19.03.2015

ფლორა და "შეზღუდული შესაძლებლობები"


საკმაოდ არასასიამოვნოდ ხვდება თვალსა და ყურს  აბრევიატურა შშმპ(შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი) და ამიტომაც აუცილებლად უნდა გაიცნოთ ორი ჩინელი მამაკაცი ცზია ჰაიკსა და ცზია ვენცი,ორი ადამიანი,რომელიც მიუხედავად სიბრმავისა და ზედა კიდურების არქონისა,ერთურთს მხარში ამოუდგნენ,შეუდგნენ ფლორის გამდიდრების საქმეს,რომელიც მისაბაძია."ხელი ხელს ჰბანს,ორივე კი პირს"–ეს ანდაზა ზედგამოჭრილია ჩვენი გმირებისათვის.

ჰაიკსამ და ვენციმ ერთმანეთი 2001 წელს გაიცნეს,როცა საკუთარი "შეზღუდული შესაძლებლობის" გამო სამსახური ვერ იშოვეს.
ჰაისკა იხსენებს: "ერთხელაც ჩემი შვილმა მითხრა:"მამა,როცა ჩემი მეგობარი ფორთოხალს არჩევდა მე ვიგრძენი ციტრუსის სასიამოვნო სუნი,და მე წარმოდგინე,თითქოს მე ივირთმევდი",–მე ამ დროს სირცხვილის ცხარე გრძნობა დამეუფლა,იმის გამო რომ ჩემს ბიჭს არ შეეძლო ეჭამა ფორთოხალი! ამან მე სიცოცხლის სურვილი დამიბრუნა,რათა მიმეღწია რამისთვის."



სიცოცხლის სურვილის დაბრუნების ჰაისკამ ვენცის გაანდო საკუთარი გეგმა,რომელიც ითვალისწიებდა ხეების დარგვას,რის შედეგადაც მცირედ შემოსავალსაც გაიჩენდნენ და ეკოლოგიურ პრობლემათა აღმოფხვრის საქმეშიც დიდი წვლილს შეიტანდნენ.
დუეტმა მალევე იჯარით(მთავრობამ გაითვალისწინა მათი მდგომარეობა და მალევე საიჯარო ქირისგან სრულიად გაანთავისუფლა) აიღო მდინარე იელის პირას მდებარე სამიოდე ჰექტარი მშობლიურ ჰებეის პროვინციაში(ჩინეთი) და შეუდგა საშვილიშვილო საქმეს.
თუმცა აქ შესაძლო ხელისშემშლელი ფაქტორი გამოიკვეთა.ზევით ნახსენები "შეზღუდული შესაძლებლობები"...


ჰაიკსას დაბადებიდანვე მხედველობის პრობლემები ჰქონდა,ხოლო 2000 წელს ავტოავარიის შემდეგ სრულიად დაბრმავდა,ხოლო ვენციმ 3 წლის ასაკში, უბედურ შემთხვევისას ზედა კიდურები დაკარგა.
"მე მისი ხელები ვარ,ხოლო ის ჩემი თვალისჩინია"–ამბობს ჰაისკა.

ჰაიკსა და ვეცი თავინთ საცხოვერებელს დილის შვიდ საათზე ტოვებენ და მიემართებიან საკუთარი ოაზისისაკენ.მათი ფინანსური მდგომარეობა არასახარბიელოა,ნერგების ყიდვა მათ შესაძლებლობებს აღემატება,ამიტომაც ჰაისკა ვენცის ხელმძღვანელობით ტყეში ნელ–ნელა აგროვებს ამონაზარდებს,შემდეგ აკეთებს თხრილებს და რგავს ნერგებს,რომლებიც წლების შემდეგ ცისკენ გაიშვერს ფოთლოვან/წიწვოვან ტოტებს.


ბუნებაზე მზრუნველმა ტანდემმა დაახლოებით 10000 ხე დარგო. პროცესი ისევ გრძელდება,ისინი გაჩერებას არ აპირებენ და ამდიდრებენ საკუთარ კორომს.


Комментариев нет:

Отправить комментарий