24.10.2011

Andwella


რამდენიმე დღის წინ ჩემი შელახული PC ”ხომალდით” ჩვეულებრივ შევცურე მუსიკალურ ვიდეორგოლთა უსაზღვრო ოკეანეში,ყურის ლოკოკინის გზებს ვავსებდი ბაროკო-როკის(როკის ერთ-ერთი ქვეკატეგორია) ჰანგებით და ამ დროს თვალთახედვის არეში გამოჩნდა ბოთლი გახუნებული საცობით.მალევე ჭურჭელი ”ბორტზე” მოთავსებულ მაგიდაზე ესვენა,მალევე შევახე ხელი საცობს,მოქაჩვა და ”ჯინის” ამოფრქვევა ერთი იყო.ეს იყო ”ჯინი”,სახელად Andwella.

03.10.2011

Cisco Houston


მუსიკოსი: ჯილბერტ ვანდაინ ”სისკო” ჰიუსტონი (1918-1961 წ.წ)
დაბადების წელი/ადგილი: 1918 წელი.უილმინგტონი,დელავერის შტატი(აშშ).
ჟანრი: ფოლკი,ქანთრი.
იხილეთ მეტი: Cisco Houston

02.10.2011

Creedence Clearwater Revival


ჯგუფის სახელი: Creedence Clearwater Revival(CCR).
შექმნის ადგილი: კალიფორნია,აშშ.
მოღვაწეობის პერიოდი: 1967-1972 წ.წ.
ჟანრი: Southern Rock,Country Rock,Classic Rock.
შემადგენლობა: ჯონ ფოგერტი
                             ტომ ფოგერტი 
                             სტიუ კუკი
                             დუგ კლიფორდი
იხილეთ მეტი: CCR

19.09.2011

ჭეშმარიტი გლობალიზაცია?!


დიალოგები მხარეებს შორის ხშირად ლოგიკურ დასასრულამდე მიდის და ჩნდება პირმშო,სახელად ”ჭეშმარიტება”.აი გთავაზობთ ვირტუალურ,ლოკალურ კითხვა-პასუხს,გლობალური შედეგით...

კითხვა: რა არის სიტყვა ”გლობალიზაციის” ჭეშმარიტი განმარტება?

პასუხი: სამწუხაროდ,პრინცესა დიანას ტრაგიკული აღსასრული.

კითხვა: ეს როგორ?

28.07.2011

ზოოპარკში გამომწყვდეულნი


მეთექვსმეტე საუკუნის ევროპაში შავკანიანი თუ წითელკანიანი ადამიანები ეგზოტიკასთან ასოცირდებოდა და ევროპელები ისეთივე ინტერესით ათვალიერებდნენ,როგორც მათთვის აქამდე უცნობ ეგზოტიკურ ცხოველებს შიმპანზეს,გორილას,ლამას,კენგურუს,ფარშევანგსა თუ თუთიყუშს.სწორედ შორეულ შუასაუკუნეებში მოგზაურობათა და ახალ მიწათა აღმოჩენა–შესწავლის ტალღამ გადაუარა „ბებერ კონტინენტს“ და დაიძრნენ იალქნიან ხომალდთა შენაერთები(თავიანთი მაგელანებითა და ვასკო და გამებით,კოლუმბებითა თუ ამერიგო ვესპუჩებით) ახალი მიწებისაკენ.სწორედ ახალ მიწათა აღმოჩენამ ევროპელების თვალთახედვის არე გაზარდა და აქამდე უცნობ რეალობის წინაშე დააყენა–მათ იხილეს ანატომიურად იდენტური ცოცხალი არსებები,მაგრამ კანის ფერის და განსხვავებული ქცევების გამო აითვალწუნეს და მაშინვე ცხოველებად მონათლეს.აი,რასიზმის კლასიკური გამოვლენაც სახეზეა... თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია და სწორედ ამ პერიოდიდან იწყება რასიზმის ახალი სიმაღლეებისკენ მისწრაფება.

15.07.2011

"ქვეყნიერების კეთროვანებანი"


ეთერშია სტატიათა ციკლი – "ქვეყნიერების კეთროვანებანი".

თუ დააკვირდებით ზევით გამოსახულ სურათს და გაანალიზებთ აზრებს,შესაძლოა თქვენც ეს გაიფიქროთ რასაც ახლა დავწერ.ადამიანის ხელი კალმის(იქნებ ფუნჯის) მოძრაობით დედამიწის ზედაპირზე ავლებს ხაზს,ყოველივე ამით კი ცდილობს დედამიწა საკუთარ თავზე მოირგოს.სინამდვილეში კი ჩვენ უნდა მოვერგოთ დედამიწას.ადამიანთა ამ ორი შეხედულების გადაკვეთაზე კი თავს იჩენს კეთროვანებანი,რაც საფრთხეს უქმნის როგორც ცალკეულ ადამიანებს,ჯგუფებს,ეროვნებებს,ასევე ზოგ შემთხვევაში საფრთხე პლანეტარული მასშტაბისაა.ცალკეულ შემთხვევაში ვიღებთ სიტუაციას როცა საფრთხე არსად ჩანს,შედეგად ირონიული ღიმილი იკითხება ან ხარხარი ისმის... და ამ ყველაფერს ერთი სიტყვა აერთიანებს – "კეთროვანება".

12.07.2011

მარწყვის ლუდი


„ჩვენ ვიღებთ 150 ფუნტ ადგილობრივ მარწვს და წნეხის საშუალებით ვახდენთ მის დაწურვას.ამის შემდეგ მიღებული მასა გადის სხვადასხვა პროცედურებს და შედეგად ვიღებთ დაახლოებით 150 გალონ ლუდს.ეს ჩვეულებრივი ლუდი არ გეგონოთ,საქმე მარწვის ლუდთან გვაქვს". ამ ექსპერიმენტის მიღმა კი ცნობილი ლუდსახარში Dogfish Head Brewery(ლუდსახარში სათაო ოფისი მდებარეობს აშშ_ში,ქალაქ მილტონში) იმალება.

09.07.2011

“სიცრუის დეტექტორის” ევოლუცია


დღეს საუბრის მთავარ თემად ავირჩიე სიცრუის საწინააღმდეგო მეთოდ-ღონისძიებების დახასიათება და განხილვა.კაცობრიობის ისტორია ყოველ ეტაპზე მოიცავდა სიმართლისა და ტყუილის დაპირისპირებას,და ყოველივე ერი ცდილობდა სიმართლის გამარჯვების საქმეში რაიმე წვლილი შეეტანა.ტყუილს ორ ნაწილად დავყოფდი:მოკლედ რო ვთქვა თეთრად და შავად,თუმცა ეს დაყოფა ზედაპირულიატყუილს მხოლოდ შავი ფერი შეესაბამება.
მაშ ასე დავიწყეთ

02.07.2011

ვუდი გატრი



"მე გამოვდივარ რათა ვიმღერო სიმღერები რომლებიც ამტკიცებენ რომ ეს სამყარო შენია,და თუ სამყარომ გავნო ან გული გაგიტეხა არაერთხელ-ეს არაფერია.არა აქვს მნიშვნელობა შენს კანის ფერს,ეროვნებას,იმას თუ რამდენად რთული პიროვნება ხარ-მე გამოვდივარ რათა ვიმღერო სიმღერები რომელიც აგავსებს სიამაყით საკუთარი თავისა და საკუთარი შრომის გამო”… თქვენ წაიკითხეთ ნაწყვეტი ლეგენდარული და გენიალური მომღერლის ვუდი გატრის განაცხადისა,რომელიც ითვლება ანდერძად ფოლკის შემსრულებლებისათვის.
ეს სტატია ეძღვნება ლეგენდარულ ამერიკელ ფოლკ შემსრულებელსა და სიმღერების ავტორს ვუდი გატრის.აქ თქვენ გაეცნობით მისი ცხოვრების შესახებ დეტალებს,ხოლო მის მუსიკალურ მხარეზე ის ლეგენდარული კომპოზიციები ისაუბრებენ რომელთაც გზადაგზა შეხვდებით ამ სტატიის თვალიერებისას.

01.07.2011

"პირველყოფილი" სპეცეფექტები


თქვენს წინაშეა ცნობილი ამერიკელი პროდიუსერი და სპეცეფექტების ავტორი რეი ჰარრიჰაუზენი.რეი 1920 წელს დაიბადა ლოს–ანჯელესში.ის წარმოშობით გერმანელია და მისი თავდაპირველი გვარია ენჰარრიჰაუზენი,მაგრამ შემდეგ გვარი ჰარრიჰაუზენად აქციეს–მისი გამოთქმა ამერიკელებს უფრო უადვილდებოდათ.
რეიმ თავისი ცხოვრების მიმართულება მაშინ აღმოაჩინა,როცა 13 წლის ასაკში ფილმი "კინგ–კონგი" იხილა და მისი თქმით "დინოზავრები შეუყვარდა",ხოლო სპეცეფექტების შემქმნელი უილის ო'ბრაიენი მის კუმირად იქცა.

29.06.2011

The Highwaymen


1985 წელს შეიქმნა სუპერჯგუფი "The Highwaymen",რომლის შემადგენლობაშიც ქანთრი მუსიკის რამდენიმე ლეგენდა შედიოდა,–ჯონი კეში,ვილი ნელსონი,ვეილონ ჯენინგსი.ჯგუფის მეოთხე წევრი იყო ცნობილი მსახიობი და პოეტ–ბარდი(ბარდი–მუსიკალური ნაწარმოებების ავტორ–შემსრულებელი) კრის კრისტოფერსონი.ოთხივე მუსიკოსს შთამბეჭდავი კარიერა ჰქონდა და მათი ერთობლივი პროექტი "The Highwaymen" წარამატებისთვის განწირული იყო.სუპერჯგუფმა სულ 10 წელი იარსება და 1995 წელს არსებობა შეწყიტა.მათი სამი ალბომი ქანთრი მუსიკის ისტორიის ნაწილი გახდა და მუსიკის მსმენელებს წლების მანძილზე სიამოვნებას ანიჭებს.

28.06.2011

"731 სისხლიანი საკურა"


იაპონიის მიმართ ჩინეთს,ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება აქვს,ყოველივე კი ამომავალი მზის ქვეყანაში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გამეფებული დაუსჯელობის სინდრომით იყო გამოწვეული.სამხედრო დამნაშავეები დაუსჯელად დაიარებოდნენ იაპონიურ მიწაზე და ზოგიერთ მათგანს საკმაოდ საპატიო თანამდებაც ეკავა.განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევდა სისასტიკითა და არაჰუმანურობით ცნობილი "731-ე შენაერთის",რომლის წევრებმაც ისეთი დანაშაული ჩაიდინეს,რომლის მცირე ნაწილის შესახებ ცნობებიც კი თმას ყალყზე აყენებს.

25.06.2011

ქაოტური და შინაარსიანი "დრო"



მეთვრამეტე საუკუნე ინგლისში პოლიტიკური კარიკატურების აღმავლობის ხანად უნდა ჩაითვალოს.სწორედ ამ დროს მოღვაწეობდა ცნობილი ინგლისელი ფერმწერი,ილუსტრატორი და გრავიორი უილიამ ჰოგარტი (1697-1764),რომელიც კარიკატურების და სატირების უბადლო შემსრულებლად მიიჩნევა.მისი შემოქმედება იმდენად საინტერესოა,რომ არაერთი თაობის ფერმწერმა განიცადა მისი გავლენა.დღეისათვის თქვენს ყურადღებას გავამახვილებ ჰოგარტის ერთ სატირულ გრავიურაზე "დრო",რომელიც ერთი შეხედვით საკმაოდ ქაოტურად გამოიყურება,მაგრამ შინაარსიანია,ეს შინაარსი კი მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში მიმდინარე შვიდწლიან ომის ინგლისურ პერიპეტიებს წარმოაჩენს.

ცნობილი სახეები "წინასაგისოსო" მდგომარეობაში


გისოსებს მიღმა შესაძლოა ნებისმიერი ადამიანი აღმოჩნდეს. კანონის წინაშე ყველა თანასწორია და დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, ცნობილი სახეებიც სათანადოდ უნდა დაისაჯონ.
გთავაზობთ რამდენიმე ცნობილ სახეს,დაფიქსირებულს მეტად "წინასასგისოსო" მდგომარეობაში.ასევე საშუალება გეძლევათ დატკბეთ მათი შემოქმედების "მოლეკულური" ნაწილით.

24.06.2011

რონალდო


სრული სახელი: რონალდო ლუის ნაზარიო დე ლიმა.
დაბადების წელი: 22/09/1976.
დაბადების ადგილი: რიო–დე–ჟანეირო, ბრაზილია.
ამპლუა: თავდამსხმელი.
მეტსახელი: კიჭა, ფენომენი.

20.06.2011

"რანდევუ" კუდიან ვარსკვლავებთან

1873 წლის 10 ივლისს ამერიკული გამოცემა "Decatur Republican" აქვეყნებს პროფესორ პლანტამუს მეტად უცნაურ წინასწარმეტყველებას.ეს პროფესორი მანამდეც იქცევდა ყურადღებას,როცა კომეტებზე დაკვირვებით თავის აზრებს აფიქსირებდა.1872 წელს კომეთებთან მორიგი "გასაუბრების" შემდეგ ბატონმა პროფესორმა დედამიწას წირვა გამოუყვანა და ივარაუდა კომეტის ჩვენს მშობლიურ პლანეტასთან შეჯახება.
მიილია 1872 წელი,მაგრამ არსად ჩანდა კომეტა.წარუმატებლობამ არ დააბნია პროფესორი და კომეტებთან მორიგი "რანდევუ" გამართა."შეხვედრა" მალე დამთავრდა და მორიგი წინასწარმეტყველებაც გამოჩნდა.პროფესორი უკვე გასცდა აწმყოს და შორეულ მომავალში დაიწყო ხელების ფათური,მისი წინასწარმეტყველება 2011 წელს მსოფლიო მასშტაბის გამყინვარებას ვარაუდობდა.

"უცნობი ბავშვის საქმე"


ჩარლზ ლინდბერგ უმცროსის გაუხსნელი საქმის შემდეგ,მორიგ საქმეზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას.სიტუაცია ისევ აშშ_ში ვითარდება,საქმე ისევ ბავშვის(რომლის ვინაობა დღემდე უცნობია) წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს ეხება."ლინდბერგის საქმისგან" განსხვავებით აქ არ იკითხება სამართალდამცველთა აფსურდული ქმედებები და არც უდანაშაულო ადამიანის დასჯამდე მივდივართ.თავისი პერიპეტიებით "უცნობი ბავშვის საქმე" საკმაოდ საინტერესოა.

19.06.2011

"ხიდომანია"



"ხიდომანია"–ახალაშენებული ხიდების რაოდენობა რაც უფრო მეტია,სახელმწიფოს ეკონომიკური პროგრესის ხარისხიც და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობაც უფრო მაღალია... ამ "კონცეფციას" არაერთ ქვეყანაში არაერთი გამხმოვანებელი ჰყავს.გამხმოვანებლები იმას არ ფიქრობენ,რომ ეკონომიკური ზრდისა და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის საზომი ხიდების რაოდენობა არც ყოფილა,არც არის და არც არასდროს იქნება...
მცირედი შესავლის შემდეგ გადავალ მთავარზე და გეტყვით,რომ ეს მცირე სტატია ინფორმაციული ხასიათისაა და მსოფლიოს მასშტაბით 5 ცნობილ ხიდს ეხება(შესაძლოა ზოგიერთს სხვა ხუთეული დაესახელებინა).

17.06.2011

"ეგზოტიკური ცუნამი"


1764 წელს ჰენრი მომ ლონდონში დაარსა ლუდსახარში "მო და კომპანია".ლუდსახარში იმით იყო ცნობილი,რომ დამზადებულ ლუდს დიდი ზომის მეტალის როფებში ინახავდნენ.ყველაზე დიდი ზომის როფის სიმაღლე 6,7 მეტრს შეადგენდა და იტევდა დაახლოებით 512 ლიტრ ლუდს.ლუდსახარშის ფინანსური მდგომარეობა დღითი დღე უმჯობესდებოდა,მაგრამ "სატანას არ ეძინა" და ეშმაკის პირველივე "დამთქნარება" კომპანიისათვის გაკოტრების ტოლფასი აღმოჩნდა,ხოლო რამდენიმე ადამიანისათვის ტრაგიკული.

16.06.2011

"გიგანტური მწერები"


1910 წელს ბრიტანულ ჟურნალში "The Strang Magazine" მკითხველმა თვალი შეავლო სათაურს "მწერები,რომ დიდი ზომის იყვნენ".სათაურით დაინტრიგებულმა საზოგადოებამ სტატიის კითხვა გააგრძელა და არაერთი ადამიანი შიშის მორევმა ჩაითრია.სტატიაში ტექსტზე დიდი ადგილი ჩანახატებს ეკავა,რომელიც შიშსა და ირონიას თესავდა.
დროა ჩვენც გადავინაცვლოთ საუკუნისწინა წარსულში და გადავხედოთ აღნიშნულ ჟურნალში გამოქვეყნებულ ფოტოებს.

კამუფლაჟი ამერიკულად


1940 წელს მეორე მსოფლიო ომი ჯერ კიდევ არ იყო გადამწყვეტ ფაზაში,თუმცა მხარეები სახავდნენ გზებს შემდგომი მოქმედებებისათვის.მიზანდასახვას თან ახლდა მოსამზადებელი სამუშაოები და მრავალი იდეა.იდეების გენერირებისას აშშ_ში თავდაცვის საკმაოდ პრიმიტიული(დღევანდელი გადმოსახედიდან) ხერხი შეიმუშავეს.სწორედ ამ ხერხით იგეგმებოდა ბერბანკში(კალიფორნია) მდებარე Lockheed_ის ავიაქარხნის გადარჩენა იაპონელთა თავდასხმისაგან(ბერბანკი წყნარი ოკეანის სანაპიროს სიახლოვეს მდებარეობდა და მიაჩნდათ,რომ იაპონური საჰაერო ძალები ასეთ მისიას შეასრულებდნენ).

10.06.2011

ლინდბერგის საქმე 3


I ნაწილი – შემთხვევა ჰოუპველში და 20 თვის ჩარლზ ლინდბერგ უმცროსის გაუჩინარება,სამართალდამცველთა გულგრილობა და ნაპოვნი კონვერტი ბავშვის ოთახში,შუამავლის გამოჩენა და კავშირი "ჯონისთან",ორი შეხვედრა სასაფლაოზე და კონვერტების გაცვლა,სიცრუე,უიმედობა და გზის პირას აღმოჩენილი გვამი.
II ნაწილი – გვამის ამოცნობა და გაკვეთა,საეჭვო დასკვნა და ოპერატიული კრემაცია,შემთხვევა ბენზინგასამართ სადგურზე,ოქროს სერთიფიკატები და კვალზე გასული პოლიცია,დაკავებული ეჭვმიტანილი და გაყალბებული რეალობა,"შერლოკ ჰოლმსი" და სამი ადვოკატი,სასამართლოს "სტარტი" და გაკვირვებული სახეები...

07.06.2011

ლინდბერგის საქმე 2


"ლინდბერგის საქმის" პირველ ნაწილში განვიხილე მოვლენები 1932 წლის 1 მარტიდან(ჩარლზ ლინდბერგ უმცროსის გატაცების თარიღი) 12 მაისამდე(როცა სატვირთო ავტომანქანის მძღოლმა უილიამ ალენმა ტყის სიახლოვეს გამავალ გზაზე,სატელეფონო ბოძთან აღმოაჩინა ბავშვის გვამი).ამ მცირე პერიოდში ლინდბერგების ოჯახმა მრავალი ღამე თეთრად გაათენა,იყო იმედები და იმედგაცრუებები,ხანმოკლე სიხარული და ისევ იმედგაცრუება.12 მაისის მოვლენებმა კი საბოლოოდ ბოლო იმედის ნაპერწკალიც ჩააქრო და წყვდიადმა დაისადგურა.ვნახოთ თუ როგორ ვითარდება მოვლენები ბავშვის(ჯერ კიდევ დასადგენია ეკუთვნოდა, თუ არა გვამი პატარა ჩარლზს) გვამის აღმოჩენის შემდეგ.

05.06.2011

ლინდბერგის საქმე


1927 წლის 20 მაისს 7:52 წუთზე ამერიკელი პილოტის ჩარლ ლინდბერგის ერთძრავიანმა მონოპლანმა,სახელად "სენტ ლუისის სული" სტარტი აიღო და შეასრულა პირველი ტრანსატლანტიკური რეისი ნიუ იორკი–პარიზი.ეს იყო სრულიად ახალი სიტყვა ავიაციაში და ისეთივე გამოხმაურება მოჰყვა,როგორც შემდგომ პერიოდში გაგარინის კოსმოსში გაფრენასა და "აპოლონ 11"_ის მთვარეზე ვოიაჟს.
ამის შემდეგ იყო ჩარლზის აღიარება "ამერიკის სიამაყედ" და 50მდე სახელმწიფოს უმაღლესი ჯილდოს მიღება,საყოველთაო აღიარება და სიყვარული.გავა მცირე ხანი ჩარლზი მიიღებს აშშ_ს არმიის პოლკოვნიკის წოდებას,გახდება აშშ_ს თავდაცვის მინისტრის მთავარი მრჩეველი ავიატექნიკის დარგში,იკავებს საკმაოდ საპატიო და შემოსავლიან ვიცე–პრეზიდენტის პოსტს ავიაკომპანია "პან ამერიკან"_ში.მისი ცხოვრება ბედნიერების "კალაპოტში მიედინებოდა"... მაგრამ ამ დროს "არ ეძინა სატანას" და დიდი ტრაგედიას უმზადებდა საგმირო საქმეების ავტორ პილოტს.

30.05.2011

ლეოპოლდი და ლიობი



1950 წელს აშშ_ის ფედერალური დაზვერვის ბიურომ გამოაქვეყნა ბოლო 50 წლის საშიშ დამნაშავეთა ათეული.მეოთხე ადგილი მიაკუთვნეს ნათან ლეოპოლდისა და რიჩარდ ლიობის ტანდემს.მათ მხოლოდ ერთი ადამიანი იმსხვერპლეს,იმსხვერპლეს საკუთარი ჟინის დაკმაყოფილების მიზნითთუმცა ამ დანაშაულს ისეთი რეზონანსი ახლდა თან,რომ იმ პერიოდშისაუკუნის საქმეცკი უწოდეს,ხოლო ალფრედ ჰიჩკოკმა ეს ისტორია ახალი ინტერპრეტაციით წარმოადგინა ფილმშითოკი”.მაშ ასე განვიხილოთ საქმე – “ილინოისი ლეოპოლდისა და ლიობის წინააღმდეგ”.

21.05.2011

ამელია ერჰარტი


1936 წლის ზაფხულში დღის სინათლე იხილა ორძრავიანმა მონოპლანმა "Lockheed Model 10 Electra",ეს სიახლე კი ცნობილ ქალ პილოტს ამელია ერჰარდის თავისი მთავარი ოცნების განხორციელების საშუალებას მისცემდა,ამ ოცნებას კი სახელად ერქვა "მსოფლიოს გარშემო ფრენა".თუმცა საბოლოოდ ეს ოცნება ტრაგედიად იქცა,ტრაგედიად რომელმაც ამელია ერჰარდის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ამ საბედისწერო ფაქტამდე მცირე ხნით ადრე ამელიამ განაცხადა:"მალე რეკორდები უკანა პლანზე გადაიწევენ და აღარ მოგვევლინებიან პროგრესის მთავარ მამოძრავებელ ძალად.ავიაციის მთავარი შემოქმედის "გვირგვინი" გადაეცემა კარგად მომზადებულ ავია–ინჟინერს,ხოლო პილოტ–რეკორდსმენები უკანა პლანზე გადაინაცვლებენ".
ვნახოთ როგორ დაიწყო ყველაფერი.

19.05.2011

აშშ – 1904 წელი



დღეისათვის აშშ მსოფლიოში ჰეგემონის როლშია და ერთადერთ ზესახელმწიფოს წარმოადგენს.თუმცა ყოველივე ეს ერთი ხელის მოსმით არ შექმნილა.ყველაფერი 1776 წლის 4 ივლისს დაიწყო დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღებით და მრავალ ქარტეხილში სვლის შემდეგ მივიღეთ დღევანდელი აშშ–ზოგიერთისთვის სანიმუში და ზოგიერთისთვის კი უარყოფითი აზრების გენერატორი.საინტერესო იქნება ალბათ, თუ გადავინაცვლებთ ერთი საუკუნით უკან და რამდენიმე ფაქტზე დაყრდნობით შევადარებთ წარსულის შტატებსა და აწმყოს სინამდვილეს.მაშ ასე,თქვენს წინაშეა 1904 წლის აშშ და რამდენიმე საინტერესო ფაქტი 107 წლის("გვერდის") მიღმა.

16.05.2011

"ძილინებისა ირენ"


1932 ცნობილი აფრო–ამერიკელი ბლუზმენის ლიდბელის(ჰადი უილიამ ლედბეტერი) მიერ სპეციალურად მუსიკის კოლექციონერ ჯონი ლომაქსისათვის ჩაწერილ იქნა კომპოზიცია "Goodnight, Irene".სიმღერა აშშ_ში დიდი პოპულარობით სარგებლობდა და უმეტესობა მის ავტორად სწორედ ლიდბელის თვლიდა.თუმცა გავიდა დრო და გაირკვა,რომ "Goodnight, Irene" იყო აფრო–ამერიკული ფოლკლორის საკმაოდ ცნობილი შედევრი.ლედბელის თქმით,მან ამ გენიალურ ნაწამოებს პირველად მეცხრამეტე საუკუნის ბოლო წლებში მოუსმინა და ეს მისი ბიძის დამსახურება იყო.როგორც შემდეგ გახდა ცნობილი "იავნანა ირენისათვის" 1886 წელს ასრულებდა გასსი ლ.დევისი,ხოლო ლიდბელიმ პირველად 1908 წელს შეასრულა.

09.05.2011

გამარჯვების დღე



დღეს გამარჯვების დღეა

WWII_ის უცნაური ფაქტები (1)


მეორე მსოფლიო ომმა მსოფლიო ისტორიაში წარუშლელი სისხლიანი კვალი დატოვა.ომი დაიწყო 1939 წლის 23 მაისს ნაცისტური გერმანიის პოლონეთზე თავდასხმით და დასრულდა 1945 წლის 2 სექტემბერს ამერიკული სამხედრო–საზღვაო ძალების ლინკორზე "მისური",სადაც იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრ მამორუ სიგემიცუს მიერ ხელმოწერილ იქნა იაპონიის კაპიტულაციის აქტი.
ამ ომში მონაწილეობას იღებდა მსოფლიოს 62 ქვეყანა(იმ დოისათვის არსებობდა 72 სახელმწიფო),ბრძოლა მიმდინარეობდა 40 ქვეყნის ტერიტორიაზე,ბრძოლას ემსხვერპლა 55 მილიონამდე ადამიანი,მატერიალურმა ზარალმა შეადგინა 4 ტრილიონი აშშ დოლარი,განადგურდა 1000 ქალაქზე მეტი... ეს ის ტრაგედიაა,რომელსაც  ციფრთა და სიტყვათა ვერანაირი წყობა ვერ დაიტევს...

სტატიათა ციკლ–"WWII_ის უცნაური ფაქტები"_ს საშუალებით შემოგთავაზებთ მეორე მსოფლიო ომის დროს მომხდარ საინტერესო და უცნაურ ფაქტებს.

06.05.2011

მიზანი–ტრიუმფი,შედეგი–კრახი.


სოფლის მეურნეობა ის სფეროა სადაც დილეტანიზმის გამოვლინება დაღუპვის ტოლფასია.ყოველივე ახალი „ველოსიპედის გამოგონებამდე“ უნდა მოხდეს გამოცდილ აგრონომთა მობილიზაცია და საკითხის დეტალური შესწავლა,ყოველგვარი რისკ–ფაქტორების გათვალისწინება და ამის შემდეგ უკვე ნიადაგიც(როგორც პირდაპირი,ასევე გადატანითი მნიშვნელობითაც) მზად იქნება იდეის განხორციელებისათვის.თუმცა დღევანდელ საქართველოში სიტუაცია მძიმეა,რადგან არ ხდება სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინება და ხდება ახალი „ველოსიპედების“ უაზრო გენერაცია.ამით კი შორს ვერ წავალთ და საბოლოოდ დაიღუპუპება ქართული სოფლის მეურნეობა.იყო პერიოდი როცა ქართული პროდუქცია სრულიად აკმაყოფილებდა საქართველოს მოსახლეობის მოთხოვნებს,პლიუს ამას ხარისხიც საუკეთესო იყო.შემდეგ კი მავან დილეტანთთა ჩარევით სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა,შედეგად კი მივიღეთ კატასტროფა.

04.05.2011

შუასაუკუნეებიდან “მოვლენილი” მეომარი



1940 წელი.მეორე მსოფლიო ომი ჯერ კიდევ საწყის ფაზაშია,თუმცა გაცხარებული ბრძოლები მაინც მიმდინარეობს.საფრანგეთის სოფელ ეპინეტეში გამაგრებულია ბრიტანული შენაერთი,რომელსაც მეთაურობდა ჯეკ ჩერჩილი.ამ დროს ბრიტანელებს თავს ესხმიან გერმანელები.ბრძოლისას გერმანელთა მეთაური გაკვირვებული დარჩა,რადგან ერთი ჯარისკაცი ისრით განგმირული დაეცა.ისარი კი სწორედ ჯეკ ჩერჩილმასტყორცნა”.ეს პიროვნება მშვილდ-ისარით და ხმლით შეიარაღებული მოქმედებდა ბრძოლებში და რამდენიმე ადამიანიც კი იმსხვერპლა შუასაუკუნეებისდანგადმოსროლილმამებრძოლმა.

უსამა ბინ ლადენი–"მტრის ხატი"?


"მტრისხატოკრატია"–შეჰქმენ "მტრის ხატი" და იბატონე.

02.05.2011

პანორამული "რეალობა"



გამოჩნდა Sony Cybershot_ის ორი ახალი რეკლამა,სადაც ხაზი გასმულია აპარატის პანორამულ შესაძლებლობებზე.რეკლამა საკმაოდ ორიგინალურია და არსი შემდგომში მდგომარეობს:სახეზეა ორი ცნობილი ფოტო–ენა გამოყოფილი ალბერტ ეინშტეინი და ირონიულად მომღიმარი მერილინ მონრო.სურათების გამოჩენის შემდეგ ხდება სივრცის "პანორამიზაცია" და ვხედავთ თუ რა სიტუაციაში მოხდა ორი ცნობილი პერსონის დაფიქსირება.ეინშტეინი ენას იყენებს კონვერტების დასაწებებლად და აუარება გზავნილი პოსტალიონთა აბგებში ხდება;მერილინ მონროს გარშემო აურზაურია,ავტოავარია და მერილინ მონროს უკვე სახეზე ღიმილი დათამაშებს.



P.S.ყოველივე ეს უბრალო წარმოსახვაა და რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

სამეფო ქორწილი ისტორიულ კონტექსტში


2011 წლის 29 აპრილს მსოფლიოს თვალთახედვის არეში ლონდონი მოხვდა.დაახლოებით 2 მილიარდი ადამიანი ადევნებდა თვალს პრინც უილიამისა და ქეთრინ მიდლტონის საქორწინო ცერემონიას,რომელიც საკმაოდ პომპეზური გამოდგა,თუმცა სხვანაირად არც შეიძლება ყოფილიყო,რადგან ოდესღაც ძლევამოსილი ბრიტანეთის ტახტის ერთ–ერთი მემკვიდრე,პრინცი უილიამი(ტახტის მთავარი მემკვიდრეა უელსის პრინცი ჩარლზი) ირთავდა ცოლს.პრინცის რჩეულია 29 წლის ქეთრინ მიდლტონი.საქორწინო ცერემონიის შემდეგ ცნობილი გახდა,რომ წყვილს მიენიჭა კემბრიჯის ჰერცოგისა და ჰერცოგინიის ტიტული.
რაც შეეხება ისტორიულ კონტექსტს,ამისათვის ვესტუმროთ 1923 წლის ლონდონს.88 წლის წინ,26 აპრილს ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრე,იორკის პრინცი ალბერტი–ტახტზე ყოფნისას ჯორჯ IV(ფილმი "მეფის სიტყვა" სწორედ ჯორჯ მეექვსეს ეხება),შეუღლდა.მისი რჩეული გახდა ელისაბედ ბოუზ–ლაიონი.გავა რამდენიმე რამდენიმე წელი და წყვილს მომავალი დედოფალი ელისაბედ მეორე შეეძინება.
1923 წელს მომხდარი ეს ისტორიული ფაქტი ფირზეც დაფიქსირდა.შეგიძლიათ იხილოთ 5 წუთიანი ვიდეო,სადაც საქორწინო ცერემონიაა აღბეჭდილი.

30.04.2011

მონფოკონი

შუასაუკუნოვან ევროპაში დამნაშავეთა დასჯის მრავალი მეთოდი არსებობდა.ამ მეთოდებს შორის ლიდერის პოზიციას მყარად იკავებდა სიკვდილი ჩამოხრჩობით.გარდა ჩამოხრჩობისა პირველობისკენ მიისწრაფოდა კოცონზე დაწვისა და გილიოტინაზე თავების გდების "ცერემონიალი".მართალია მრავალი დამნაშავე იქნა დასჯილი,მაგრამ ამ "დამნაშავეებს" შორის მრავალი უდანაშაულოც იყო.უდანაშაულოთა უმეტესობა განსხავებულად მოაზროვნე "ჯადოქარი" თუ დახელოვნებული ალქიმიკოსიც იყო.
მეცამეტე საუკუნის საფრანგეთში ინკვიზიციის "ცერემონიალს" საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა,ამიტომ გასაკვირი არც იყო შორეულ წარსულში პარიზის გარეუბანში მიწიდან აზიდული სახრჩობელა–მონფოკონის მშენებლობა.მონფოკონის პროექტის ავტორია საფრანგეთის გვირგვინოსნის ფილიპ IV ლამაზის მრჩეველი ანგერან დე მარინი.მარინის აზრით მონფოკონი იძლეოდა "ორი კურდღლის" დაჭერის საშუალებას–შესაძლებელი იყო ერთდოულად 50მდე დამნაშავის ჩამოხრჩობა და ამ სასტიკი სანახაობით პოტენციურ მოღალატეთა და სხვადასხვა ჯურის დამნაშავეთა დაშინება,დაშინებას კი შედეგად უნდა მოჰყოლოდა "პოტენციურთა" არა დანაშაულს...

27.04.2011

მირაჟად ქცეული ისტორია

სახელმწიფოს ტურისტული პოტენციალის ასამაღლებლად ხელისუფალნი შეიმუშავებენ მრავალ სტრატეგიას,რათა შემდგომში მოიზიდონ "პილიგრიმთა" არმია და ყურადღების ცენტრში მოაქციონ პოტენციური ღისრშესანიშნაობანი.ტურისტთა მოსაზიდად მრავალი ქვეყანა საკმაოდ პროვოკაციულ ღონისძიებას მიმართავს და სხვადასხვა ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებით ზრდის ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს.
არის საკმაოდ განსხვავებული შემთხვევა როცა სახელმწიფო არ იყენებს პოტენციურ ტურისტულ "მექას" და უბრალოდ მის დემონტაჟს ახდენს,სწორედ ასეთ შემთხვევას შეიძლება მივაკუთვნოთ 2000 წელს მოჰავაში(კალიფორნია,აშშ)  დემონტირებული ტელეფონის ჯიხური.
1960 წელს მოჰავას მოჰავას ეროვნულ ნაკრძალში მდებარე უდაბნოში გეოლოგები ასრულებდნენ თავიანთ პროფესიულ მოვალეობას.ისინი ცივილიზაციისაგან მოწყვეტილი აღმოჩნდნენ და ამ მიზნით გადაწყდა,რომ მათი "შეკრების ადგილის" სიახლოვეს ტელეფონი დაედგათ.იდეას ფრთები მალევე შეესხა და იმავე წელს დამონტაჟდა ტელეფონის ჯიხური.ყურმილის მეორე მხარეს ცივილიზაციის ჩვეული ხმა გაისმა.გეოლოგთა სამუშაო მალევე დასრულდა,ხოლო ტელეფონი მუშა მდგომარეობაში დარჩა.

24.04.2011

Horror In USSR ?

თუ გადაავლებთ სტატიებს თვალს,აღმოაჩენთ,რომ საბჭოთა კავშირში სექსის არარსებობის შესახებ მითი განადგურებულია.ახლა კი სხვა სტერეოტიპის რღვევაზე გადავალ,რაშიც დიდ დახმარებას გამიწევს საბჭოთა პროპაგანდის ერთ–ერთი მთავარი იარაღი–პლაკატები სხვადასხვა სლოგანით.
სსრკ_ს დროს ხელოვნების ყველა დარგი ცენზურის მკაცრი "ხელით" იმართებოდა.ეს "ხელი" კი ავადსახსენებელი "ტროიკის" ერთ–ერთ ფორმად შეიძლება მივიჩნიოთ.
განსაკუთრებით ცენზურის "ჯოხი" ტყდებოდა კინორეჟისორთა და მწერალ–პოეტთა ზურგზე.მიუხედავად ამისა,სსრკ_ს პერიოდში არაერთი გენიალური მხატვრული ნაწარმოები შეიქმნა.
ბევრს მიაჩნია,რომ რკინის ფარდის მიღმა არ არსებობდა საშინელებათა კინო,მაგრამ მინდა გითხრათ,რომ ცდებით.1967 წელს რეჟისორმა კონსტანტინ ერშოვმა მოახდინა ნიკოლოზ გოგოლის ნაწარმოების ეკრანიზაცია.ასე შეიქმნა მხატვრული ფილმი "ვიი"(«Вий»),რომელიც ითვლება პირველ და უკანასკნელ საშინელებათა ფილმად,რომელიც საბჭოთა კავშირში გადაიღეს.ფილმი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა,32 მილიონმა საბჭოელმა იხილა.შემდეგ იყო ჩვენება აშშ_ში და რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში.გამოცანად რჩება,როგორ გაიარა ფილმმა ცენზურის ლაბირინთი.

22.04.2011

The American Folk Blues Festival

მეოცე საუკუნის 60_იან წლებში მუსიკალური სამყარო ჯაზის,როკ'ნ'როლისა და ბლუზის ტალღამ მოიცვა და მრავალ ადამიანი თავდავიწყების ოკეანეში გადაეშვა.განსაკუთრებით ეს ოკეანე აშშ_ში ბობოქრობდა,ხოლო ევროპა ამ დროს "ბიტლომანიის" საფარში იყო გახვეული.
1962 წელს გერმანელ ჯაზ პუბლიცისტ იოაჰიმ ბერენდტს  იდეა მოუვიდა,რომლის არსიც იმაში მდგომარეობდა,რომ ევროპა აფრო–ამერიკული ბლუზმენთა საგასტროლო ადგილად ქცეულიყო.
ბერენდტის იდეას ხორცი შასხა ორმა გერმანელმა პრომოუტერმა–ჰორსპ ლიპმანმა და ფრიც რაუმ.ბლუზმენები მზად აღმოჩნდნენ ევროპის მუსიკალური ოკუპაციისათვის.
1962 წელს მოეწყო პირველი "The American Folk Blues Festival".ფესტივალის ფარგლებში დაიგეგმა კონცერტი გერმანიაში,ინგლისსა(ლონდონი) და საფრანგეთში(პარიზი)."ბებერ კონტინენტს" ესტუმრნენ ისეთი გიგანტები,როგორებიცაა:მადი უოტერსი,"ჰაულინ ვულფი",სონი ბოი უილიამსონი,ჯონ ლი ჰუკერი,ოტის რაში,მემფის სლიმი,ლიტლ უოლტერი,სონ ჰაუსი,ბადი გაი...
1962 წლიდან 1972 წლის ჩათვლის ფესტივალი ყოველწლიურად იმართებოდა.შემდეგ იყო 8 წლიანი პაუზა და მორიგი "რენესანსი" 1980 წელს.ფესტივალმა არსებობა 1985 წელს შეწყვიტა,მაგრამ დატოვა შეუფასებელი მუსიკალური მემკვიდრეობა.
გაგრძელებაში შეგიძლიათ იხილოთ ვრცელი ვიდეორგოლი ფესტივალის შესახებ და მოისმინოთ ამერიკული ბლუზის შედევრები.მაშ ასე მოამზადეთ გონება გენიალური მუსიკასათვის და გააგრძელეთ.

19.04.2011

იცნობდეთ კოლა ქვარიანს!



წარმოგიდგენთ ქართველ ფალავან კოლა ქვარიანს,რომელიც დაიბადა ქუთაისში 1900 ან 1903 წელს.კოლა საკმაოდ ათლეტური აგებულების იყო და ძლიერ ფალავანადაც ითვლებოდა.1927 წელს ის აშშ_ს ეწვია და აქედან იწყება კოლას ამერიკული ცხოვრება.მისი მკლავის ძალა არაერთმა ფალავანმა გამოსცადა და ყველა ბრძოლა კოლას გამარჯვებით სრულდებოდა.გარდა ათლეტური მოღვაწეობისა,კოლა ჭადრაკსაც კარგად თამაშობდა,არსებობს ცნობა,რომელიც იუწყება,რომ კოლას 5–6 დღე დაათენდა ჭადრაკის თამაშში.
როგორც იუწყებიან,კოლას საკმაოდ ახლო ურთიერთობა ჰქონდა გენიოს კინორეჟისორ სტენლი კუბრიკთან.1956 წელს სტენლიმ თავის მორიგ ფილმში–"მკვლელობა",კოლას ეპიზოდური როლიც არგუნა,
კოლა ქვარიანი 1980 წლის 17 თებერვალს გარდაიცვალა 79 ან 77 წლის ასაკში.
უფრო მეტის გასაგებად,შეგიძლიათ გადამისამართდეთ შემდეგ ბმულზე.ბმული 1ბმული 2.
გააგრძელებაში იხილეთ კოლა ქვარიანის ბრძოლის ამსახველი ვიდეო.

ჩვენთან არ ეწევიან!



თამბაქოს საწინააღმდეგო კამპანიის პროექტი პირველად გერმანიაში შეიმუშავეს და იმ მეთოდებს დღესაცაქტიურად იყენებენ.პროექტის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი თავად ადოლფ ჰიტლერი იყო.
თამბაქოს საწინააღმდეგო მოძრაობის ნიშნები გერმანიაში ნაცისტების გამოჩენამდეც შეიმჩნეოდა,ჯერ კიდევ 1904 წელს შეიქმნაგერმანელი საზოგადოება თამბაქოს წინააღმდეგ და არამწეველთა მხარდასაჭერად”,თუმცა ეს მოძრაობა მცირე ხანში დაიშალა.1910 წელს შეიქმნაგერმანიის ფედერაცია თამბაქოს წინააღმდეგ”.მოძრაობა აქტიურად გაიშალა ჰანოვერში,დრეზდენში,ასევე პრაღასა და ვენაშიც.ამ გაერთიანებების წევრები ბეჭდავდნენ გაზეთებს,ბუკლეტებს და ხალხს მოუწოდებდნენ სიგარეტის მასიური ბოიკოტისკენ.

17.04.2011

წითელი "კერპი"

რამდენიმე ათეული წლის წინ დედამიწის დიდი ნაწილი რევოლუციურმა ტერორმა მოიცვა,რის შედეგადაც მეფის ხელისუფლება კომუნიზმმა ჩაანაცვლა.შემდეგ იყო არაერთი რესპუბლიკის სისხლიანი გაწითლება,სისხლის გუბეები,ტერორი,სასაკლაო,ძირძველი ტერიტორიების გასხვისება "ერთი ხელის" პრინციპით... შემდეგ იყო კერპთაყვანისცემლობის ტალღა,"გაწითლებული" კაბინეტები თვალსაჩინო ადგილას "კერპის" სურათით,"რესპუბლიკების" მთავარი მოედნები კვარცხლბეკზე მდგარი "კერპით"...ყოველივე ამას კი დაემატა მარაზმი სახელად–მავზოლეუმი,"ცოცხალი" გვამით... ეს "კერპი" კი ბოლშევიკი და რევოლუციონერი,პირველი სოციალისტური სახელმწიფოს დამაარსებელი,ავადსახსენებელი ვლადიმერ ულიანოვი,იგივე ლენინი იყო
გამოხდა ხანი და დამთავრდა ეპოქა კერპთაყვანისცემლობისა,კაბინეტებიდან გაიტანეს სურათები,კვარცხლბეკიდან მიწაზე დაეშვა "სკულპტურა"...

"Интеллигенция - не мозг нации, а говно."– აი რას ამბობდა ეს "კერპი".
"Не фразы, а дело нам нужно". ანუ "საქმე ლაპარაკის ნაცვლად"?!
იხილე "სახეცვლილი" ლენინი

16.04.2011

ზონა 51 – მითი თუ რეალობა?!


ზონა 51(ნევადა,აშშ) სამხედრო ბაზაა,რომლის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.მრავალი კითხვითი ნიშნის მიუხედავად,ზონა 51_ის არსებობას მრავალი ფაქტი ადასტურებს.არაერთი ექსპერტი(ლომის წილი უფოლოგებზე მოდის) გამოთქვამს ვარაუდს,რომ საიდუმლო ზონა არაერთი საიდუმლო ცდის "ველად" იქცა,განსაკუთრებით აღსანიშნავია საიდუმლო საფრენი აპარატებისა და შეიარაღების პროექტთა შემუშავება.თუმცა ვარაუდები ვარაუდებად რჩება,რეალობას კი გრიფი "სრულიად საიდუმლო" ადევს და ცსს_ს არქივებში განისვენებს.
იხილეთ დოკუმენტური ფილმი "ზონა 51"_ის შესახებ.

14.04.2011

"გადარჩენილი ქალაქი"



1955 წელს აშშ_ში ნევადას შტატის ტერიტორიაზე,სპეციალურად შექმნილ დასახლებაში გაისმა აფეთქების ხმა და გამოჩნდა სოკოვანი ღრუბელი.რამდენიმე წუთში აფეთქების არეალი დაემსგავსა უდაბნოს.საქმე იმაში იყო,რომ ნევადის შტატში სამხედროები ატომური იარაღზე ახდენდნენ დაკვირვებას და ახდენდნენ სადემონსტრაციო აფეთქებებს.