31.03.2011

ადამიანები და ცხოველთა სამყარო დამეგობრდნენ...

ადამიანსა და ცხოველთა სამყაროს წარმომადგენლებს შორის მეგობრული ურთიერთობა საუკუნეთა მანძილზე გრძელდება.არაერთ ცნობილ ადამიანს, გვერდით ჰყავდა შინაური თუ გარეული ცხოველი და მათ ცხოვრებაში საკმაოდ დიდი ადგილიც ეკავათ.სწორედ ცნობილ ისტორიულ პიროვნებების საყვარელ ცხოველებზე გავამახვილებ ყუარდღებას.

შენ ნაპოლეონი ხარ?


სიტყვა "ოდეკოლონი" არაერთ ადამიანში უარყოფით ასოაციაციას იწვევს.ბევრს ახსენდება,რომ საბჭოთა პერიოდში და 90_იანებშიც საბჭოთა ცისქვეშეთში საკმაოდ პოპულარული იყო ე.წ "ტრაინოი ოდეკოლონი" თავისი მკვეთრი არომატით.არაერთი მამაკაცი "სუნამოს" იპკურებდა სახეზე თუ ტანზე "სასიამოვნო" არომატის გამო,ზოგიერთი წვერის გაპარსვის შემდგომ ბალზამის როლში იყენებდა.თუმცა ეს არაფერია–მთავარი უცნაურობა ის იყო,რომ არაერთი ლოთი "ტრაინოი ოდეკოლონით" ყელს ისველებდა და მორიგი ალკოჰოლური ნირვანასთვის ემზადებოდა... დაბანებოთ თავი საბჭოთა "ტრაინოის" და გადავიდეთ უშუალოდ Eau De Cologne_ზე...

შიგაწვის ძრავა Otto & Langen (1867 წელი)



მოცემულ ვიდეოში, თქვენ შეგიძლიათ იხილოთ მსოფლიოში ერთ–ერთი პირველი შიგაწვის ძრავა.ძრავა შეიქმნა კომპანია Otto & Langen_ის მიერ მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში და საზოგადოებამ პირველად იხილა 1867 წელს,პარიზის მსოფლიო გამოფენაზე.აღნიშნულმა საგამოფენო ქსპონატმა იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა,რომ გამოფენაზე პირველი ადგილიც კი დაიკავა და გზა გაუკაფა შიგაწვის ძრავების შემდგომ განვითარებას.
Otto & Langen_ის შიგაწვის ძრავაში საწვავის სახით გამოიყენებოდა ე.წ ნახშირის გაზის(მიიღება ჰაერის მიწოდების გარეშე, ნახშირის 900-1100 გრადუს ტემპერატურაზე გაცხელებით),მეთანის,H2_სა და CO_ს ნარევი.
როგორც ხედავთ ძრავა დღესაც მუშა მდგომარეობაშია,მაგრამ მაინც სამუზეუმო ექსპონატის როლშია.

29.03.2011

Sex In USSR?


არაერთხელ თქმულა,რომ საბჭოთა კავშირში სექსი არ ყოფილა.თუმცა ეს წმინდა წყლის მითია და სხვა არაფერი.ზოგს იქნებ ისევ აქვს ილუზია,რომ ახალშობილები კომბოსტოს ფურცლებშია გახვეული ან წეროს მოჰყავს.უცნაური ხალხია ეს "ილუზიონისტები":D

უთხარი სიკვდილს არა!

დრო გადის და ისტორიის სქელტანიანი წიგნს ფურცლები ემატება.ხდება ფასეულობათა გადაფასება,გააზრება და წარსულის ბევრი აჩრდილი მიუღებელი ხდება...
არცთუ შორეულ წარსულში ნარკოტიკულ ნივთიერებებს უებარ სამკურნალო საშუალებებად თვლიდნენ,გავიდა დრო და აღმოჩნდა,რომ ეს "წამლები" დამანგრევლად ზემოქმედებდნენ ადამიანის ჯანმრთელობაზე.
ყურადღებას გავამახვილებ მეტამფეტამინზე,რომელიც ძლიერმოქმედ ნარკოტიკულ საშუალებად ითვლება,თუმცა თვადაპირველად მას სულ სხვა მიზნით იყენებდნენ,რამაც დამღუპველი შედეგი იქონია.გადავეშვათ წარსულის მორევში და ვნახოთ როგორ დაიწყო ყველაფერი.

26.03.2011

"დედამიწის საათი"

2007 წლის 31 მარტს(მარტის თვის ბოლო შაბათს 20:30დან) ველური ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის(WWF) ინიციატივით,სიდნეიში მოეწყო "დედამიწის დღე".მიზანი კი  იყო 1 საათის მანძილზე ელექტროენერგიაზე უარის თქმა და კლიმატური ცვლილების პრობლემათა წინა პლანზე წამოწევა.აქციის ორგანიზატორები ორგანიზაციებსა და სახელმწიფო დაწესებულებებს მოუწოდებდნენ "დედამიწის საათში" მონაწილეობას.აქციამ გაამართლა და მომავალ წელს მას არაერთი ქვეყანა გამოეხმაურა.
წელს "დედამიწის საათი" გაიმართება 26 მარტს და  ყველაზე მასშტაბური იქნება.აქციაში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს 134 ქვეყანის 4000 ქალაქი.

25.03.2011

ბლუზმენი გზაჯვარედინზე


მუსიკა გენიია,რომელსაც უკვდავებამდე მივყავართ... მუსიკა ენერგიაა,რომელიც ანგრევს კედლებს...
მუსიკალური მიმდინარეობის ჩამოყალიბებისა თუ გარკვეულ მუსიკოსთა შესახებ არაერთი ლეგენდაა გავრცელებული,თუმცა მათ შორის ყველაზე ცნობილი მაინც ბლუზის გენიალური შემსრულებლის,რობერტ ჯონსონის შესახებ გავრცელებული მითია.ეს ლეგენდა  გიამბობს ახალგაზრდაზე,რომელმაც ბლუზის ვირტუოზული შესრულებისთვის სული ეშმაკს მიყიდა.მან უკვდავებას არჩია მუსიკალური სილამაზე,ამ სილამაზით კი რობერტ ჯონსონმა ღრმა კვალი დატოვა მუსიკაში,დღესაც გაისმის მისი ხმის ტემბრი და გიტარის სიმფონია.

24.03.2011

საფეხბურთო ამბები

ინგლისელი ჯენტლმენი


ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი(ამპლუა–ვინგერი) სტენლი მეტიუზი, არაერთგზის დაასახელეს ინგლისის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად.მისი საფეხბურთო კარიერა დიდ ხანს გაგრძელდა, ბრიტანული ფეხბურთის ლეგენდამ კარიერა 50 წლის ასაკში დაასრულა.5 წლის შემდეგ ისევ დაუბრუნდა ფეხბურთს და 1 წელი მალტურ "ჰიბერნიანსში" გაატარა. კარიერის ყველაზე შთამბეჭდავი წლები მან "ბლექპულში" გაატარა.
აღსანიშნავია,რომ სტენლი მეტიუზს საფეხბურთო კარიერის განმავლობაში ერთხელაც არ მიუღია ყვითელი ბარათი.გამოსათხოვარი მატჩის დროს დედოფალმა ელიზაბეტ მეორემ რაინდის ტიტული უბოძა.ამის შემდეგ არაერთმა ფეხბურთელმა მიიღო ეს ტიტული,ხოლო დიდი სტენლი მეტიუზი საწყისი აღმოჩნდა საფეხბურთო რაინდობ–ჯენტლმენობის დასაწყისისა.

ჰარი ჰუდინი

დღეს ცნობილი ამერიკელი ილუზიონისტის ჰარი ჰუდინის დაბადების დღეა.
1874 წლის 24 მარტს ბუდაპეშტში(უნგრეთი) რაბინის ოჯახში დაიბადა ბიჭი,რომელსაც ერიკი დაარქვეს,რომელიც წლების შემდეგ ჰარი ჰუდინად მოევლინება მსოფლიოს.თუმცა,თავად ერიკი უარყოფდა ამას და ამტკიცებდა,რომ ის დაიბადა ვისკონსინის შტატში(აშშ).
1878 წელს ვაისების ოჯახი აშშ_ში გადადის საცხოვრებლად.სწორედ შტატებში გაოავლინა ერიკმა თავისი ნიჭი და 10 წლის ასაკიდან დაიწყო მაგიური ოინებით ხალხის გაკვირვება.თავდაპირველად ფოკუსები პრიმიტიული სახის იყო,თუმცა ეს დასაწყისი იყო.დროთა განმავლობაში მან ახალ სიმაღლეზე აიყვანა და ხელოვნების დონემდეც კი მიიყვანა პროფესია–ილუზიონისტი.
1892 წელს ერიკმა გადაწყვიტა სახელი შეეცვალა და მალევე გამონახა სათანადო ფსევდონიმი–ჰუდინი.მეცხრამეტე საუკუნეში მოღვაწეობდა ცნობილი ილუზიონისტი ჟან ეჟენ რობერ–უდენი,რომელსაც თანამედროვე მაგიის მამამთავარსაც უწოდებდნენ და სწორედ მისი გვარით ისარგებლა ერიკმა.სახელად მან აირჩია ჰარი,ცნობილი ამერიკელი ილუზინოსტის ჰარი კელარის საპატივცემულოდ.აი ასე მოხდა ერიკ ვაისი ტრანსფორმაცია და მსოფლიომ გაიცნო ჰარი ჰუდინი.

კუზიანი "ვალუტა"

მიუხედავად იმისა,რომ ცივილიზაცია გაუვალ ჯუნგლებსა და ქვიშით დაფარულ "ველებზეც" კი აღწევს და მეცნიერულ–ტექნოლოგიური პროგრესის მიღწევებს ნერგავს,მაინც მრავლად გვხვდება წარსულის გადმონაშთები.ასეც უნდა იყოს,რადგან წარსულის დავიწყება სიცოცხლის დასასრულის დასაწყისი იქნება.
გადავინაცვლოთ მაროკოში.აფრიკისა და არაბული სამყაროს ამ მიწაზე,ჯერ კიდევ შორეულ წარსულში დაიწყეს აქლემების გამოყენება,როგორც სატრანსპორტო საშუალება.საუკუნეთა განმავლობაში ეს გამძლე ცხოველი მაროკოელთა(და არა მარტო) ცხოვრების განუყოფელ ატრიბუტად იქცა.ასევე ცნობილია,რომ შორეულ წარსულში აქლემს იყენებდნენ,როგორც ვალუტას,მას ემატებოდა ცხვარი და თხაც.
განსაკუთრებით ვალუტა "აქლემი" გამოიყენებოდა როცა საქმე ეხებოდა ცოლის შერთვას.ნეფე, მომავალი დედოფლის მშობლებს ცოლის ფასად სთავაზობდა აქლემების ზღვრულ ოდენობას,ეს ზღვარი კი სხვადასხვა კრიტერიუმით დგინდებოდა;კერძოდ,მანდილოსნის ასაკი,წონა,სახის ნაკვთები,თმის ფერი და ა.შ.
ქალი რაც უფრო ახალგზარდა და ლამაზი იყო,მით უფრო მეტ აქლემს იძლეოდნენ სანაცვლოდ.
მართალია,დღეს ეს "ვალუტა" დავიწყებას მიეცა,თუმცა არავინ იცის,თუ ვინ როდის აამოქმედებს ამ მეთოდს, სასურველი ქალის ხელში ჩაგდების მიზნით.

გაინტერესებთ რა ღირს თქვენი ცოლი/საცოლე?: ) ესტუმრე ამ საიტს და მოახდეინე კალკულაცია.


23.03.2011

სატრანსპორტო ჩანახატები წარსულიდან


პარკირება და მასთან დაკავშირებული პრობლემები აქტუალური ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის 50_იან წლებში იყო.ავტომობილების სადგომების სიმცირემ გამომგონებელები მეხუთე ბორბლამდე მიიყვანა.ზოგიერთს იქნებ ღიმილი მოჰგვაროს ყოველივე ამას,მაგრამ თუ დააკვირდებით ნახავთ,რომ საკმად კარგი იდეაა,თუმცა ვერ მოიპოვა პოპულარობა და ისტორიის ლაბირინთებში ჰპოვა განსასვენებლი.

20.03.2011

მოძრავ "ამონარიდთა" რეესტრი


გენიალური რამაა ეს კინემატოგრაფია.ბევრს ნერვები ეშლება ფილმის "ფინიშის" მომასწავებელი ტიტრთასვლაზე,არადა სწორედ ამ მსვლელობისას წინა პლანზე გამოდის ის ადამიანები,ვინც უდიდესი სამუშაო შეასრულა და ხელოვნების სრულყოფილი შედევრი შექმნა.მათი სამუშაო განუზომელია.ასეთი შეფასება მხოლოდ კინო–შედევრების(ამ ბოლო დროს საკმაოდ ცოტაა ისეთი ფილმები,რომლებსაც გარკვეული დროის შემდეგ კინო კლასიკის იარლიყი მიეწებება) მქმნელთა მიმართ შეიძლება ითქვას.რეჟისორი–პროდიუსერი–კომპოზიტორი... მთავარი როლისა თუ ეპიზოდებში გამონათებული სახეები(ზოგჯერ ერთ ეპიზოდში მსახიობი იმდენად გენიალურ რაიმეს შემოგვთავაზებს,რომ იჩრდილება მთავარ როლში მყოფის მოქმედება)... ჯამში იქმნება ორგანიზებული ჯგუფი,დარაზმული ერთი მიმართულებით... ასეთი დარაზმვებით იქმნებოდა გენიალური ნამუშევრები,რომლებას დღეს შედევრები ეწოდება.მე არ ჩამოვთვლი იმ ნამუშევრებს,რომელსაც შედევრი ქვია,რადგან ყველასთვის ნათელია(თუმცა, ზოგისთვის კინემატოგრაფიის შედევრი "ავატარია" და არა "შინდლერის სია" ან თუნდაც "ერთხელ ამერიკაში:D)

19.03.2011

"ჰინდენბურგის" ბედისწერა


ადამიანი,რომ ოდითგანვე ფრენასა და ცაში ნავარდზე ოცნებობდა,ეს თემა არახალია.ამ ოცნებებმა საუკუნეთა განმავლობაში ფრთები შეისხა და ის დრო არაა შორს,როცა ნებისმიერ მსურველს შეეძლება ხელოვნური ფრთებით ცაში "გასეირნება".თუმცა ყოველივე ამას მსხვერპლი ახლავს თან.უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად გააგრძელე 

18.03.2011

ექსპედიცია "რკინის მუზარადი"



ყოველი ადამიანი გარკვეული დოზით აზარტულია,ზოგი იმ დოზით რომ ყოველივე ეს ავადმყოფობად და მანიად უყალიბდება.გარშემო წააწყდებით სხვადასხვა სახისეშმაკის მანქანებსრომლებიც იზიდავენაზარტულ მადაზემყოფ ადამიანებს და თავგზას უბნევენ.არის კატეგორია რომლებსაც საკუთარიმაქინაციებიაქვს შექმნილი,ერთმანეთს ხელებს უწვდიან და სანაძლეოს სანაძლეოზე დებენ,ხოლო სანაძლეოს საგანი უმეტეს შემთხვევაში ღიმილს იწვევს.სწორედ ერთ ასეთ ღიმილის მომგვრელ სანაძლეოს შესახებ გიამბობთ.
ეს ისტორია დაკავშირებულია ერთ მდიდარ ინგლისელ ადამიანთან,რომლის სახელია-ჰარი ბენსლი.

17.03.2011

მწვანეში ჩაძირული ირლანდია


ყოველი წლის 17 მარტს ირლანდიელები(კათოლიკეები,მართლმადიდებლები,ლუთერანები და ანგლიკანები) წმინდა პატრიკის ხსენების დღეს აღნიშნავენ.ეს მათი ეროვნული დღესასწაულია.გარდა ირლანდიისა,ეს დღე აღინიშნება ჩრდილოეთ ირლანდიასა და კანადის პროვინცია ნიუფაუნდლენდსა და ლაბრადორში.
დღესასწაულის სიმბოლოა სამყურას ფოთოლი,ასევე ირლანდიური ფოლკლორის პერსონაჟი ლეპრიკონი,ირლანდიის სახელმწიფო დროშა და მწვანე ლუდი.

შენ ხომ "თავის უფალი" ხარ


ხელის ერთი მოძრაობით ცეცხლს უკიდებ რამდენიმე სმ_იან "მონაკვეთურ" საწამლავს,ექაჩები და ფერფლად აქცევ მას,მომწამლველ ბოლს ღრმად ისუნთქავ,ბოლით გევსება სასუნთქი გზები,შემდეგ კი პირ–ცხვირ–ყურიდან უშვებ მრავალწახნაგოვან ფიგურებს და წამლავ შენს გვერდით მდგომ არამწეველს.ინადგურებ ფილტვებს და თანდათანობით, ერთდროს ჯანმრთელ სხეულს მძორად აქცევ.

მისტიური საჩუქარი



ერთი მისტიური ყუთის გამო წარმოქმნილი გაუგებრობა.მოვლენები ვითარდება მომავლის მოსკოვში... შეიძლება მომავალი მართლაც ასეთია,მაგრამ თუ რუსული მილიცია(მ თვის  დასაწყისიდან რუსულმა "გაი"_მ სახელი შეიცვალა და ტრანსფორმირდა ПИДР_.ერთ–ერთ ინტერნეტ საიტზე გამოკითხვა ტარდება,განხილვის თემა ის არის თუ, როგორ უნდა მიმართონ მოქალაქეებმა "პიდრ"_ის წარმომადგენლებს.ამ გამოკითხვაში კი ლიდერობს ქართული სიტყვა "გენაცვალე")
", შორეულ მომავალში ჟიგულზე ამხედრებული აპირებს საქმიანობას,მაშინ კარგად ყოფილა ამ უბედურების საქმე:D

ისმის კითხვა – რა იმალება ამ ლამაზ ზარდახშაში?  იქნებ ყუთია პანდორასი:D

16.03.2011

მეტყველი ფოტო


საფეხურებს თუ დააკვირდებით შეამჩნევთ მუქი ფერის ლაქას.იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში 1945 წლის 6 აგვისტოს ამ საფეხურზე ადამიანი იჯდა.მცირე ხნის შემდეგ ქალაქში ატომური ბომბი ჩამოვარდა და ეს ადამიანი ფერფლად იქცა.საფეხურებზე დარჩა მხოლოდ სილუეტი.რამდენიმე ფოტო გაგრძელებაში.

"შავი ლაქა" მექსიკის სანაპიროზე



რამდენიმე დღის წინ, მექსიკის ქალაქ აკაპულკოს სანაპიროზე მრავალი ადამიანი საკმაოდ უჩვეულო სანახაობის მოწმე გახდა.წყნარი ოკეანის ნაპირზე გამოჩნდა სავი ლაქა,რომელიც ნავთობის ფენას ჰგავდა,თუმცა აღმოჩნდა სულ სხვა რამ."შავი ლაქა" წარმოადგენდა სხვადასხვა სახეობის თევზების მჭიდრო ჯგუფს,მათი რაოდენობა საკმაოდ დიდი იყო.

სადაკო სასაკის ათასი ქაღალდის წერო



1945 წლის აგვისტოს მოხდა ის, რამაც მსოფლიო შეცვალა.სწორედ ამ დღეს იაპონიის ცაზე გადაიფრინა ამერიკულმა  B-29 “Enola Gay”“,ჩამოაგდო  “Little Boy” და ჰიროსიმა ატომური იარაღის გამოსაცდელ პოლიგონად აქცია(3 დღის შემდეგ ნაგასაკის თავზეც გამოჩნდა B-29 “Bockscar”,ჩამოაგდო “Fat Man” და ნაგასაკი ჰიროსიმას გზას გაუყენა) .იაპონია ატომურმა კატასტროფამ მოიცვა,ატომურმა ტალღამ წამიერად გადათელა ეს ქალაქი,წამიერად დაასრულა ათასობით(ჰიროსიმა–ნაგასაკიში საერთო ჯამში დაიღუპა 200 ათასზე მეტი ადამიანი,თუმცა ეს რიცხვიც ბოლომდე ვერ ასახავს რეალობას) სიცოცხლე,სიცოცხლის ბოლომდე სხვადასხვა მძიმე დაავადების მსხვერპლად აქცია ასიათასობით ადამიანი.დღესაც სახეზეა ბირთვული კვალი…

15.03.2011

მეტყველი ფოტო


ამომავალი მზის ქვეყნის ხშირი რყევებისა მთავარი მიზეზი.

ველოსიპედზე ამხედრებულნი


ნიდერლანდები ადამიანებში სხვადასხვა ასოციაციას იწვევს.მექალთანეებს ამსტერდამის "წითელი ჩირაღდნების უბანი" ახსენდება,ისტორიკოსებს  "მფრინავ" ჰოლანდიელების ერთდროს უძლეველი საზღვაო ფლოტი,აგრონომებს "შავ–თეთრი" ჯიშიანი ძროხები და სოფლებში განლაგებული წისქვილები,გურმანებს ჰოლანდიური ყველი,სპორტის მოყვარულებს ჰოლანდიური ტოტალური ფეხბურთი,ხელოვანებს რემბრანტი,მეყვავილეებს ტიტები...

"ბოროტების აღმასვლა" – პაბლო ესკობარი


1993 წლის 3 დეკემბერი,კოლუმბიის ქალაქ მედელინას ქუჩები ხალხით სავსეა.ზოგს სახე ჩამოსტირის,ზოგიც კი ბედნიერია.ეს კი გამოიწვია მსოფლიო ისტორიაში ყველაზე მსხვილი ნარკობარონის პაბლო ესკობარის დაღუპვამ.
ეს სტატია სწორედ პაბლო ესკობარზეა,მან თავისი სისასტიკით მსოფლიოს ყურადღება მიიქცია.მან ნარკობიზნესი ახალ სიმაღლეზე აიყვანა და კოლოსალური რაოდენობის თანხა იშოვა ამ ბინძური გზით.Forbes_ის მონაცემებით მისი ქონება 30 მილიარდ დოლარს აღწევდა.

14.03.2011

"ჩვენ კინოლოგები ვართ"


შუაღამე იდგა.ფანჯრისკენ ვტყორცნე მზერა და არემარე ნისლს მოეცვა.ეს ჩვეულებრივი ნისლი არ იყო,უფრო "სმოგს" წააგავდა.შემდეგ დავფიქრდი და მივხვდი,რომ ამ ნისლის მიღმა იმალებოდა საგანგაშო რეალობა–გაუნათლებელი საქართველო...  შემდეგ ფიქრი შევწვიტე და მცირე ხნის შემდეგ ჩამეძინა.და სწორედ შემდეგ დაიწყო "მოგზაურობა იმბეცილების სამყაროში".

13.03.2011

"ბოროტების აღმასვლა" – "მონსანტო"




გუგლისსაძიებო ველში თუ ჩავწერთ “The Most Evil Company In The World” და გადავხედავთ შედეგს, აღმოვაჩენთ კომპანია “Monsanto”_.ალბათ აქამდე ამ კომპანიის შესახებ არაფერი გსმენიათ,მაგრამ მისნაცოდვილარსმრავალად აღმოაჩენთ მთელი მსოფლიოს მასშტაბით.საქმე იმაშია,რომ კომპანია “Monsanto” წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერს გენეტიკურად მოდიფიცირებული პროდუქტების წარმოებაში.
მონსანტოსისტორია 1901 წელს იწყება აშშ_ში ქალაქ სენტ ლუისში.ის შექმნა ფარმაცევტმა ჯონ ფრენსის ქუინმა.ქუინი იყო ასევე მალტის ორდენის წევრიც(მასონი).
თავდაპირველად კომპანია აწარმოებდა სახარინს.რამდენიმე ხნის შემდეგ ქუინი კონტრაქტს დებსკოკა-კოლასთანსახარინის მიწოდესთან დაკავშირებით.

12.03.2011

KrAfTwErK – "ელექტრონიკის მამოძრავებელი ძალა"


დღეს ელექტრონული მუსიკის პოპულარობა პიკს აღწევს და მრავალი ადამიანის გონების სრულ ოკუპაციასაც კი ახდენს."ელექტრო ბაზარზე".ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდნენ დევიდ გეტა და ტიესტო,არმინ ვან ბიურენი და ანდრე ტანენბერგერი(ATB),მარკუს შულცი და "თაგვისთავიანი" Deadmau5... ელექტრონულმა მუსიკამ საქართველოს საზღვრებიც გადმოკვეთა და როგორც ყოველთვის რაღაც ტრანსფორმაცია განიცადა,განსაკუთრებთ ერთი მიმდინარეობის სახელწოდებამ "ჰაუსები"(ამ მიმდინარეობას ჰაუსი ქვია(თუმცა ზოგს #1 "ჰაუსმეიკერად" "ექიმი ჰაუსი" მიაჩნია) და "ვაით ჰაუსები" სხვაგან მოიკითხეთ)... ახლა კი მთავარზე გადავედი და ვამბობ,რომ ეს სტატია არის ლეგენდარული გერმანული ჯგუფის,ელექტრონიკის ერთ–ერთი მამამთავარის–"კრაფტვერკის" შესახებ.

11.03.2011

ადამიანი–ორკესტრი

 სათაური ალბათ ლეგენდარული კომიკოსის,გენიალური ლუი დე ფიუნესის ფილმ "ადამიანი–ორკესტრს" გაგახსენებთ.ვისაც ეს სათაური არაფერს გეუბნებათ და არც ლუი დე ფიუნესის შესახებ გსმენიათ რაიმე,მაშინ მე ვერაფერს გიშველით,მხოლოდ იმას გეტყვით,რომ "უმძიმესი სურათი" ბრძანდებით.

"რკინის ფარდის" რღვევა – დაშვება წითელ მოედანზე 2



მატიას რუსტის  წითელ მოედანზე დაშვებამდე რამდენიმე წუთით ადრე, მოედნის დაცვის სამსახურში გაისმის ზარი,ყურმილს იღებს მაიორი ტოკარევი.ტელეფონის მეორე ბოლოდან გაისმის კითხვა:"რა ხდება კრემლის თავზე,ვინ დაფრინავს?" პასუხი შემდეგი იყო:"საჰაერო გადაღებები მიმდინარეობს და სხვა არაფერი." რამდენიმე წუთში მაიორ ტოკარევს უკავშირდება უშუალოდ წითელ მოედანზე მოძრავი მცველი და შეტყობინება ისევ თვითმფრინავს ეხება.ამაზე მაიორმა ხუმრობანარევი პასუხი გასცა:"შენ ის გააკონტროლე მოედანზე ძროხები არ დააბიჯებდნენ,ხოლო თვითმფრინავი?–ჯანდაბამდეც გზა ჰქონია"

10.03.2011

უკვდავი რევოლუციონერი




როგორც იცით ფიდელ კასტრო წარმოადგენს კუბელ რევოლუციონერს,პოლიტიკოსს,რომელიც კუბას მართავდა 1976-2008 წლებში,მან პოსტი თავის ძმას - რაულ კასტროს გადააბარა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო.
ფიდელ კასტრო აშშ_ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის(ცსს) განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობდა.ამერიკელებმა მას 637_ჯერ მოუწყეს ტერაქტი თუ შეთქმულება,თუმცა მაინც ვერაფერი ვერ მოუხერხეს კუბელ რევოლუციონერს.

09.03.2011

"ერთი მსახიობის თეატრი"




გსმენიათ იმის შესახებ,რომ მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში შეერთებულ შტატებში იმპერატორი ნორტონ პირველი ახორციელებდამმართველობითსაქმიანობას? მან შეუძლებელი შეძლო და მისი ორიგინალური,საკმაოდგიჟურისაქციელით-”გაიმპერატორებითხალხს თავი შეაყვარა.

08.03.2011

"რკინის ფარდის" რღვევა – დაშვება წითელ მოედანზე



1987 წლის 28 მაისი.საბჭოთა კავშირის დედაქალაქში,წითელი მოედნის თავზე გამოჩნდა მცირეგაბარიტიანი სამგზავრო თვითმფრინავი,მცირედი ირაოს შემდეგ მფრინავი ობიექტი დაეშვა.მცირე ხნის შემდეგ დაინტერესებულმა საზოგადოებამ თვითმფრინავი ალყაში მოაქცია.მოედანზე  შეკრებილ ხალხს აზრადაც არ გაუვლია თუ რა დონის სკანდალი აგორდებოდა წითელი მოედნის სიახლოვეს თვითმფრინავის დაშვების გამო... საქმე იმაშია ,რომ მფრინავ ობიექტს მართავდა 19 წლის გფრ_ს მოქალაქე მატიას რუსტი იყო...

07.03.2011

საუკუნის ძარცვა – "მონა ლიზა"




ლეონარდო და ვინჩის შედევრიმონა ლიზაშეიქმნა 1503-1506 წლებში.ის შეიძლება ლეონარდოს ერთ ჩვეულებრივ ნამუშევრად დარჩენილიყო და ფართო საზოგადოებისათვის უცნობი ყოფილიყო,რომ არა ერთი შემთხვევა რომელიც 1911 წელს მოხდა.

06.03.2011

ფერწერა – "სინათლის მხატვარი"



ჯოზეფ მელორდ უილიამ ტერნერი (1775 -1851 წ.წ.) ინგლისელი მხატვარი, რომანტიული პეიზაჟის ოსტატი, რომლის სტილმა გარკვეული თვალსაზრისით საფუძველი ჩაუყარა იმპრესიონიზმს. სიცოცხლეში წინააღმდეგობრივ ფიგურად მიიჩნეოდა, თუმცა ამჟამად ითვლება, რომ მან პეიზაჟის მხატვრობა ისტორიული თემატიკის რანგს გაუთანასწორა. ტერნერი ბრიტანული აკვარელებით პეიზაჟის მხატვრობის ერთ-ერთ უდიდეს ოსტატად ითვლება. მას მეტსახელად "სინათლის მხატვარსაც" უწოდებდნენ.იხილეთ ტერნერის შედევრები.

05.03.2011

ბეთლემი – ქართული როკის ძალა.




"ბეთლემი" - 1987 წელს ჩამოყალიბებული ქართული როკ ჯგუფი.ჯგუფის ისტორიის შესახებ ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე "ბეთლემი".რამდენიმე მუსიკალური კომპოზიციის სანახავად გააგრძელეთ.

თქვენს წინაშეა ლევი სტრაუსი...


დღეს ყველაზე უფრო გავრცელებულია ჯინსის ტანსაცმელი.ალბათ საინტერესო იქნება ჯინსის ისტორია;თუ როგორ იქმნებოდა ეს ქსოვილი,ვინ იყო პირველი ადამიანი რომელმაც ჯინსის მატერიალი ტანსაცმლის შესაკერად გამოიყენა და ..

04.03.2011

მოგზაურობა ფოტოგრაფიის სამყაროში – ფრინველები



ალბათ ბევრს უოცნებია ფრენაზე,ორი კიდურის მოძრაობით გაერღვია ზეცა და ირაო გაეკეთებინა ცის კაბადონზე... ზოგიერთი მართლაც ცდილობს ხელოვნური ფრთებით აისრულოს ეს ოცნება და შედეგად არაერთი "კისერწატეხილი" შემოგვინახა ისტორიამ;ზოგიერთი სიზმრებსა და ილუზიებში ისრულებს ამ სურვილს.თუმცა ფრენისთვის მხოლოდ ფრთები არ კმარა(აქვთ ფრთები პინგვინებსა და სირაქლემებს,მაგრამ...),ამისათვის თქვენი ტრანსფორმაცია უნდა მოხდეს ფრთოსან სუბიექტად.შევეშვათ ამ ოცნებების გადაწყვეტის გზების ძიებას და ვიმოგზაუროთ იმ სამყაროში,რომელიც დღეისათვის დაახლოებით ათი ათასამდე სახეობის ფრინველს მოიცავს.

03.03.2011

იცნობდეთ მიხა ხელაშვილს!


იცნობდეთ ამ ქართველ მამულიშვილს,პოეტსა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის "შეფიცულთა რაზმის" წევრს.მან სულ რაღაც 25 წელი იცოცხლა და შეეწირა საბჭოთა რეჟიმს... სამწუხაროა,რომ ასეთმა ნიჭიერმა ახალგაზრდამ დიდხანს ვერ იცოცხლა.გადაავლებთ თვალს ალბათ მის პოეზიას და დამერწმუნებით მეორე ვაჟა ეზრდებოდა საქართველოს...

სასამართლო Vs ფაუნა – გასაჩივრებას არ ექვემდებარება!


შუასაუკუნეები ბევრ საიდუმლოს,რთულად დასაჯერებელ ისტორიებსა და ბევრ ისეთ ფაქტს ინახავს რაც პირდაპირ რომ ვთქვათ ღიმილს და ირონიულ დამოკიდებულებას იწვევს ამ ფაქტების უშუალო განმახორციებელი საზოგადოების მიმართ.

02.03.2011

"დღე,როცა მუსიკა მოკვდა"


ზამთრის ერთ სუსხიან ღამეს მცირეზომის თვითმფრინავი რომელიც კერძო რეისს ასრულებდა მიწას დაენარცხა და იმსხვერპლა 4 ადამიანი.სწორედ ამ ტრაგედიას ემსხვერპლა 3 ლეგენდარული(მიუხედავად მათი მცირე ასაკისა) მუსიკოსი.რამდენიმე წლის შემდეგ დონ მაკლინი თავის ცნობილ ჰიტში ამ დღეს უწოდებს-დღე,როცა მუსიკა მოკვდა!”

01.03.2011

"მეფის სიტყვა" ისტორიულ კონტექსტში


აშშ_ის კონოაკადემიის ჯილდო გადაეცა ფილმს "მეფის სიტყვა"... ალბათ ამის შესახებ უკვე ყველამ იცის.ფილმის სიუჟეტი დაფუძვნებულია ისტორიულ ფაქტებზე.როგორც ცნობილია 1925 წელს ბრიტანეთის მეფე ჯორჯ მეხუთის თხოვნით მისი ვაჟი,იორკშირის ჰერცოგი ალბერტი გამოდის სიტყვით უემბლის სტადიონზე,თუმცა ალბერტის ორატორობამ არ გაამართლა და მან სრული ფიასკო განიცადა.ამაში კი მთავარი ბრალეული იყო ენაბლუობა რაც ახასიათებდა მომავალ მონარქს.

მოგზაურობა ფოტოგრაფიის სამყაროში - HDR

 - 

გთავაზობთ ფრანგი ფოტოგრაფის ერიკ როსეტის ულამაზეს HDR ფოტოხელოვნებას.ის ცხოვრობს რივიერაზე და სწორედ ამ ულამაზეს ლაჟვარდოვან სანაპიროზე მისმა ტალანტმა ჰპოვა ასპარეზი.დაათვალიერეთ და გაახარეთ თვალი ულამაზესი ხედებითა და ფერთა გამით.