05.02.2016

პლანეტათაშორისო ფრენა


იქნებ ვინმეს ილუზიურ-უტოპიურ სიმზრებში უნახავს,როგორ ზის ძველი ეპოქის მჩატე მფრინავ ობიექტში და მოგზაურობს მზის სისტემაში.ეს,რომ ჟიულ ვერნს ენახა,იქნებ თავისი გმირები საჰაერო ბურთით გაეშვა შორეულ პლანატებზე,ჰერბერტ უელსს კი დედამიწელთა ავიადესანტირება აღეწერა წითელ პლანეტაზე ან სარტლიან სატურნზე.
ამ ილუზიურ უტოპიებს(და არა მარტო მათ) პასუხი რენდელ მუნრომ გასცა,როდესაც გამოსცა სამეცნიერო-იუმორისტული წიგნი "რა მოხდებოდა თუ? სერიოზული პასუხები პარადოქსულ კითხვებზე." 

იდილიური გარემო თვითმფრინავის ფრთათა "სახსრთათვის" ჩვენი მწვანე პლანეტაა.მაშ ასე,ესტუმრეთ დედამიწის ატმოსფეროს და დატკბით საჰაერო პანორამებით(იჩქარეთ,თორემ მწვანე პლანეტისგან არაფერი დარჩება,რადგან ადამიანთა უძღები ჯგუფი, გამალებით ანადგურებს გარემოს).



შემდეგი გაჩერაბაა მარსი.წითელ პლანეტაზე ატმოსფერო დედამიწის ჰაერზე 100ჯერ გაიშვიათებულია.თვითმფრინავის სამართავად აქ  1234 კმ/სთ_ის განვითარება დაგჭირდებათ,რაც ანიმაციურ ფოტოზე გამოსახული მფრინავი ობიექტისთვის ფანტასტიკის სფეროა.



გადავინაცვლოთ მერკურიზე,რომელსაც ატმოფერო არ გააჩნია,ხოლო თვითმფრინავის გადასაადგილებლად საჭიროა წინაღობა ატმოსფერული ჰაერის სახით,რომლის არარსებობა ნიშნავს სრულ კატასტროფას. გრავიტაცია არ არსებობს,თქვენ მერკურის მომაკვდინებელ ზედაპირს დაენარცხებით.



"ცისკრის ვარსკვლავი" ვენერა გვიღებს კარს,გვეგებება დედამიწასთან შედარებით 60ჯერ უფრო მკვრივი ატმოსფეროთი.ფრენა იქნებ შესაძლებელი ყოფილიყო,მაგრამ ტემპერატურა ამ პლანეტაზე დაახლოებით 460 გრადუს ცელსიუსია,რაც თვითმფრინავის დამზადებისათვის გამოყენებული მასალა-ნედლეულის დნობას მოასწავებს.



სატურნზე მფრინავი ობიექტით გადაადგილება შესაძლებებლი იქნებოდა,რომ არა გამყინვარება,ტემპერატურა დაახლოებით -132 გრადუს ცელსიუსია.გაყინული საგნის კონტროლირებადი ფრენა კი რამდენად რეალურია,ამას დიდი სმჯელობა არც სჭირდება.



იუპიტერზე საგანი 2,3 ჯერ მეტს იწონის,ვიდრე დედამიწაზე,რაც იმის მომსაწავებელია,რომ ობიექტის ასაფრენად მეტი სიმძლავრეა საჭირო.თავისუფალი ვარდნა გარანტირებულია და თქვენი თვითმფრინავი,თუ არ გაიყინა,(მეცნიერთა მტკიცებით იუპიტერზე ტემპერატურა მინუსიდან პლიუსისკენ მერყეობს,ატმოსფეროს ზედა ფენებში ტემპერატურა, დაახლოებით -145 გრადუს ცელსიუსია) ნაწილებად დამსხვრევა გარდაუვალია.



გადავინაცვლოთ ბნელ და გამყინვარე(საშუალო ტემპერატურა ცელსიუსით -224 გრადუსია) ურანზე.ამ პლანეტაზე საგანი უფრო ნაკლებს იწონის,ვიდრე ჩვენს მწვანე პლანეტაზე.ჰაერში ლივლივი საწვავის გაყინვამდე იქნება შესაძლებებლი,შემდეგ კი თავისუფალი ვარდნა გელით.



ბოლო გაჩერებაა ნეპტუნი,რომელიც ქარიშხლიანი მასპინძელია,მათი საშუალო სიჩქარე 2400 კმ/სთ_ს აღწევს,ამას ემატება გამყინვარება,დაახლოებით -200 გრადუსი ცელსიუსით.ამ ჯოჯოხეთურ პირობებში კი,თვითფრინავი ყინულოვანი "მტვერის" გროვად გადაიქცევა და ნეპტუნის ყინულის ზედაპირს შეერწმის.



ანიმაციური ილუსტრაციების წყარო: http://giphy.com/channel/dradovanovic

Комментариев нет:

Отправить комментарий