24.02.2011

მუსიკა შენთვის


გთავაზობთ რამდენიმე მუსიკალურ კომპოზიციას.მოუსმინეთ,ისიამოვნეთ და სურვილის შემთხვევაში მოახდინეთ აზრის ფიქსაცია.




ალბათ იცანით ეს მელოდია... ეს არის ფრენკ სინატრას მიერ შესრულებული ლეგენდარული "My Way"_ს ორიგინალური ვერსია "Comme d'habitude",რომელიც შექმნილ იქნა 1967 წელს კლოდ ფრანსუას და ჟაკ რევოს მიერ.



1971 წელს ამერიკელმა მუსიკოსმა დონ მაკკლინმა შექმნა კომპოზიცია სახელად "ვინსენტი",რომელიც მიუძღვნა ვინსენტ ვან გოგს.



ბობ დილანის მიერ 1963 წელს შექმნილი "Blowin' in the Wind"_ის ერთ-ერთი საუკეთესო ქავერ-ვერსია.ასრულებს ჯოან ბაესი.



2007 წელს ამერიკელმა ფოლკისა და ინდის შემსრულებელმა ჯასტინ ვერნონმა შექმნა საკმაოდ კარგი ჯგუფი "Bon Iver".2008 წელს გამოჩნდა კომპოზიცია "Skinny Love",რომელმაც ჯგუფს დიდი პოპულარობა მოუტანა.



ლეგენდარული Creedence Clearwater Revival.



1939 წელს გადაიღეს ცნობილი მუსიკალური ფილმი "ოზის ჯადოქარი".ამ ფილმში გაიჟღერა კომპოზიციამ "Over The Rainbow".რომელსაც ასრულებს ჯუდი გარლანდი.



ეს სიმღერა ჩაიწერა 1957 წელს და ასრულებს ცნობილი შოუმენი და მომღერალი პერი კომო.

ჯონ ლენონის "Imagine" არაერთმა შემსრულებელმა შეასრულა.მე გთავაზობთ ალბათ ერთ-ერთ საუკეთესო  ვერსიას,რომელსაც ასრულებს The Harlem Gospel Singers.მოუსმინეთ > "Imagine"



ჯიმი ჰენდრიიიქს...





ჯონი კეშის ორი შედევრი.



"River Of Tears"... ერიკ კლაპტონის ჰარმონია...



ჯგუფი "ქინგ კრიმსონი" 1968 წელს შეიქმნა და უდიდესი გავლენა მოახდინა არტ და პროგრესივ როკზე.მუსმინეთ თუ როგორ ელაპარაკებიან ისინი ქარს...



რონი ჯეიმს დიოს საკმაოდ ძველი კომპოზიცია...



საბჭოთა პერიოდის როკის ერთ-ერთი მამამთავარი ვიქტორ ცოი და მისი ჯგუფი "კინო",კომპოზიციით "Кукушка".



60_იან წლებში ჩამოყალიბებული ბრიტანული როკ-ჯგუფი "The Who" და მათი "Baba O'riley".



დეივ ბრუბეკის ჯაზ კვარტეტი რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ჯაზის განვითარებაში.მათი კომპოზიცია "Take Five" კი კლასიკას წარმოადგენს.



ჟღერს ბლუზი გენიალური ბადი გაის შესრულებით...



1983 წელს ტელეეკრანებზე გამოჩნდა ფილმი "სარისკო ბიზნესი",რომელშიც მთავარ როლს ტომ კრუზი ასრულებს.სწორედ ამ ფილმში გაჟღერდა ბობ სიგერის ეს მუსიკალური კომპოზიცია.



2011 წელს 58 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ირლანდიელი ბლუზ-როკ შემსრულებელი გარი მური.



2007 წელს ტოდ ჰეინსმა გადაიღო ფილმი ბობ დილანის შესახებ.ცნობილი მუსიკოსის როლს რამდენიმე მსახიობი ასრულებს,მათ შორის ქეით ბლანშეტიც.გთავაზობთ კომპოზიციას ამ ფილმიდან.



ეს კომპოზიციაც ზემოთ აღნიშნული ფილმიდანაა.ასრულებს Antony and the Johnsons.



რაიმონდ კარლოს ნაკაი ინდიელი მუსიკოსია.დაიბადა არიზონაში.მის მუსიკაში იგრძნობა ინდიელთა გენიალური ხელოვნების კვალი და ჰანგი...

მინდია...

Комментариев нет:

Отправить комментарий