13.04.2015

"ფანჯარა ეზოს მხარეს"


ალფრედ ჰიჩკოკის ერთ–ერთი საუჯეთესო ნამუშევარი "ფანჯარა ეზოს მხარეს", 1954 წელს შეიქმნა და ქვეჟანრ სასპენსის თვალსაჩინო მაგალითია.ფილმს საფუძვლად უდევს კორნელ ვულრიჩის ნოველა "ალბათ, ეს იყო მკვლელობა",მთავარ როლებს კი ასრულებენ ჰიჩკოკის რჩეული(ჰიჩის რჩეულთა სია ვრცელია) მსახიობები - ქერა ლამაზმანი და ჰოლივუდის ულამაზესი წარმომადგენელი(რომელიც ცოლად გაჰყვა მონაკოს მეფეს და დედოფლის მანტია მოისხა) გრეის კელი და ყველა დროის ერთ–ერთი საუკეთესო მამაკაცი მსახიობი ჯეიმს სტიუარტი,რომელიც მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდა და შემდგომ ბრიგადის გენერლის ჩინიც კი მიიღო.



ფილმის სიუჟეტი – სტიუარტის გმირი ფეხნაღრძობი ფოტოჟურნალისტია,რომელიც გამოჯანსაღების პროცედურებს გადის და იძულებულია ინვალიდის ეტლში ატაროს დღეები,თუმცა საკუთარ ფოტოკამერას არ ღალატობს და ობიექტივს მიღმა აკვირდება ფანჯრიდან გადაშლილ ხედს–სხვისი ცხოვრებას. და სწორედ აქ იმალება მთავარი ინტრიგა,რომელიც საბოლოოდ ორომტრიალში გადაიზრდება.
სიუჟეტის ეს მოკლე თხრობა საკმარისია,რათა უყუროთ ამ შედევრს.ხოლო მე ქვემოთმდებარე ფოტოებში ამ ფილმის შექმნის პროცესის ილუსტრირებას მოვახდენ.  





გრეის კელი და ალფრედ ჰიჩკოკი




ჰიჩი და ჯიმი სტიუარტი















Комментариев нет:

Отправить комментарий