მეთექვსმეტე საუკუნის ევროპაში შავკანიანი თუ წითელკანიანი ადამიანები ეგზოტიკასთან ასოცირდებოდა და ევროპელები ისეთივე ინტერესით ათვალიერებდნენ,როგორც მათთვის აქამდე უცნობ ეგზოტიკურ ცხოველებს შიმპანზეს,გორილას,ლამას,კენგურუს,ფარშევანგსა თუ თუთიყუშს.სწორედ შორეულ შუასაუკუნეებში მოგზაურობათა და ახალ მიწათა აღმოჩენა–შესწავლის ტალღამ გადაუარა „ბებერ კონტინენტს“ და დაიძრნენ იალქნიან ხომალდთა შენაერთები(თავიანთი მაგელანებითა და ვასკო და გამებით,კოლუმბებითა თუ ამერიგო ვესპუჩებით) ახალი მიწებისაკენ.სწორედ ახალ მიწათა აღმოჩენამ ევროპელების თვალთახედვის არე გაზარდა და აქამდე უცნობ რეალობის წინაშე დააყენა–მათ იხილეს ანატომიურად იდენტური ცოცხალი არსებები,მაგრამ კანის ფერის და განსხვავებული ქცევების გამო აითვალწუნეს და მაშინვე ცხოველებად მონათლეს.აი,რასიზმის კლასიკური გამოვლენაც სახეზეა... თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია და სწორედ ამ პერიოდიდან იწყება რასიზმის ახალი სიმაღლეებისკენ მისწრაფება.
მეცხრამეტე საუკუნის 70_იან წლებში „ბებრ კონტინენტზე“ იხსნება ზოოპარკები(ეს ჩვეულებრივი ზოოპარკი არ გეგონოთ),სადაც ფაუნის მრავალი ეგზოტიკური წარმომადგენელი დააბინავეს.ეს სრულიად ახალი გასართობი იყო და ნებისმიერ ადამიანს შეეძლო მისი დათვალიერება,გარკვეული საფასურის გადახდის შემდეგ.ზოოპარკის ოთხფეხა თუ ორფრთიან წარმომადგენელთა გვერდით ვოლიერებში აღმოაჩენდით აფრიკის,სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის,ავსტრალია–ოკეანეთის აბორიგენ მოსახლეებსაც...
დღეს ამ ფაქტს შესაძლოა ევროპელი(თუ ამერიკელი) ლიბერალები და ტოლერანტები გაექცნენ ან ენის ბორძიკით დაიწყონ წინაპართა მართლება;მიაქცევენ ყურადღებას იმ ფაქტს,რომ მეოცე საუკუნეშიც კი მრავალი ევროპელი შავკანიანს ადამიანად არ თვლიდა.შესაძლოა დაეყრდნონ მსგავს ფაქტებს–მეცხრამატე საუკუნის ბოლოს ბერლინის ზოოპარკს ეწვია გერმანიის იმპერიის პირველი რაიხსკანცლერი ოტო ფონ ბისმარკი,რომელიც მიიყვანეს მაიმუნების ვოლიერთან,რომელშიც რამდენიმე შავკანიანი იყო მოთავსებული.ბისმარკმა ვოლიერში მოთავსებული ყველა არსება მაიმუნად მიიჩნია და თანმხლებ პირებს მოსთხოვა,ეჩვენებინათ თუ სად იყო შავკანიანი ადამიანები.
ასეთი ფაქტების მიხედავად,ისტორიის რასისტულ ფურცლებს ფსევდოლიბერალები თუ კვაზიტოლერანტები ვერსად გაექცევიან.
გერმანიის იმპერატორი ვილჰელმ მეორე ჰამბურგის ზოოპარკში ათვალიერებს შავკანიანებს.1909 წელი.
შავკანიანი(და არა მარტო) ადამიანები ევროპის ზოოპარკებში შეგხვდებოდათ მეოცე საუკუნის შუა წლებამდეც.ასე მაგალითად,ბაზელის(შვეიცარია) ზოოპარკში მათი ნახვა შეიძლებოდა 1935 წლამდე,ხოლო ტურინის(იტალია) ზოოპარკში 1936 წლამდე.ბოლო „გამოფენა“ მოეწყო ბრიუსელში(ბელგია) 1958 წელს,როცა ბელგიელმა კოლონიზატორებმა კონგოდან ჩამოიყვანეს რამდენიმე აბორიგენი და ზოოპარკის ტერიტორიაზე მაოწყვეს ეთნოგრაფიული ექსპოზიცია.
სომალელი აბორიგენები ბაზელის ზოოპარკში.1930 წელი
მეოცე საუკუნის დასაწყისში შაკანიანები რამდენიმე ზოოპარკში ჰყავდათ,მათ შორის აღსანიშნავია ვარშავის,ბაზელის,ბერლინის,ანტვერპნისა და ლონდონის ზოოპარკები.1902 წელს მხოლოდ ლონდონის ზოოპარკს 800 ათასამდე ადამიანი ესტუმრა სწორედ „ეგზოტიკური“ ექსპოზიციების გამო.
ამაზრზენია ამ ადამიანთა საქციელი–ცილინდრიანი ევროპელი დიდგვაროვანი თუ მეცნიერი,სწავლული თუ გაუნთლებელი ადამიანები აწყდებოდნენ ვოლიერებს და აკვირდებოდნენ მათ იდენტური არსებებს და მხოლოდ კანის გამო მათ ცხოველებად მოიხსენიებდნენ,ერთობოდნენ ვოლიერებში გამომწყვდეული ადამიანების უბედურებით...
ზოოპარკებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა ე.წ. „ეთნოგრაფიული სოფლები“–ვოლიერებში ათავსებდნენ აბორიგენთა ოჯახებს,რომლებიც გამოწყობილნი იყვნენ ეროვნულ სამოსში და ჩვეულებრივად ცხოვრობდნენ.
ზოოპარკებში მაღალი იყო აბორიგენთა სიკვდილიანობა,მათთვის რთული იყო ევროპული ზამთრის გადატანა.1908–192 წლებში ჰამბურგის(გერმანია) ზოოპარკში 27 აბორიგენი გარდაიცვალა.
პარიზის ზოოპარკში
ჰამბურგის ზოოპარკში
შავკანიენებს შეხვდებოდით შეერთებული შტატების ზოოპარკებშიც,თუმცა ვოლიერებში გამომწყვდევა მხოლოდ პიგმეებს(„მუშტისოდენა ადამიანები“,დაბალიტანის შავკანიანები,რომლებიც აფრიკის ეკვატორულ ტყეებში ცხოვრობენ) ელოდათ,რომლებსაც ამერიკელი მეცნიერები ნახევრადმაიმუნებს უწოდებდნენ.ეს მოსაზრებები დაფუძვნებული იყო დარვინიზმზე.აი რას წერდნენ ამერიკელი მეცნიერები ბრენდფორდი და ბლიუმი: „ბუნებრივი გადარჩევის პროცედურას,რომ არ შეხვედროდა წინააღმდეგობა კვდომის პროცესი დასრულებული იქნებოდა.რომ არა შავკანიანთა დამცავი და მომხრე მონობის ინსტიტუტი,ისინი აღმოჩნდებოდნენ თეთრკანიანებთა პირისპირ.თეთრკანიენბს კი უფრო მეტი შესაძლებლობები აქვთ და მათი უპირატესობაც ნათელია.ასეთ შემთხვევაში შავკანიანთა გადაშენება დროის საკითხი იქნებოდა“.
სასაცილოა მონობის ინსტიტუტის შავკანიანთა დამცველად გასაღება.
შემორჩენილია პიგმეის,სახელად ოტა ბენგას შესახებ ცნობები.1904 წელს სენტ–ლუისის მსოფლიო გამოფენაზე ნაჩვენები იქნა რამდენიმე პიგმეი(მათ შორის ოტა ბენგაც).პიგმეებს აშშ_ს მეცნიერები დეტალურად სწავლობდნენ და მათ „ველურ ცხოველებად“ მოიხსენიებდნენ.ზოგიერთმა დარვინისტმა პიგმეეთა ინტელექტის დონე პალეოლითის ხანის ადამიანის ინტელექტის დონეს შეადარა.
1904 წლის 9 სექტემბერს „ნიუ იორკ თაიმსში“ დაიბეჭდა სტატია სათაურით „ბრონქსში მდებარე ზოოპარკის მაიმუნების გალიაში მოთავსებულია ბუშმენი“.სტატიაში ეწერა: ის(ოტა ბენგა) არაფრით განსხვავდება ცხოველისაგან“...
დადგა ზემოთნახსენები 1935–1936 წლები და ისტორიის რასისტული ნაწილის „ვოლიერში“ მოქცეული გვერდები წარსულის კუთვნილება გახდა.ისტორიკოსი კურტ იოჰანსონი ადამიანთა ზოოპარკების არსებობის შეწყვეტას უმეტესწილად უკავშირებს ერთა თანასწორობის იდეის გავრცელებას,ასევე 1929 წლის დიდ დეპრესიას,როცა ადამიანებს ასეთი ეგზოტიკური ექსპოზიციების სანახავად სახსერები აღარ გააჩნდათ.
პასუხის პასუხი:
ერთი რამ მაკვირვებს,როგორ გვასწავლის ადამიანთა და ერთა თანასწორობის საწყისებს „ბებერი ევროპისა“ თუ ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის წარმომადგენელი,როცა მათი ისტორიის ლაბირინთებში მრავალი მსგავსი ფაქტი იმალება? ტოლერანტობა ქართველებს არავისგან ესწავლება...
Комментариев нет:
Отправить комментарий