22.03.2015

ცხოველთა მცველი ფუკუსიმადან


2011 წლის 11 მარტს მთელი მსოფლიო შეძრა იაპონიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად წარმოქმნილმა ცუნამმა,რომელსაც 16 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა.სტიქიამ მწყობრიდან გამოიყვანა ატომური ელექტროსადგური(აეს) ფუკუსიმა-1 და კაცობრიობა ბეწვის ხიდზე აღმოჩნდა,ჩერობილის გამეორების საფრთხე თანდათანობით ჩაცხრა,თუმცა აეს_ის მიმდებარე ზონა(რამდენიმე ათეული კილომეტრის რადიუსი) მიტოვებულ ტერიტორიად იქცა.2014 წლის მარტის მონაცემებით ფუკუსიმას პრეფექტურიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა 200 ათასს აღემატება.
ადამიანებს უბედურების ზონაში ვერ შეხვდებით(გარდა ერთი გამონაკლისისა,რომელსაც დღეს გაიცნობთ და იმ ლიკვიდატორთა,რომლებიც პერიოდულად სტუმრობენ აეს_ს პრობლემათა აღმოსაფხვრელად),თუმცა ყველა ფეხის ნაბიჯზე შეიგრძობთ წარსულის ნაკვალევს,არაერთი ოთხფეხა თუ ორფრთა არსება ბედის ანაბარა დარჩა... თუმცა ისინი არ გაწირა ნამდვილმა გმირმა და მისაბაძმა მამაცმა ადამიანმა,იაპონელმა ფერმერმა ნაოტო მაცუმურამ(p.s.რაღაცით მარლონ ბრანდოს ჩამოჰგავს).



2011 წლის ევაკუაცია ფუკუსიმა–1_ის სიახლოვეს მდებარე ქალაქ ტამიოკასაც შეეხო,სადაც ცხოვრობდა და ფერმერობას ეწეოდა 55 წლის ნაოტო მაცუმურა,რომელიც იძულებული გახდა მშობლებთან ერთად დაეტოვებინა მშობლიური ქალაქი.ადამიანებმა დატოვეს ტერიტორია,მაგრამ შინაური ცხოველთა უდიდესი ნაწილი სტიქიური უბედურების ზონაში დარჩა–მოსახლეობას სჯეროდა,რომ მალევე დაბრუდებოდნენ.ამას ვერ ეგუებოდა ნაოტო და სტიქიის შემდეგ დაუბრუნდა სახლს,რათა გამოეკვება საკუთარი ოთხფეხა/ორფრთა მეგობრები,რომელებიც საკუთარ ფერმაში მრავლად დატოვა,თუმცა მხოლოდ საკუთარზე ზრუვა დანაშაული იქნებოდა,რადგან გარშემო შიმშილით განადგურებული ცხოველთა არმია დალასლასებდა,ხოლო ათასობით უკვე დაღუპულიყო.ასე დაიწყო ცხოვრება რადიაციული ფონით "გამდიდრებულ" ტამიოკაში და ზრუნვა ბედისანაბარა მიტოვებულ ფაუნის წარმომადგენლებზე.


"ადამიანები სასტიკნი აღმოჩდნენ! ისინი გაიქცნენ, გაიმეტეს ძროხები ბოსლებში სიკვდილისათვის. მე დავდივარ და ვაღებ ბოსლების კარს,ვაპურებ მათ. რათქმაუნდა ისინი ისედაც მოკვდებიან,დაე დაიხოცნონ საკუთარი სიკვდილით,ვიდრე მშიერ–მწყურვალნი და უიმედონი".


არაერთი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა ნაოტო,ქალაქში არ არის ელექტროენერგია,საკვებად იყენებდა ადგილობრივ რადიაციით დაბინძურებულ საკვებს,მაგრამ თანდათან ეს პრობლემა აღმოიფხვრა,რადგან აღიშნულის შესახებ შეიტყვეს მასმედიისა და საქველმოქმედო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა–ელექტროენერგიის უკმარისობა დიზელის ძრავებმა აღმოფხვრეს,ხოლო ადგილობრივი საკვები პროდუქტები რადიაციის დამაკმაყოფილებელი ფონის ზონაში მოყვანილმა პროდუქტმა ჩაანაცვლა.
ნაოტოსთვის ყველაზე საშიში მაინც რადიაციული დასხივების მაღალი დოზის მიღებაა(თუმცა მეცნიერთა განცხადებით თანდათან რადიაციული ფონი ნორმის ფარგლებს მიუახლოვდება),მიუხედავად ექიმთა გაფრთხილებისა ნაოტო არ ღელავს და ამბობს: "მე ისედაც მოვკვდები,თუმცა შემიძლია სხვები ვიხსნა განსაცდელისგან"

















Комментариев нет:

Отправить комментарий