21.04.2013

"სოფლის ექიმი"



ცნობილი ამერიკელი ფოტოჟურნალისტის იუჯინ უილიამ სმიტის(1918-1978) ნამუშევრები განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს,აღსანიშნავია ფოტოხელოვანის მეორე მსოფლიო ომის პერიოდის ნამუშევრები.
მსოფლიო ომის პერიოდში სმიტი მოწინავე აღმოჩნდა წყნარი ოკეანის ფრონტზე და ფოტოაპარატით აღჭურვილი ნამუშევრებს ჯერ Ziff-Davis Publishing_ის უგზავნიდა,შემდომ კი უკვე Life Magazine_ში გადაინაცვლა.მისთვის ომი მაშინ დამთავრდა,როცა კუნძულ ოკინავაზე(იაპონია) ნაღმის ნამსხვრევმა მძიმე ჭრილობა მიაყენა.

სმიტი სიცოცხლის ბოლომდე ემსახურა თავის საქმეს და არაერთი შედევრი დაუტოვა მომავალ თაობას,მისი ნამუშევრები არაერთი ფოტოხელოვანისთვის მუზის როლს ასრულებს.
მოცემულ პოსტში იხილავთ იუჯინ სმიტის ფოტორეპორტაჟს "სოფლის ექიმი",რომელიც მოგვითხრობს ისტორიას კრემლინგელი(კოლორადო,აშშ) ექიმის ერნესტ კერიანის ყოველდღიურობაზე,მის ჭიდილზე სნეულებათა წინააღმდეგ,წარმატება–წარუმატებლობასა და მოკლედ,რომ ვთქვათ გმირობაზე.



საფეხმავლო გზით გამოძახებაზე.



დაკვირვება ჭრილობის შეხორცების პროცესზე.



ექიმი კერიანი სარგებლობს უიშვიათესი თავისუფალი დროით და მეგობრებთან ერთად სათევზაოდ მიემართება.



თევზაობა მდინარე კოლორადოზე.



თევზაობამ 30 წუთს გასტანა,იდილია სასწრაფო გამოძახებამ შეწყვიტა – ცხენის წიხლმა ბავშვს სახე დაუზიანა.



2 წლის ბავშვის მშობლები ექიმისა და ექთნების საქმიანობს აღელვებული აკვირდებიან.



იარა გაკერელია,თუმცა შედეგი უმძიმესი.პატარა ცალი თვალის გარეშე დარჩა...



ფერმერის შვილმა ხელი ამოიგდო.გზა პალატისკენ



მტკივნეული პროცედურა.



ექიმი კერიანი 85 წლის ტომას მიტჩელს უმძიმეს დიაგნოზს უსმევს–განგრენა.



ანესთეზია ამპუტაციამდე.


საავადმყოფოში ლიფტი "უცხო ხილია",ამიტომაც გზა საოპერაციომდე კერიანის მკლავებზე გადის.


მძიმე ოპერაციის შემდეგ, ექიმის თავს ყავის დალევის საშუალებას აძლევს.



"დედას არ უთხრათ"–ამბობს ნარკოზიდან ახალგამოსული პაციენტი,თუმცა დედა მის გვერდით დგას და მთელი ოპერაცია ერნესტს ეხმარებოდა.



დაგვიანებული გამოძახება – ინფაქტმა 82 წლის მოხუცი სიკვდილის სარეცელს მიაჯაჭვა.



ექიმი კერიანი ყურმილს იღებს და მღვდელს უკავშირდება.



სიტუაცია უიმედოა,მაგრამ სნეული მაინც საავადმყოფოში გადაჰყავთ.



კრემლინგში ცხენოსანთა აღლუმი იმართება,ექიმი კერიანი ოჯახთან ერთად მაყურებლის როლში გვევლინება.



კრემლინგი.ექიმი კერიანი ერთადერთი ექიმია 2 ათასიან დასახლებაში.



დასახლების საკრებულომ ფული შეაგროვა(წვლილი თითქმის ყველა მოსახლემ შეიტანა),შეისყიდეს მოცემული შენობა,შეიქმნა 14 საწოლიანი საავადმყოფო,სადაც მუშაობდა ექიმი კერიანი.



ლაბორატორიაში



4 წლის ჯიმის ფეხის თითში მინა შეერჭო,ექიმი თავის "სტიქიაშია".



ბავშვიანი პაციენტი მოსაცდელში.



საოპერაციოში.



პაციენტის მიღებისას.



ახალშობილი.



ახალშობილი დედასთან ერთად.



დღენაკლული ახალშობილი ინკუბატორში.



ექიმის აღჭურვილობა.



გამოძახებაზე.



გრიპით დასნებოვნებული პაციენტი ერნესტის რჩევებს უსმენს.



ჩიკაგოელ ტურისტს გულის შეტევა აქვს,ხოლო ექიმი მას მორფინს უკეთებს.პაციენტმა მცირე ხანში შვება იგრძნო.



ერნესტის სპეციალიზაცია პედიატრიას არ მოიცავდა,თუმცა მალევე გაიკაფა გზა ექიმმა და პედიატრიის შესანიშნავ მცოდნედ იქცა.



ექიმი,პაციენტი და რენტგენოგრამა.



ფერმერი ცხენიდან გადმოვარდა და ნაკნები გაიზიანა.



ყურის გაწმენდა.



გზა შინისაკენ...

Комментариев нет:

Отправить комментарий