09.04.2015

ბოულინგის ოინბაზი

გთავაზობთ 1948 წელს გადაღებულ მოკლემეტრაჟიან ფილმს,სადაც ასახულია ბოულინგის ოინბაზის,ენდი ვარიპაპას არაერთი ჯადოქრული ფანდი,რომელის შესრულებაც მხოლოდ ერთეულებს ხელეწიფებათ.
ენდი ვარიპაპა იტალიაში დაიბადა 1891 წელს,მამის გარდაცვალების შემდეგ ოჯახი საცხოვრებლად აშშ_ში გადაბარგდა.ენდიმ ბოულინგის "პროფესორობამდე" არაერთ სპორტი დააგემოვნა–კრივი,ბეისბოლი,გოლფი.მეოცე საუკუნის ოციან წლებში მისი სპორტული კარიერა საბოლოოდ ბოულინგს დაუკავშირდა.
ხანგძლივი შრომის შემდეგ ენდი ისე გაიწაფა ბოულინგში,რომ ამ სპორტის ჯადოქრად იქცა და მისი თამაშის ხილვა არაერთსა ანცვიფრებდა და ანიჭებდა სიამოვნებას.

მის წარმოდგენას მოიხსენიებდნენ როგორც, "ბოულინგის დიდებული სოლო შოუ მსოფლიოში".მან 93 წელი იცოცხლა და ღრმად მოხუცებულმაც არაერთხელ მოაქცია ბოულინგის ბურთი თითებს შორის და კეგლები არაერთ ფათერაკს გადაჰყარა.


Комментариев нет:

Отправить комментарий