანა იყო,ამიტომაც არაა გასაკვირი სილამაზის კონკურსი "მის ატომური ბომბა",რომელიც ნევადის შტატში გაიმართა 1955 წელს. p.s. მილიტარისტთა გამოხრულ ტვინებში ასეთი იდეები მრავლად იბადებოდა.


მოტოციხე "ჰარლი". 1921 წელი.


გინდა ქვედა კიდურთა გარშემოწერილობის შემცირება? შეიძინე ზამბარებით აღჭურვილი ტრენაჟორი(რომელიც საშინელებათა ფილმის დეკორაციის ნაწილადაც გამოდგება) და მიიღე იდეალური ფეხები. 1936 წელი.


მუნდშტუკი–ქოლგით.


სიგარეტით გაუმაძღართა მუნდშტუკი.


პორტატული "კატა" - თაგვის დატერორების ახალი გზა.


რადიოქუდი.


მეოცე საუკუნის 30_იან წლებში ფლორიდის შტატში იმართებოდა სილამაზის კონკურსი "მის ლამაზი თვალები",რომელთა მონაწილეებს იდენტურ პირობებში აყენებდნენ,რათა ჟიურის წევრებს მათი სახის ნაკვთების უპირატესობის გამო სუბიექტური გადაწვეტილება არ მიეღოთ.



Комментариев нет:

Отправить комментарий