„ჩვენ ვიღებთ 150 ფუნტ ადგილობრივ მარწვს და წნეხის საშუალებით ვახდენთ მის დაწურვას.ამის შემდეგ მიღებული მასა გადის სხვადასხვა პროცედურებს და შედეგად ვიღებთ დაახლოებით 150 გალონ ლუდს.ეს ჩვეულებრივი ლუდი არ გეგონოთ,საქმე მარწვის ლუდთან გვაქვს". ამ ექსპერიმენტის მიღმა კი ცნობილი ლუდსახარში Dogfish Head Brewery(ლუდსახარში სათაო ოფისი მდებარეობს აშშ_ში,ქალაქ მილტონში) იმალება.
ამ ლუდის დასამზადებლად არ იქნა გამოყენებული სვია,სითხე დამზადდა აფრიკაში გავრცელებული რეცეპტით.ლუდის დასამზადებლად გამოიყენეს სორგოს სიროფი,რომელიც ჩაასხეს გაფილტრული წყლით სავსე კონტეინერში,სადაც ხდება წყლისა და სიროფის შერევა,მიღებულ მასას დაუმატეს მცირე რაოდენობის წიწიბურას თაფლი.
მცირე ხნის შემდეგ მიღებულ მასას შეურიეს მარწყვის სითხე და ჩაირთო წამზომი ხანგძლივი დუღილის პროცედურისა.
დუღილის დროს გარშემო ისეთი სურნელი იდგა,რომ დამზადების პროცედურაში მონაწილენი ემოციებს ვერ მალავდნენ და უფრო მეტად იზრდებოდა მოლოდინი.
წამზომმა ნულები გამოჩნდა და ბოთლებში ჩამოისხა ლუდი,რომელსაც „Tweason’ale” უწოდეს.
პროცედურების აღქმაში დაგეხმარებათ ჯეიმი ბეკის და კევინ ბურგის უმშვენიერესი GIF ფორმატის ფოტოები,სადაც ნათლად ჩანს პროცესის ყველა დეტალი.
Комментариев нет:
Отправить комментарий