10.02.2013

ღირსების კვალდაკვალ?!




გთავაზობთ ღირსების კოდექსთა მცირე ნაკრებს.გადაავლეთ თვალი და იქნებ ჩამონათვალთა რომელიმე აბზაცში საკუთარი თავი აღმოაჩინოთ.

რაინდთა კოდექსი



რაინდობა – შუასაუკუნეების ევროპაში ჩამოყალიბებული სათავადაზნაურო წოდება.რაინდობა,როგორც სამხედრო და მიწათმფლობელი კლასი,მეშვიდე საუკუნეში იკიდებს ფეხს ფრანკებში.კლასის გაჩენის მიზეზი იყო ამ პერიოდში ადგილობრივი მეომრებისგან შექმნილი კავალერიის შეცვლა ვასალებისგან შემდგარი საჯარისო შენაერთებით.პოეზიისა(სარაინდო ეპოსი,აღსანიშნავია XII საუკუნეში დაწერილი "სიმღერა როლანდზე") და ეკლესიის გავლენით რაინდობა იქცა იდეალური მეომრის სახედ.ჯვაროსნული ლაშქრობის პერიოდში ყალიბდება სამხედრო–საეკლესიო რაინდთა ორდენები,რითაც რაინდობამ მემკვიდრეობითი არისტოკრატიის სახე მიიღო.
შემდგომ საუკუნეებში ხდება გარდაქმნები,როგორიცაა:ქვეითი რაზმების ზრდა–კავალერიის შემცირება,ცეცხლსასროლი იარაღის გამოჩენა,მუდმივი ჯარის შექმნა,რომლებიც აკნინებს რაინდობას და საბოლოოდ ვიღებთ სოციალურ ჯგუფს,რომელიც წარსულში ძლევამოსილი წოდების მხოლოდ აჩრდილი იყო.
რაინდის მახასიათებელნი:ვაჟკაცობა,სიმამაცე,ერთგულება,კეთილგონიერება,დიდსულოვნება,თავაზიანობა,დახვეწილი მანერები,ღირსება.

ხუთი მთავარი პუნქტი რაინდთა კოდექსისა(პოემა "სიმღერა როლანდზე" დაყრდნობით)
  • რაინდი აძაგებს საკუთარი ქმედების ფულად ანაზღაურებას;
  • აფასებს მანდილოსნებს,იცავს დაუცველებს და სუსტებს,ეხმარება ქვრივებსა და ობლებს;
  • მტერს არ გაურბის;
  • არ ამბობს უარს და არ ეშინია თანაბარი ძალის მეტოქესთან შებრძოლების;
  • ღვთისმოშიშია და იზიარებს საეკლესიო ცნებებს.   

ჯენტლმენთა კოდექსი



ჯენტლმენი(ლათ. Gentilis–მიკუთვნებული რასას ან გვარს,ინგლ. Man-მამაკაცი) წარმოადგენს მამაკაცის ცხოვრების წესს,რომელიც ვიქტორიანულ ეპოქაში ჩამოყალიბდა და გულისხმობს არისტოკრატიის წარმომადგენელს.შემდგომ წლებში ჯენტლმენთა არეალი გაიზარდა და მასში მოიაზრებოდა განათლებული,კარგად აღზრდილი მამაკაცებიც.
ისტორიის მანძილზე ჯენტლმენთა რამდენიმე კოდექსი შეიქმნა,რომელთაგანაც ყველაზე მკაცრია ვირჯინიის სამხედრო ინსტიტუტის(აშშ) მიერ 1839 წელს შემუშავებული ქცევის ნორმები.აი რას ამბობდა ინსტიტუტის წესდება: "ღირსების ფუნდამენტური კოდექსის მკაცრი დაცვის გარეშე,ინსტიტუტის არცერთი მსმენელი არ ჩაითვლება ჯენტლმენად,მიუხედავად მათი წარმომავლობისა თუ გარეგნობისა.ჯენტლმენის ღირსება მოითხოვს პრინციპთა დაცვას.ჯენტლმენი არის რაინდთა,ჯვაროსანთა შთამომავალი;წარმოადგენას სუსტთა მცველსა და მართლმსაჯულების რაინდს".

  • არ იღებს ვალად ფულს მეგობრისგან,გარდა უკიდურესი შემთხვევებისა.ვალად აღებული ფული–ეს არის ღირსების ვალი,რომელიც უნდა დაიფაროს უმოკლეს ვადაში.ღირსეული ადამიანი გარდაცვლილ მშობელთა,დათა და ძმათა ვალს საკუთარ თავზე იღებს.
  • არ გამოდის წყობილებიდან,არ ავლენს რისხვას,შიშს,სიძულვილს,დაბნეულობას,აზარტს და მხიარულებას საზოგადოების თავშეყრის ადგილებში;
  • არ ეხება უცნობ მანდილოსნებს;
  • საუბარში არ ასახელებს სახელებს,ასევე საგანთა ფულად ღირებულებას;
  • არ სარგებლობს სხვისი უსუსურობითა და უცოდინრობით.სხვა ჯენტლმენს არ აძლევს მისი გამოყენების უფლებას.

სკაუტთა კოდექსი



სკაუტინგი(სკაუტური მოძრაობა) წარმოადგენს საერთაშორისო ახალგაზრდულ მოძრაობას,რომლის მიზანია ახალგაზრდობის ფიზიკური,სულიერი და მორალური განვითარება.მოძრაობა 1907 წელს შეიქმნა, ინგლისელი პოლკოვნიკის რობერტ სტივენსონ სმიტ ბადენ–პაუელის მიერ.1908 წელს გამოვიდა წიგნი Scouting For Boys,რომელშიც მოცემული იყო ყველა დეტალი მოძრაობისა,რომელიც პოპულარობას დიდი სისწრაფით იხვეჭდა და საბოლოოდ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში გავრცელდა.
სკაუტთა დევიზია–"იყავი მზად"!
1920 წელს შეიქმნა სკაუტინგის საერთაშორისო ორგანიზაცია,რომლიც არის სრულიად აპოლიტიკური.დღეისათვის,სკაუტინგის მოძრაობაში მსოფლიოს 217 ქვეყნის(მათ შორის საქართველოც) დაახლოებით 30 მილიონი ახალგაზრდაა გაერთიანებული.

წიგნზე Scouting For Boys დაყდრდნობით, წარმოგიდგენთ სკაუტთა კოდექსს 5 ძირითად პუნქტად:

  • სკაუტის ვალია იყოს სასარგებლო და დაეხმაროს სხვას;
  • ყველა სკაუტი მეგობარი და ძმაა სხვა სკაუტთა,მიუხედავად მათი სოციალური მდგომარეობისა და კლასისა;
  • სკაუტი უსიტყვოდ ემორჩილება პატრულის ლიდერის ბრძანებებს;
  • სკაუტი არ დარდობს და იღიმება,მიუხედავად სიძნელეებისა;
  • სკაუტი თავაზიანი და ფრთხილია.

დუელის მონაწილეთა(დუელანტი) კოდექსი



დუელი(ლათ. duellum-შეჯიბრი,ორთაბრძოლა) წარმოადგენს ე.წ. დუელის კოდექსით მკაცრად რეგლამენტირებულ ორთაბრძოლას(ხმლით,დაშნებით,ცეცხლსასროლი იარაღით),რომლის მიზანსაც წარმოადგენს შეურაცხყოფისადმი ღირსეული პასუხის გაცემა,ანუ პრაქტიკულად "სისხლი სისხლის წილ".თუმცა თქვენც ხვდებით,რომ დუელის დროს სამართლიანობის აღსრულება რთული საქმე იყო და ყველაფერი მოწინააღმდეგეთა საბრძოლო მომზადებასა და ფორტუნის "ბორბლის უკონტროლო მოძრაობაზე" იყო დამოკიდებული.
დუელის წინაპრებად შეიძლება მივიჩნიოთ შუასაუკუნეების ევროპაში გავრცელებული სასამართლო შეჯიბრი და რაინდთა ტურნირი.უშუალოდ დუელი კი XIV საუკუნის იტალიაში წარმოიშვა,როცა ახალგაზრდა "ცისფერსისხლიანებმა" კონფლიქტთა ჩარჩოში მოქცევა დაიწყეს და ყოველივე ამან ორთაბრძოლის სახე მიიღო.დუელის ადგილებად ირჩევდნენ მიღრუებულ ორღობეებსა,მიტოვებულ ტერიტორიებს და რათქმაუნდა ტყეებს.ეს დაპირისპირებები როგორც ხვდებით კანონმდებლობის გვედის ავლით ხდებოდა და სწორედ ამიტომაც მათ თავდაპირველად "ბრძოლა ბუჩქებში" და "ველურთა ჯახი"  უწოდეს.
XV საუკუნეში ფრანგებმა იტალიაში გაილაშქრეს და აპენინზე საკმაოდ საინტერესო სანახაობა აღმოაჩინეს,ასე გავრცელდა "ბრძოლა" საფრანგეთის "ბუჩქებში",შემდეგ კი მთელს ევროპას მოედო.როგორც "შავი სიკვდილი".
მიუხედავად იმისა,რომ კანონმდებლობა არ აღიარებდა დუელს,მიუხედავად ამისა არანაირი აკრძალვა არ მოქმედებდა.დუელებს თვით ხელმწიფეებიც კი ესწრებოდნენ.თუმცა ყველაფერს აქვს დასასრული და როდესაც ფრანგი მონარქის ჰენრიხ მეორის თვალწინ ფავორიტად შერაცხულმა არისტოკრატმა შატერენმა მარცხი განიცადა(პირდაპირ,რომ ვთქვა მოკვდა),მეფემ ორთაბრძოლების აკრძალვა ბრძანა.
მოკლე მიმოხილვის შემდეგ იხილეთ კოდექსის რამდენიმე პუნქტი:
  • შეურაცხყოფის შემთხვევაში,შეურაცხყოფილი ვალდებულია მეტოქეს მიმართოს:"მოწყალეო ხელმწიფევ,მე თქვენ გაახლებთ საკუთარ სეკუნდანტებს".თუ მეტოქეებს ნაცნობობა არ აკავშირებთ,ცვლიან ბარათებსა და მისამართებს;
  • მძიმე შეურაცხყოფის დროს,შეურაცხყოფილს გარდა იარაღის არჩევის შესაძლებლობისა,აქვს უფლება აირჩიოს დუელის არსებულ სახეთაგან ერთ–ერთი;
  • მანდილოსნის შეურაცხყოფის შემთხვევაში,დაზარალებულ მხარედ მიიჩნევა არა მანდილოსანი,არამედ მისი დამცველი(ქმარი,ძმა და ა.შ.) და დანაშაული ერთი საფეხურით იზრდება;
  • მიიღებენ რა იარაღს,დუელის მონაწილეებს ეკრძალებათ საუბარი.ნებისმიერი შენიშვნა,დაცინვა,წამოყვირება დაუშვებელია.

მაფიის კოდექსი




მსოფლიოს მასშტაბით არაერთი დანაშაულებრივი ორგანიზაცია მოქმედებს და ქაოსს თესავს,სისხლიან კალოს ატრიალებს და ჯიბეებს ფული ივსებს.ყველა ორგანიზაციას "ღირსების"(თუ ამას ღირსება ჰქვია) კოდექსი აქვს,თუმცა ხშირ შემთხვევაში,სასურველი შედეგისკენ მიმავალ გზაზე ყველაფერი "მოსულა".
ქვესათაურში ნახსენები მაფიის ქვეშ მოიაზრება იტალიურ დანაშაულებრივ ორგანიზაციებს,როგორებიცაა:კოზა ნოსტრა,კამორა,ნდრანგეტა,საკრა კორონა უნიტა.სწორედ იტალიური მაფიის "ღირსების კოდექს" ომერტას(ე.წ. სიჩუმის აღთქმა) შევეხები და შემოგთავაზებთ უმთავრეს პუნქტებს:

  • არსებობს ორგანიზაციის დატოვების ერთადერთი გზა – სიკვდილი;
  • მართლმსაჯულებას აღასრულებს ორგანიზაცია(ოჯახი);
  • ოჯახი უსიტყვოდ ემორჩილება ორგანიზაციის ხელმძღვანელს(დონს);
  • ღალატი ისჯება მოღალატისა და მისი ოჯახის წევრების სიკვდილით,ღალატის ქვეშ ასევე მოიაზრება ოჯახის წევრის დაპატიმრების შემთხვევაში, მის მიერ დაკითხვისას მიცემული აღიარებითი ჩვენება; 
  • ორგანიზაციის წევრს არასდროს გაექცეს თვალი სხვისი ცოლისკენ;
  • ოჯახის წევრები ერთმანეთს ყოველთვის სიმართლეს ეუბნებიან;
  • ვერავინ მიაკუთვნებს თავს კონკრეტულ ოჯახს,ოჯახის წევრის რეკომენდაციის გარეშე.

Комментариев нет:

Отправить комментарий