31.03.2011

შიგაწვის ძრავა Otto & Langen (1867 წელი)



მოცემულ ვიდეოში, თქვენ შეგიძლიათ იხილოთ მსოფლიოში ერთ–ერთი პირველი შიგაწვის ძრავა.ძრავა შეიქმნა კომპანია Otto & Langen_ის მიერ მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში და საზოგადოებამ პირველად იხილა 1867 წელს,პარიზის მსოფლიო გამოფენაზე.აღნიშნულმა საგამოფენო ქსპონატმა იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა,რომ გამოფენაზე პირველი ადგილიც კი დაიკავა და გზა გაუკაფა შიგაწვის ძრავების შემდგომ განვითარებას.
Otto & Langen_ის შიგაწვის ძრავაში საწვავის სახით გამოიყენებოდა ე.წ ნახშირის გაზის(მიიღება ჰაერის მიწოდების გარეშე, ნახშირის 900-1100 გრადუს ტემპერატურაზე გაცხელებით),მეთანის,H2_სა და CO_ს ნარევი.
როგორც ხედავთ ძრავა დღესაც მუშა მდგომარეობაშია,მაგრამ მაინც სამუზეუმო ექსპონატის როლშია.

Комментариев нет:

Отправить комментарий