07.02.2016

რენტგენოგრაფიული ყვავილები


სადღესასწაული დღეებზე ქალბატონებისთვის იდეალურ საჩუქრად,რატომღაც მოწყვეტილ,მკვდარ ყვავილებით გაჯერებულ თაიგულს თვლიან.გადის დღეები და ეს ყვავილები სანაგვეში ხვდებიან,დამჭკნარნი,ფერგასულნი და გახუნებულნი. შევეშვათ ამ გარდაცვლილ-გარდასულ ასულებს და ვაღიაროთ,რომ სილამაზე სიცოცხლეშია,ცოცხლალ,წყლით "დაპურებულ" ათასფერებად,კოკრებად აფეთქებულ და გაშლილ ყვავილებში.თუმცა მხოლოდ ვიზუალური მხარე არ გვაკვირვვებს ამ "მუნჯ და უსულო" არსებებში,თუ მათ შიდა ფენებს ვესტუმრებით განსაცვიფრებელ გემოეტრიულ სიმეტრიასა და აბსტრაქტულ ასიმეტრიას დავინახავთ.
სწორედ, ყვავილების სიღრმისეულ სამყაროს აკვირდებოდა ცნობილი ამერიკელი რენტგენოლოგი დეინ ტასკერი,რომელიც 1872 წელს დაიბადა.მეოცე საუკუნის 20_იან წლებში ექიმ-რენტგენოლოგს ჰობად ფოტოგრაფია ექცა,განსაკუთრებით ლანდშაფტური და პორტრეტული მიმართულების.30_იან წლებში მან გადაწყვიტა საქმიანობა და ჰობი ერთ სიბრტყეზე განელაგებინა,რის შედეგადაც მივიღეთ ლანდშაფტური ფოტოგრაფიის სტუმარი ყვავილების შიდა სამზარეულო,რომელიც განსაცვიფრებელია და უფრო კალმით შესრულებულ ნახატს ჰგავს,ვიდრე რენტგენის სხივებით "განათებულ" ფოტოფირზე გამოსახულ "ნეგატივს".

როგორც, ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი იტყოდა:

"არასდროს არ არის საჭირო უსმინო,თუ რას ამბობენ ყვავილები.მხოლოდ საჭიროა უცქიროთ,დატკბეთ და შეისუნთქოთ მათი არომატი."


ტიტა, 1931 წელი


ლოტუსი, 1930 წელი


კალიფორნიული ჰეტერომელესი, 1937 წელი


ვარდი, 1936 წელი


დეზურა, 1938 წელი



ნარცისი, 1938 წელი


ფილოდენდრონი, 1938 წელი


შროშანი, 1932 წელი


ალა, 1938 წელი


ფუქსია


შროშანი, 1936 წელი


კენტერბერიული მაჩიტა

მოცემული ფოტოები ნაჩვენები იქნება Joseph Bellows გალერეაში.

Комментариев нет:

Отправить комментарий