04.05.2011

შუასაუკუნეებიდან “მოვლენილი” მეომარი



1940 წელი.მეორე მსოფლიო ომი ჯერ კიდევ საწყის ფაზაშია,თუმცა გაცხარებული ბრძოლები მაინც მიმდინარეობს.საფრანგეთის სოფელ ეპინეტეში გამაგრებულია ბრიტანული შენაერთი,რომელსაც მეთაურობდა ჯეკ ჩერჩილი.ამ დროს ბრიტანელებს თავს ესხმიან გერმანელები.ბრძოლისას გერმანელთა მეთაური გაკვირვებული დარჩა,რადგან ერთი ჯარისკაცი ისრით განგმირული დაეცა.ისარი კი სწორედ ჯეკ ჩერჩილმასტყორცნა”.ეს პიროვნება მშვილდ-ისარით და ხმლით შეიარაღებული მოქმედებდა ბრძოლებში და რამდენიმე ადამიანიც კი იმსხვერპლა შუასაუკუნეებისდანგადმოსროლილმამებრძოლმა.

ჯონ მალკოლმ ტორფ ფლემინგჯეკჩერჩილი დაიბადა ჰონ-კონგში,მისი მშობლები მალევე დაუბრუნდნენ მშობლიურ ბრიტანეთს და ჯეკი კუნძულ მენზე ერთ-ერთ კოლეჯში შეიყვანეს.სწავლის შემდეგ მან სამხედრო სასაწავლებელში ისწავლა რამდენიმე წელი და შემდეგ მანჩესტერის შენაერთის შემადგენლობაში შევიდა და 1936 წლამდე იმსახურა ბირმაში.1936 წლიდან დაიწყო გაზეთში მუშაობდა,თუმცა არც აქ გაჩერდა დიდ ხანს და ახალი გზების ძიება დაიწყო.

ჯეკი ასევე გატაცებული იყო გუდასტვირის(შოტლანდიური .ვალინკა”) დაკვრით,ასევე საკმაოდ კარგადფლობდამშვილდ-ისარს და ხმალს.ყოველივე ამან კი რამდენიმე წლის შემდეგ ჯეკი საკმაოდ ორიგინალურ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა და გააოცა მრავალი ადამიანი.


ეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ბრიტანეთში დაიწყეს სხვადასხვა სამხედრო დანაყოფების შექმნა,ერთ-ერთი ასეთი დანაყოფი იყოკომანდო”,რომლის მეთაურადაც ჯეკ ჩერჩილი დაინიშნა.
ამ დანაყოფის პირველი მისია საფრანგეთში სადაზვერვო ოპერაციის ჩატარება იყო.ეს 1940 წელს მოხდა და სწორედ აქ იწვნიეს გერმანელებმა ჩერჩილის შუასაუკუნებრივიმახვილისძალა.მიუხედავად ჩერჩილის ამ ორიგინალრი და უცნაური ბრძოლის მეთოდისა მასზედა ეშელონებშისხვა თვალით სულ არ უყურებდნენ და მისი საქციელი დააფასეს.შეიძლება ზოგს გაეცინოს ეგ რაგიჟიყოფილაო,მაგრამგიჟიარ ყოფილა ჩერჩილი,ის უშიშარი მებრძოლი იყო და არ უფრთხოდა ტყვიებისა და ქვემეხებისზუზუნს”.მის საქციელს ასევე სხვა იარაღასხმულ ჯარისკაცთა შემართების ზრდა ახლავდა თან.


ჯეკ ჩერჩილის ხმალი


1942 წელსკომანდონორვეგიაში იგზავნება საკმაოდ რთული დავალებიშ შესასრულებლად,ოპერაციის კოდური სახელი იყომშვილდ-ისარი”.მოქმედება ხდებოდა კუნძულ ვოგსიოიზე.ბრძოლის წინ ჩერჩილი გუდასტვირზე ასრულებს მცირე კომპოზიციას და შემდეგ იწყება შეტევა გერმანელთა პოზიციისკენ.ჩერჩილმა ისევ გაისროლა მშვილდ-ისარი.ეს ოპერაცია ბრიტანელთა გამარჯვებით დასრულდა,ხოლო ჩერჩილი სიმამაცისთვის დააჯილდოეს სამხედრო ჯვრით.

1943 წელსკომადომჩაატარა მორიგი წარმატებული ოპერაცია სიციალიაში და ჩერჩილი ისევ დააჯილდოეს,ამჯერად ორდენითდამსახურებისათვის”.

ომის დამთავრებამდე ჯეკმა არაერთ ოპერაციაში გამოიჩინა თავი და ისევ აგრძელებდა სვლას მშვილდ-ისრითა და ხმლით,ისევ აჟღერებდა გუდასტვირს.თუმცა ერთხელ ჩერჩილი გერმანელებს ჩაუვარდათ ხელში.

ეს მოხდა 1944 წელს როცა იუგოსლავიის ტერიტორიაზე იბრძოდა ჩერჩილის დანაყოფი,ერთ-ერთი ბრძოლისას კი გერმანელებმა თითქმის სრულიად გაანადგურესკომანდო”,ხოლო ჩერჩილი ცოცხლად შეიპყრეს და ბერლინში წაიყვანეს დასაკითხად შემდეგ კი გაამწესეს ზაკსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში.

რამდენიმე თვე გაატარა ჯეკმა ბანაკში,შემდეგ შედგა მოლაპარაკება გერმანელებსა და მოკავშირეებს შორის,გარკვეული პირობის შესრულების სანაცვლოდ გერმანელებმა გაათავისუფლეს 150მდე ადამიანი,მათ შორის ჩერჩილიც.


1945 წლის დასაწყისში ჩერჩილი ამერიკელების შენაერთში აღმოჩნდა და წყნარი ოკეანის ფრონტზე გაუშვეს იაპონიის საწინააღმდეგო ბრძოლებში,თუმცა მმალე ამერიკელებმა ატომური იარაღის გამოცდის ადგილად აქციეს ჰიროსიმა-ნაგასაკი და ომიც დასრულდა.
ომის დამთავრებამ ჩერჩილი რატომღაც გააღიზიანა და მან განაცხადა-”რომ არა ეს დაწყევლილი ამერიკელები ომი კიდევ დიდ ხანს გაგრძელდებოდა..” აქ ჩანს,რომ ჩერჩილს ისევ უნდოდა ომი და ისრების ტყორცნა.

ომის დამთავრების შემდეგ ჩერჩილმა მიიღო შეთავაზება ამერიკული კინოკომპანიამეოცე საუკუნე ფოქსისგანშეთავაზება,მას სთავაზობდნენ ეპიზოდურ როლს ფილმშიაივენჰო”,რომელიც 1952 წელს გამოვიდა.ფილმში ჩერჩილი მშვილ-ისარით შეიარაღებული მეომრის როლში გვევლინება.თუმცა ამ ფაქტმა ვერ შეცვალა ჯეკის სამხედრო სულისკვეთება და ის ისევ უბრუნდება ჯარს.სწავლობს პარაშუტიდან ხტომას,რამდენიმე წელი იმსახურა კიდეც საჰაერო ძალებში.
მშვილდ-ისარისა და ხმლის სიყვარული კი არ ჩამქრალა,მან მსოფლიო ჩემპიონატშიც კი მიიღო მონაწილეობა,თუმცა ისარი კარგად ვერ გაისროლა და გამარჯვება სხვას დარჩა.


ჯეკ ჩერჩილი 1996 წელს გარდაიცვლა ინგლისში,სურეის საგრაფოში.
სტატიას კი მისი ერთი გამონათქვამით დავასრულებ.მას როცა ჰკითხეს თუ რატომ ატარებდა ხმალს, უპასუხა-
ნებისმიერი მეომარი რომელიც ბრძოლაში ხმლის გარეშე მიდის სათანადოდ არაა შემოსილი…” 
ნათლად ჩანს,რომ ჯეკ ჩერჩილი შუასაუკუნეებიდან გვესტუმრა(ეს ხუმრობით).

Комментариев нет:

Отправить комментарий