27.12.2013

კირკ დუგლასის სადღეობო სურვილები


9 დეკემბერს ლეგენდარულ მსახიობ კირკ დუგლასს 97 წელი შეუსრულდა.მისი სამსახიობო კარიერა არაერთ ათეულ წელს ითვლის და მის მიერ გაცოცხლებული როლები კლასიკადაა აღიარებული.მხოლოდ კუბრიკის აჯანყებული სპარტაკისა და ანტიმილიტარისტული "დიდების ბილიკების" ხილვა საკმარისია იმის გასაგებად,თუ რა დონის მსახიობიცაა კირკი.
თუმცა ეს პოსტი კირკ დუგლასის ცხოვრების/კარიერის მიმოხილვა არაა,აქ მხოლოდ მის მიერ 97_ე დღეობაზე დაწერილ წერილს იხილავთ,სადაც რამდენიმე პუნქტად ჩამოთვლილია  სურვილები,სურვილები იდეალურ სამყაროზე...

26.07.2013

"სხვა" კუბრიკი


ლეგენდარული ამერიკელი რეჟისორი სტენლი კუბრიკი,რომელმაც ღრმა კვალი დატოვა მსოფლიო სინემატოგრაფში,შექმნა რა ისეთი ფილმები როგორებიცაა–Paths Of Glory (დიდების ბილიკები)2001: A Space Odyssey (კოსმიური ოდისეა 2001)The Shining (ნათება), Dr.Strangelove Or: How I Learned To Stop Worrying And Love The Bomb (დოქტორი სტრეინჯლავი), Full Metal Jacket(სრულმეტალიკური გარსი)... არამხოლოდ კინორეჟისორის ამპლუით იყო განთქმული.ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში ფოტოგრაფიით იყო გატაცებული და მისი ამ დარგში მოღვაწეობა სკოლის ფოტოგრაფობით დაიწყო,რომელმაც ერთ წელს გასტანა.სკოლის დასრულების შემდეგ ის ამპლუით დამოუკიდებელი ფოტოგრაფია და მალევე დაიწყო მუშაობა ჟურნალში Look,სწორედ აღნიშნულ გამომცემლობასთან თანამშრომლობა აღმოჩნდა ნაყოფიერი და სტენლიმ არაერთი საინტერესო კადრი დააფიქსირა.

21.04.2013

"სოფლის ექიმი"



ცნობილი ამერიკელი ფოტოჟურნალისტის იუჯინ უილიამ სმიტის(1918-1978) ნამუშევრები განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს,აღსანიშნავია ფოტოხელოვანის მეორე მსოფლიო ომის პერიოდის ნამუშევრები.
მსოფლიო ომის პერიოდში სმიტი მოწინავე აღმოჩნდა წყნარი ოკეანის ფრონტზე და ფოტოაპარატით აღჭურვილი ნამუშევრებს ჯერ Ziff-Davis Publishing_ის უგზავნიდა,შემდომ კი უკვე Life Magazine_ში გადაინაცვლა.მისთვის ომი მაშინ დამთავრდა,როცა კუნძულ ოკინავაზე(იაპონია) ნაღმის ნამსხვრევმა მძიმე ჭრილობა მიაყენა.

10.02.2013

ღირსების კვალდაკვალ?!




გთავაზობთ ღირსების კოდექსთა მცირე ნაკრებს.გადაავლეთ თვალი და იქნებ ჩამონათვალთა რომელიმე აბზაცში საკუთარი თავი აღმოაჩინოთ.

27.01.2013

ჯონი კეში "გისოსებს მიღმა"



ქანთრის(გარკვეული დოზით როკაბილი,ფოლკი,გოსპელი,როკ-ენ–როლი) ლეგენდარული ამერიკელი შემსრულებელი ჯონი კეში მხოლოდ მუსიკით არ იყო ცნობილი და დღეს სწორედ ჯონის სხვა მხარეზე ვისაუბრებ,რომელიც მოიცავს ბრძოლას პენიტენციალურ სისტემაში არსებული პრობლემების აღმოფხვრისათვის.მიმოვიხილავთ კეშის ყველაზე ცნობილ კონცერტთა სერიას,რომელიც მოიცავდა "ტურნეს" ამერიკის ციხეებში(ფოლსომი,სან ქუენტინი და ა.შ.).მართალია ბრძოლას ცვლილებათა ქარი არ გამოუწვევია,მაგრამ გისოსებს მიღმა მყოფთათვის გარდაქმნათა დაწყების ნიავსაც სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა.