30.04.2011

მონფოკონი

შუასაუკუნოვან ევროპაში დამნაშავეთა დასჯის მრავალი მეთოდი არსებობდა.ამ მეთოდებს შორის ლიდერის პოზიციას მყარად იკავებდა სიკვდილი ჩამოხრჩობით.გარდა ჩამოხრჩობისა პირველობისკენ მიისწრაფოდა კოცონზე დაწვისა და გილიოტინაზე თავების გდების "ცერემონიალი".მართალია მრავალი დამნაშავე იქნა დასჯილი,მაგრამ ამ "დამნაშავეებს" შორის მრავალი უდანაშაულოც იყო.უდანაშაულოთა უმეტესობა განსხავებულად მოაზროვნე "ჯადოქარი" თუ დახელოვნებული ალქიმიკოსიც იყო.
მეცამეტე საუკუნის საფრანგეთში ინკვიზიციის "ცერემონიალს" საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა,ამიტომ გასაკვირი არც იყო შორეულ წარსულში პარიზის გარეუბანში მიწიდან აზიდული სახრჩობელა–მონფოკონის მშენებლობა.მონფოკონის პროექტის ავტორია საფრანგეთის გვირგვინოსნის ფილიპ IV ლამაზის მრჩეველი ანგერან დე მარინი.მარინის აზრით მონფოკონი იძლეოდა "ორი კურდღლის" დაჭერის საშუალებას–შესაძლებელი იყო ერთდოულად 50მდე დამნაშავის ჩამოხრჩობა და ამ სასტიკი სანახაობით პოტენციურ მოღალატეთა და სხვადასხვა ჯურის დამნაშავეთა დაშინება,დაშინებას კი შედეგად უნდა მოჰყოლოდა "პოტენციურთა" არა დანაშაულს...

27.04.2011

მირაჟად ქცეული ისტორია

სახელმწიფოს ტურისტული პოტენციალის ასამაღლებლად ხელისუფალნი შეიმუშავებენ მრავალ სტრატეგიას,რათა შემდგომში მოიზიდონ "პილიგრიმთა" არმია და ყურადღების ცენტრში მოაქციონ პოტენციური ღისრშესანიშნაობანი.ტურისტთა მოსაზიდად მრავალი ქვეყანა საკმაოდ პროვოკაციულ ღონისძიებას მიმართავს და სხვადასხვა ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებით ზრდის ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს.
არის საკმაოდ განსხვავებული შემთხვევა როცა სახელმწიფო არ იყენებს პოტენციურ ტურისტულ "მექას" და უბრალოდ მის დემონტაჟს ახდენს,სწორედ ასეთ შემთხვევას შეიძლება მივაკუთვნოთ 2000 წელს მოჰავაში(კალიფორნია,აშშ)  დემონტირებული ტელეფონის ჯიხური.
1960 წელს მოჰავას მოჰავას ეროვნულ ნაკრძალში მდებარე უდაბნოში გეოლოგები ასრულებდნენ თავიანთ პროფესიულ მოვალეობას.ისინი ცივილიზაციისაგან მოწყვეტილი აღმოჩნდნენ და ამ მიზნით გადაწყდა,რომ მათი "შეკრების ადგილის" სიახლოვეს ტელეფონი დაედგათ.იდეას ფრთები მალევე შეესხა და იმავე წელს დამონტაჟდა ტელეფონის ჯიხური.ყურმილის მეორე მხარეს ცივილიზაციის ჩვეული ხმა გაისმა.გეოლოგთა სამუშაო მალევე დასრულდა,ხოლო ტელეფონი მუშა მდგომარეობაში დარჩა.

24.04.2011

Horror In USSR ?

თუ გადაავლებთ სტატიებს თვალს,აღმოაჩენთ,რომ საბჭოთა კავშირში სექსის არარსებობის შესახებ მითი განადგურებულია.ახლა კი სხვა სტერეოტიპის რღვევაზე გადავალ,რაშიც დიდ დახმარებას გამიწევს საბჭოთა პროპაგანდის ერთ–ერთი მთავარი იარაღი–პლაკატები სხვადასხვა სლოგანით.
სსრკ_ს დროს ხელოვნების ყველა დარგი ცენზურის მკაცრი "ხელით" იმართებოდა.ეს "ხელი" კი ავადსახსენებელი "ტროიკის" ერთ–ერთ ფორმად შეიძლება მივიჩნიოთ.
განსაკუთრებით ცენზურის "ჯოხი" ტყდებოდა კინორეჟისორთა და მწერალ–პოეტთა ზურგზე.მიუხედავად ამისა,სსრკ_ს პერიოდში არაერთი გენიალური მხატვრული ნაწარმოები შეიქმნა.
ბევრს მიაჩნია,რომ რკინის ფარდის მიღმა არ არსებობდა საშინელებათა კინო,მაგრამ მინდა გითხრათ,რომ ცდებით.1967 წელს რეჟისორმა კონსტანტინ ერშოვმა მოახდინა ნიკოლოზ გოგოლის ნაწარმოების ეკრანიზაცია.ასე შეიქმნა მხატვრული ფილმი "ვიი"(«Вий»),რომელიც ითვლება პირველ და უკანასკნელ საშინელებათა ფილმად,რომელიც საბჭოთა კავშირში გადაიღეს.ფილმი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა,32 მილიონმა საბჭოელმა იხილა.შემდეგ იყო ჩვენება აშშ_ში და რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში.გამოცანად რჩება,როგორ გაიარა ფილმმა ცენზურის ლაბირინთი.

22.04.2011

The American Folk Blues Festival

მეოცე საუკუნის 60_იან წლებში მუსიკალური სამყარო ჯაზის,როკ'ნ'როლისა და ბლუზის ტალღამ მოიცვა და მრავალ ადამიანი თავდავიწყების ოკეანეში გადაეშვა.განსაკუთრებით ეს ოკეანე აშშ_ში ბობოქრობდა,ხოლო ევროპა ამ დროს "ბიტლომანიის" საფარში იყო გახვეული.
1962 წელს გერმანელ ჯაზ პუბლიცისტ იოაჰიმ ბერენდტს  იდეა მოუვიდა,რომლის არსიც იმაში მდგომარეობდა,რომ ევროპა აფრო–ამერიკული ბლუზმენთა საგასტროლო ადგილად ქცეულიყო.
ბერენდტის იდეას ხორცი შასხა ორმა გერმანელმა პრომოუტერმა–ჰორსპ ლიპმანმა და ფრიც რაუმ.ბლუზმენები მზად აღმოჩნდნენ ევროპის მუსიკალური ოკუპაციისათვის.
1962 წელს მოეწყო პირველი "The American Folk Blues Festival".ფესტივალის ფარგლებში დაიგეგმა კონცერტი გერმანიაში,ინგლისსა(ლონდონი) და საფრანგეთში(პარიზი)."ბებერ კონტინენტს" ესტუმრნენ ისეთი გიგანტები,როგორებიცაა:მადი უოტერსი,"ჰაულინ ვულფი",სონი ბოი უილიამსონი,ჯონ ლი ჰუკერი,ოტის რაში,მემფის სლიმი,ლიტლ უოლტერი,სონ ჰაუსი,ბადი გაი...
1962 წლიდან 1972 წლის ჩათვლის ფესტივალი ყოველწლიურად იმართებოდა.შემდეგ იყო 8 წლიანი პაუზა და მორიგი "რენესანსი" 1980 წელს.ფესტივალმა არსებობა 1985 წელს შეწყვიტა,მაგრამ დატოვა შეუფასებელი მუსიკალური მემკვიდრეობა.
გაგრძელებაში შეგიძლიათ იხილოთ ვრცელი ვიდეორგოლი ფესტივალის შესახებ და მოისმინოთ ამერიკული ბლუზის შედევრები.მაშ ასე მოამზადეთ გონება გენიალური მუსიკასათვის და გააგრძელეთ.

19.04.2011

იცნობდეთ კოლა ქვარიანს!



წარმოგიდგენთ ქართველ ფალავან კოლა ქვარიანს,რომელიც დაიბადა ქუთაისში 1900 ან 1903 წელს.კოლა საკმაოდ ათლეტური აგებულების იყო და ძლიერ ფალავანადაც ითვლებოდა.1927 წელს ის აშშ_ს ეწვია და აქედან იწყება კოლას ამერიკული ცხოვრება.მისი მკლავის ძალა არაერთმა ფალავანმა გამოსცადა და ყველა ბრძოლა კოლას გამარჯვებით სრულდებოდა.გარდა ათლეტური მოღვაწეობისა,კოლა ჭადრაკსაც კარგად თამაშობდა,არსებობს ცნობა,რომელიც იუწყება,რომ კოლას 5–6 დღე დაათენდა ჭადრაკის თამაშში.
როგორც იუწყებიან,კოლას საკმაოდ ახლო ურთიერთობა ჰქონდა გენიოს კინორეჟისორ სტენლი კუბრიკთან.1956 წელს სტენლიმ თავის მორიგ ფილმში–"მკვლელობა",კოლას ეპიზოდური როლიც არგუნა,
კოლა ქვარიანი 1980 წლის 17 თებერვალს გარდაიცვალა 79 ან 77 წლის ასაკში.
უფრო მეტის გასაგებად,შეგიძლიათ გადამისამართდეთ შემდეგ ბმულზე.ბმული 1ბმული 2.
გააგრძელებაში იხილეთ კოლა ქვარიანის ბრძოლის ამსახველი ვიდეო.

ჩვენთან არ ეწევიან!



თამბაქოს საწინააღმდეგო კამპანიის პროექტი პირველად გერმანიაში შეიმუშავეს და იმ მეთოდებს დღესაცაქტიურად იყენებენ.პროექტის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი თავად ადოლფ ჰიტლერი იყო.
თამბაქოს საწინააღმდეგო მოძრაობის ნიშნები გერმანიაში ნაცისტების გამოჩენამდეც შეიმჩნეოდა,ჯერ კიდევ 1904 წელს შეიქმნაგერმანელი საზოგადოება თამბაქოს წინააღმდეგ და არამწეველთა მხარდასაჭერად”,თუმცა ეს მოძრაობა მცირე ხანში დაიშალა.1910 წელს შეიქმნაგერმანიის ფედერაცია თამბაქოს წინააღმდეგ”.მოძრაობა აქტიურად გაიშალა ჰანოვერში,დრეზდენში,ასევე პრაღასა და ვენაშიც.ამ გაერთიანებების წევრები ბეჭდავდნენ გაზეთებს,ბუკლეტებს და ხალხს მოუწოდებდნენ სიგარეტის მასიური ბოიკოტისკენ.

17.04.2011

წითელი "კერპი"

რამდენიმე ათეული წლის წინ დედამიწის დიდი ნაწილი რევოლუციურმა ტერორმა მოიცვა,რის შედეგადაც მეფის ხელისუფლება კომუნიზმმა ჩაანაცვლა.შემდეგ იყო არაერთი რესპუბლიკის სისხლიანი გაწითლება,სისხლის გუბეები,ტერორი,სასაკლაო,ძირძველი ტერიტორიების გასხვისება "ერთი ხელის" პრინციპით... შემდეგ იყო კერპთაყვანისცემლობის ტალღა,"გაწითლებული" კაბინეტები თვალსაჩინო ადგილას "კერპის" სურათით,"რესპუბლიკების" მთავარი მოედნები კვარცხლბეკზე მდგარი "კერპით"...ყოველივე ამას კი დაემატა მარაზმი სახელად–მავზოლეუმი,"ცოცხალი" გვამით... ეს "კერპი" კი ბოლშევიკი და რევოლუციონერი,პირველი სოციალისტური სახელმწიფოს დამაარსებელი,ავადსახსენებელი ვლადიმერ ულიანოვი,იგივე ლენინი იყო
გამოხდა ხანი და დამთავრდა ეპოქა კერპთაყვანისცემლობისა,კაბინეტებიდან გაიტანეს სურათები,კვარცხლბეკიდან მიწაზე დაეშვა "სკულპტურა"...

"Интеллигенция - не мозг нации, а говно."– აი რას ამბობდა ეს "კერპი".
"Не фразы, а дело нам нужно". ანუ "საქმე ლაპარაკის ნაცვლად"?!
იხილე "სახეცვლილი" ლენინი

16.04.2011

ზონა 51 – მითი თუ რეალობა?!


ზონა 51(ნევადა,აშშ) სამხედრო ბაზაა,რომლის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.მრავალი კითხვითი ნიშნის მიუხედავად,ზონა 51_ის არსებობას მრავალი ფაქტი ადასტურებს.არაერთი ექსპერტი(ლომის წილი უფოლოგებზე მოდის) გამოთქვამს ვარაუდს,რომ საიდუმლო ზონა არაერთი საიდუმლო ცდის "ველად" იქცა,განსაკუთრებით აღსანიშნავია საიდუმლო საფრენი აპარატებისა და შეიარაღების პროექტთა შემუშავება.თუმცა ვარაუდები ვარაუდებად რჩება,რეალობას კი გრიფი "სრულიად საიდუმლო" ადევს და ცსს_ს არქივებში განისვენებს.
იხილეთ დოკუმენტური ფილმი "ზონა 51"_ის შესახებ.

14.04.2011

"გადარჩენილი ქალაქი"



1955 წელს აშშ_ში ნევადას შტატის ტერიტორიაზე,სპეციალურად შექმნილ დასახლებაში გაისმა აფეთქების ხმა და გამოჩნდა სოკოვანი ღრუბელი.რამდენიმე წუთში აფეთქების არეალი დაემსგავსა უდაბნოს.საქმე იმაში იყო,რომ ნევადის შტატში სამხედროები ატომური იარაღზე ახდენდნენ დაკვირვებას და ახდენდნენ სადემონსტრაციო აფეთქებებს.

12.04.2011

"გაგარინი"


1994 წელს რუსმა მულტიპლიკატორმა ალექსეი ხარატიდმა და სტუდია "პილოტმა" შექმნეს მოკლემეტრაჟიანი მულტიპლიკაციური ფილმი.ანიმაციის სახელი "გაგარინი" შეურჩეულ იქნა მულტიპლიკატორმა ედუარდ ნაზაროვის მიერ.
მულტფილმი საკმაოდ წარმატებული გამოდგა და არაერთი პრიზით დაჯილდოვდა,მათ შორის აღსანიშნავია–1995 წელს კანის ფესტივალზე მიღებული "ოქროს პალმის რტო საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმისათვის" და 1996 წელს ნომინაცია "ოსკარზე"–"საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი".

ატმოსფეროს "საზღვრის" რღვევა – ადამიანი კოსმოსში


ზუსტად 50 წელი გავიდა მას შემდეგ,როცა ადამიანმა ატმოსფეროს საზღვარს გასცდა და კოსმიური სივრცე დააგემოვნა.1961 წლის 12 აპრილს საბჭოთა კოსმონავტი იური გაგარინი კოსმოსურ ხომალდ "ვოსტოკ"_შია და ჩვენს მშობლიურ პლანეტას ილუმინატორიდან დაჰყურებს.დაესვა წერტილი აშშ_სა და საბჭოთა კავშირის ბრძოლას კოსმოსის დაპყრობისათვის,გამარჯვება საბჭოთა კავშირს ერგო და აშშ დროებით გვერდზე აღმოჩნდა.

11.04.2011

"განკითხვის დღის საათი"


აპოკალიფსის თემით მასების ზომბირება გამალებით ხდება და არაერთი ვერსია არსებობს განკითხვის დღისა.ზომბირების მსხვერპლად მრავალი ადამიანი მოგვევლინა,დაიარება ტვინგამორეცხილთა არმია და შიშით შესცქერის კალენდარს,ზოგს იქნებ წამზომიც ჩართული აქვს და 2012მდე დღეების უკუთვლას ახდენს.საცოდავია ადამიანი,რომელიც პანიკაში მომენტალურად ვარდება და იმას ვერ ხვდება(თუ გვიან ხვდება),რომ "შეთქმულების თეორიის" ქვაბში იხარშება.

10.04.2011

ტეკუმსეს წყელვა

აშშ_ში თეთრკანიანების გამოჩენა აბორიგენი წითელკანიანებისათვის გენოციდის მომტანი აღმოჩნდა.საუკუნეთა მანძილზე ნადგურდებოდა ინდიელთა ტომები და საბოლოოდ ისინი რეზერვაციის მცხოვრებლებად იქცნენ.ინდიელთა გენოციდზე სხვა დროს ვილაპარაკებ,ახლა გაგაცნობთ ინდიელთა შაუნის ტომის ბელადის ტეკუმსეს წყევლის ლეგენდას,რომელმაც არაერთხელ შეახსენა აშშ_ს პრეზიდენტებს თავი და სიკვდილის მოციქულის მანტია მოირგო.

08.04.2011

უკაცრავად, ეს "კინოა" ???

90_იან წლებში ქართული კინო თითქმის მკვდარი იყო(თუმცა ამ სიკვდილს "კლინიკური" ელფერი დაკრავდა),იყო გამონათებები,ვითარცა სინათლე გვირაბის ბოლოს.ჰორიზონტზე გამოჩენილი ნათება იძლეოდა იმის იმედს,რომ ქართული კინო გამოცოცხლდებოდა და ისევ იმ სიმაღლეს მიაღწევდა.გამოჩნდებოდა იპოლიტე ხვიჩიასა და სერგო ზაქარიაძის მსგავსი მსახიობები,რეზო ჩხეიძისა და თენგიზ აბულაძის დონის რეჟისორები...

07.04.2011

დინგიანი დიქტატორები


თქვენს წინაშეა ანიმაციური პაროდია "სამი დიდი ღორი"."ღორების "მანტია" მოირგო სამმა დიქტატორმა.მრავალწლიანი ტირანიის შემდეგ ტუნისელმა და ეგვიპტელმა ხალხმა გამოხატა პროტესტი.ასე დასრულდა ბენ ალისა და მუბარაქის დიქტატი.შედარებით რთულადაა საქმე ლიბიაში,კადაფი სისხლის უკანასკნელ წვეთამდე აპირებს ბრძოლას,თუმცა ჩრდილოეთ ატლანტიკური ალიანსი ცდილობს ამ რეჟიმის დასრულებას.

მშვიდობის ჰანგები


მუსიკალური ტრიო "The Good Ones" მრავალტანჯული რუანდიდან.რუანდა ცნობილია სამოქალაქო ომითა და დევნილთა უზარმაზარი არმიით.ამ ჯგუფის სამივე წევრმაც გადაიტანა ომის მთელი საშინელება,მაგრამ მაინც გამონახეს ძალა საკუთარ თავში და თავიანთი ჰარმონიული ჰანგებით იბრძვიან მშვიდობისათვის.

06.04.2011

პროგრამა T-4


ნაცისტურ გერმანიაში მოქმედებდა პროგრამა “T-4″.პროგრამის მიზანი იყო ფსიქიკური აშლილობის მქონე ავადმყოფების ფიზიკური განადგურება.პროგრამის ფარგლებში სასტიკად გაუსწორდნენ 200 ათასამდე ადამიანს,რომელთა შორის არა მხოლოდ გიჟები და გონებასუსტები იყვნენ,არამედ მათ რიცხვში იყო ინვალიდები,გენეტიკური დაავადების მქონეები და სხვა.
ჰიტლერმა გერმანიის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაიწყო სხვადასხვა რეფორმების გატარება.მისი დავალებით შეიმუშავეს რასისტული თეორია,სდაც ხაზგასმით მითითებული იყო გერმანელი ერის აღმატებულობა და არიულობა.
ამ თეორიიდან გამომდინარე შეიქმნა უარყოფითი დამოკიდებულება სხვა ეროვნების ადამიანთა მიმართ,განსაკუთრებით ებრაელების მიმართ.
დღის წესრიგში დააყენეს სტერილიზაციის საკითხი,რაც პირდაპირი მნიშვნელობით არაარიულ ერთა წარმომადგენლების ფიზიკურ ლიკვიდაცის გულისხმობდა.
ნაცისტები ასევე ამბობდნენ,რომ საჭიროა შექმნილიყოსუფთა სისხლის ჯანმრთელიგერმანელები.ეს კი თავის თავად გულისხმობდა ფსიქიკური აშლილობის მქონე არასრულფასოვანი ადამიანების განადგურებას.

05.04.2011

"პირველყოფილი ადამიანი"


ნაცისტების ავადმყოფური რასიზმი და საკუთარისისუფთავის”,არიულობის წარმოჩენას ჰიტლერის დამქაშები დიდ ყურადღებას აქცევდნენ.ამ საკითხებზე მთელი პროპაგანდის მანქანა მუშაობდა და ბევრ ავადმყოფურ კვაზიმოძღვრებებს ქმნიდა.
მათ წინა პლანზე წამოსწიეს რასისტული საკითხი და გამალებით შეუდგნენ იმის მტკიცებას,რომ გერმანელი ერი ეს იყო რაღაც ზებუნებრივი ერი,ხოლო ებრაელები,ბოშები,სლავები და კიდევ რამდენიმე ეროვნების ადამიანები მათი მსახურნი უნდა ყოფილიყვნენ.

04.04.2011

"ღამე ლუვრში"

მორიგი დღე მიილია და დაცარიელდა ლუვრის დერეფნები.მორიგი აისის და დამთვალიერებელთა ნაკადის მოლოდინში გამოჩნდა ლუვრის თავზე მთვარე.მუზეუმის სივრცეს გუშაგი გულმოდგინედ ათვალიერებს.მცირე ხნის შემდეგ ის ლეონარდოს შედევრის პირისპირ აღმოჩნდა.ჰოი საოცრებავ,"მონა ლიზა" ცუღლუტობს.გუშაგი გაკვირვებული რჩება და ყოველივე ამას გადაღლილობს აბრალებს.გუშაგი თვალს მიეფერა,დერეფანი ცარიელია,ხოლო ჯოკონდა აგრძელებს გართობს და სახის რეცეპტორებს  საფრთხეში აგდებს.

03.04.2011

"გიჟი" მესაათე


მთავარია ადამიანი შემოქმედებითი იყოს და ის ამ ნიჭს აუცილებლად გამოიყენებს.ხელოვნების სამყარო უსაზღვროა და ამ უკიდეგანო სივრცეში ისეთ ადამიანებს აღმოაჩენთ რომელთა ნამუშევრები თქვენს აღფრთოვანებას,გაკვირვებას თუ უბრალო პროტესტს გამოიწვევს.დღეს უცნაურ მესაათე როჯერ ვუდზე გიამბობთ,რომელთა ნამუშევრებმა ჩემზე საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა და გადავწვიტე თქვენთვისაც მომეთხრო მასზე.
საათის გატეხვა ზოგიერთ კულტურაში ცუდის ნიშანია.თუმცა კანადელი როჯერ ვუდი არ შეუშინდა ამცუდ ნიშნებსდა დაიწყოკიდურებმოტეხილიმაღვიძარებისგან ხელოვნების ნიმუშების ქმნა.თუ დააკვირდებით მის ნამუშევრებს შეამჩნევთ საკმაოდ უცნაურ თანაწყობას,მთავარი დეტალი საათია თუმცა მის გვერდით შეხვდებით მრავალ დეტალს,რომლებიც ქმნიან მართლაც შედევრს.

02.04.2011

ქართული ქართველთ რწმენაა...



"ერის ცხოვრება,/მისი დიდება,/მის ისტორია დაცულ არს ენით,/რა ენა წახდეს,/ერიც დაეცეს,/წაეცხოს ჩირქი ტაძარსა წმინდას"... გრიგოლ ორბელიანის მიერ წარმოთქმულ ამ სიტყვებში ჭეშმარიტება იმალება,ჭეშმარიტება რომლის არგათვალისწინება დამღუპველი იქნება.
ქართველებს ბევრი რამ გვაქვს საამაყო,თუმცა ქართველთა დიდი ნაწილში სიამაყის გრძნობა მხოლოდ სუფრასთან თუ იღვიძებს და სადღეგრძელოთა მრავალხმიანობაში აქსოვს ამ გრძნობას.სუფრის იქით კი სიტუაცია რადიკალურად იცვლება და პატივს არ ვცემთ სამ სიწმინდეს:ენა მამული სარწმუნოება.

01.04.2011

"ისინი" გვიტევენ

დედამიწას ბევრი ისეთი ადამიანი ამძიმებს,რომელიც ყველაფერზე წავა ყურადღების მიქცევისა და თავისი სუბიექტის პოპულარიზაციის მიზნით.ადამიანების ეს კატეგორია უხსოვარი დროიდან დააბიჯებს ჩვენს პლანეტაზე და ზოგჯერ ისეთ სისულელეს შემოგვთავაზებს,რომ ადეკვატურ რეაქციად მხოლოდ "დაცინვასა" და ცინიზმს თუ წარმოვიდგენთ.
სწორედ ასეთ ადამიანთა კატეგორიას მივაკუთვნებ სატონების ოჯახს,რომლებმაც 1955 წლის 21–22 აგვისტოს გაუხსნეს თავინათ "ნიჭს" გზა...სატონების ოჯახი კენტუკის შტატის(აშშ) სოფელ კელის მკვიდრნი იყვნენ და ფერმერობით ირჩენდნენ თავს.ყველაფერი ჩვეულებრივად იყო მათ ცხოვრებაში,მაგრამ დადგა ნახსენები თარიღი და მრავალი ადამიანის ყურადღება ამ პატარა სოფლისაკენ იქნა მიმართული.
გადავხედოთ მოვლენებს ქრონოლოგიური თანმიმდევრობით.