25.06.2011

ქაოტური და შინაარსიანი "დრო"



მეთვრამეტე საუკუნე ინგლისში პოლიტიკური კარიკატურების აღმავლობის ხანად უნდა ჩაითვალოს.სწორედ ამ დროს მოღვაწეობდა ცნობილი ინგლისელი ფერმწერი,ილუსტრატორი და გრავიორი უილიამ ჰოგარტი (1697-1764),რომელიც კარიკატურების და სატირების უბადლო შემსრულებლად მიიჩნევა.მისი შემოქმედება იმდენად საინტერესოა,რომ არაერთი თაობის ფერმწერმა განიცადა მისი გავლენა.დღეისათვის თქვენს ყურადღებას გავამახვილებ ჰოგარტის ერთ სატირულ გრავიურაზე "დრო",რომელიც ერთი შეხედვით საკმაოდ ქაოტურად გამოიყურება,მაგრამ შინაარსიანია,ეს შინაარსი კი მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში მიმდინარე შვიდწლიან ომის ინგლისურ პერიპეტიებს წარმოაჩენს.


სანამ უშუალოდ გრავიურის დეტალების განხილვაზე გადავალ,მცირე ექსკურსი გვჭირდება,რატა მცირე წარმოდგენა გვქონდეს შვიდწლიან ომზე.ამ ომს უინსტონ ჩერჩილმა "პირველი მსოფლიო ომი" უწოდა.
შვიდწლიანი ომი მიმდინარეობდა 1757-1763 წლებში.ერთანეთს უპირისპირდებოდა სახელმწიფოთა ორი ჯგუფი,ერთ მახრეს აღმოჩნდა ინგლისი,პრუსია და პორტუგალია,მეორე მხარეს კი საფრანგეთი,ესპანეთი,ავსტრია,რუსეთი,შვედეთი და საქსონია.საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა როგორც ევროპის კონტინენტზე,ასევევ ჩრდილოეთ ამერიკაში,კარიბის ზღვის ქვეყნებში,ინდოეთსა და ფილიპინებში.
ამ ომში ერთმანეთს შეეჯახა ინგლისის,საფრანგეთისა და ესპანეთის კოლონიალური მისწრაფებები.
შვიდწლიანი ომი დასრულდა 1763 წლის 10 თებერვალს,როცა ინგლისისა და საფრანგეთის მიერ ხელმოწერილ იქნა პარიზის სამშვიდობო შეთანხმება.შეთანხმების ძალით ინგლისს გადაეცა კანადა,აღმოსავლეთ ლუიზიანა,ფლორიდა,კარიბის ავზის ზოგიერთი ქვეყანა და ასევევ ინდოეთი.ამ ომმა საბოლოოდ შეასუსტა ფრანგული გავლენა ჩრდილოეთ ამერიკაში.
ომი შვიდი წლის მანძილზე გრძელდებოდა და დაიღუპა 1.5 მლნ (სხვა მონაცემებით 2 მლნ) ადამიანი.

"დრო" შექმნის დროს შვიდწლიანი ომი ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული.1760 წელს ინგლისის ტახტზე ავიდა ჯორჯ მესამე,რომელიც ომის ზავით დასრულების მომხრე იყო.ამის გამო მეფეს რამდენიმე მაღალჩინოსანი აუმხედრდა და მონარქის წინააღმდეგ პირიც შეკრეს.განსაკუთრებით აქტიურობდა სამხერდო მინისტრი უილიამ პიტ უფროსი,რომელიც ომის გაგრძელების მომხრე იყო.
სწორედ ამ დაპირისპირებას ეძღვნება ჰოგარტის "დრო",რომელიც 1762 წელს შეიქმნა.გრავიურის ყველა დეტალის მიღმა აზრი იმალება,რომლის ამოხსნაც ერთი შეხედვით საკმაოდ რთულია.

სატირული გრავიურა "დრო"  დეტალებში

ოჩოფეხა – განდიდების მანიის სიმბოლო.სწორედ ოჩოფეხაზე დგას უილიამ პიტ უფროსი,რომელიც ცეცხლის უფრო მეტად გაღვივებას ცდილობს.პიტის გარშემო ვაჭრები არიან შეკრებილნი,რომელიც ფეხქვეშ ეგებიან მეფის მოწინააღმდეგეს და ახალი ბაზრების ათვისების იმედით ცოცხლობენ.

ყველის რგოლს,რომელიც პიტს კისერზე აქვს დაკიდული,ამშვენებს წარწერა "3000 ფუნტი წელიწადში".წარწერაში იგულისხმება პენსია,რომელსაც გადადგომის შემთხვევაში მიიღებდა პიტი,მაგრამ მან ეს იუარა და პარლამენტში განაცხადა "მე მირჩევნია მივირთვა მხოლოდ ყველი,ვიდრე ინგლისის მტრებთან მოლაპარაკება ვაწარმოო".

მეხანძრე – ჯორჯ მესამეა,რაზეც მიუთიტებს მკლავზე გამოსახული წარწერა GR.









წარწერა კვარცხლბეკზე,რომელზეც მეფე დგას – ხაზს უსმევს ბრიტანული ხალხის ერთიანობას,განმტკიცებულს ინგლისის მონარქის ძალაუფლებით.მარჯვენა მხარეს ჩანს ბრიტანული გერბი.







წყლის სვეტები,რომელბიც ჯორჯ მესამის ზურგზე ეცემიან – ეს სვეტები სათავეს იღებენ მეფის ზუგს უკან მოქმედი ადამიანებისგან,რომლებიც პიტის "წისქვილზე" ასხამენ წყალს.გრავიურაზე გამოსახულია სამი სვეტი,რომლის უკანაც დგანან პუბლიცისტი ჩარლზ ჩერჩილი,პოლიტიკოსი ჯონ უილქსი და პიტის ნათესავი გრაფი ტემპლი.




ურიკაში მოთავსებულია გაზეთები "ჩრდილო ბრიტანელი"(რომელსაც უშვებდნენ ჩარლზ ჩერჩილი და ჯონ უილქსი)  და "მონიტორი",რომელიც ინგლისის მონარქთა კრიტიკოსთა  ჯგუფში იყო.გრავიურის შექმნის შემდეგ "ჩრდილო ბრიტანელი" საჯაროდ დაწვეს და "სიცრუის ბუდე" უწოდეს.





სახლი შროშანით – იგულისხმება საფრანგეთი.იქვეა სახლი ორთავიანი არწივით,რომელშიც იგულისხმება პრუსია.








კილტში გამოწყობილი ჯენტლმენი,რომელსაც ხელში წყლის სავსე ვედრო უჭირავს – ჰოგარტი ამ ჯენტლმენში გულისხმობს მეფის ფავორიტს,შოტლანდიელ ლორდ ბიიუტს.







ოთხი მუშტის გამოსახულება,წარწერით "1762" – იგულისხმება პიტის დაჯგუფება "პატრიოტები"",იქვეა კიბე,რომლის მიღმაც ჰოგარტი პიტის კარიერული ზრდისკენ მისწრაფების ნიშნებს(პიტი პრემიერ მინისტრის სავარძელს უმიზნებდა) ატევს.






ადამიანი საყვირით – ლონდონის ლორდ–მერი უილიამ ბეკფორდი,პიტის მომხრე.საყვირი გულისხმობს საქციელს,რომელიც ბეკფორდმა ჩაიდინა,როცა მეფის თვალწინ კომპლიმენტებით შეამკო პიტი.







ინდიელი,სავსე ქისებით,რომლის ქვევით ჩანს წარწერა "ამერიკიდან სავსე ჯიბეებით".აქ იგულისხმება ბეკფორდის გაუმაძღრობა,რომელიც იამაიკაზე პლანტაციებს ფლობდა.














ფურგონი წარწერით "ჰერმიონი" – ჰოგარტი აქ აცოცხლებს 1762 წელს ინგლისლთა მიერ ესპანური ფრეგატა "ჰერმოინის" ხელში ჩაგდების ფაქტს,სადაც ნახევარი მილიონი ფუნტ სტერლინგის ნომინალის ოქროს მონეტა აღმოჩნდა.






მტრედი ზეთისხილის ტოტით – მშვიდობის სიმბოლო.











Комментариев нет:

Отправить комментарий