24.05.2016

"With God On Our Side"


1964 წლის იანვარში გამოვიდა ბობ დილანის მესამე ალბომი The Times They Are a-Changin',რომლის "ავერსზეც",რიცხვი სამის გასწვრივ იკითხება სიმღერის სახელი - With God On Our Side. სწორედ აღნიშნულ გენიალურ კომპოზიციაზე ვიტყვი რამდენიმე სიტყვას და ჩემეულ თარგმანსაც შემოგთავაზებთ(არ მაქვს პრეტენზია თარგმანის სიდიადეზე,უბრალოდ ვცადე ბობის მეტყველი აზრების გადმოქართულება).

"ზღვრული ფესვები"

"ყალიბში" გამოყვანილი მცენარის "ფესვები",რომლებიც ფორმას ისე შეეზარდნენ,მის გარეშეც იდენტურ მდგომარეობაში აგრძელებენ სუნთქვას,თუმცა დრო გავა და ეს ყალიბშემდგომი შემგუებლობაც ნამსხვრევებად იქცევა,ფესვები გამოანგრევენ კედელს და წყალ-ჟანგბადს ხარბად ჩაყლაპ-ჩაისუნთქავენ.თუმცა ამისათვის მხოლოდ საათის ისართა უწყვეტი მოძრაობა არ კმარა,აუცილებელია თვით ინდივიდთა სურვილი,განთავისუფლდეს ზღვრული,წინსვლა-განვითარების შემაფერხებელი მარყუჟისაგან,შეავლოს თვალი თავისუფლების ცისფერ,უღრუბლო ცისკიდურს და გონებაზე დაყრდნობით, ხელის ერთი მოძრაობით,ნაფლეთებად აქციოს  ხილული და/ან აბსტრაქტული ფარდა.


05.05.2016

"ნათების" ერთი კადრის "ფესვები"


სტივენ კინგის "ნათება" ეკრანიზებულ იქნა სტენლი კუბრიკის მიერ,ფილმი საკულტო კინოშედევრად იქცა.მასში არაერთი სცენაა,რომელიც მაშინვე მოექცა თვალთახედვის არეში,მათგან კი გამოირჩევა ჯეკ ნიკოლსონის გააფთრებული,ნაჯახით(სტივენ კინგის ნაწარმოებში ნაჯახი საერთოდ არ ფიგურირებს,იქ მთავარი "დამრტყმელი იარაღი" კროკეტის ჩაქუჩია)შეიარაღებული გმირის თავდასხმა ოჯახის წევრებზე,როცა კარები "გულშენგრეულ" იქნა.თუმცა ამ ეპიზოდის ფესვები უხმო კინემატოგრაფის სიღმეში უნდა ვეძებოთ და ვნახავთ,რომ პირველად მსგავსი სცენა გათამაშდა ამერიკელი რეჟისორის დევიდ გრიფიტის მიერ 1919 წელს გადაღებულ ფილმში, "დამტვრეული ყვავილები".