31.03.2011

ადამიანები და ცხოველთა სამყარო დამეგობრდნენ...

ადამიანსა და ცხოველთა სამყაროს წარმომადგენლებს შორის მეგობრული ურთიერთობა საუკუნეთა მანძილზე გრძელდება.არაერთ ცნობილ ადამიანს, გვერდით ჰყავდა შინაური თუ გარეული ცხოველი და მათ ცხოვრებაში საკმაოდ დიდი ადგილიც ეკავათ.სწორედ ცნობილ ისტორიულ პიროვნებების საყვარელ ცხოველებზე გავამახვილებ ყუარდღებას.



ეგვიპტის ძლევამოსილი ფარაონი რამზეს მეორე კატისებრთა ოჯახის წარმომადგენლების დიდი მოყვარული გახლდათ.ფარაონს განსაკუთრებით ლომები იზიდავდა და მალე მიართვეს ცხოველთა მეფე ფარაონს.მალევე გაიბა მათ შორის მეგობრობის ძაფები.
არსებობს ცნობა იმის შესახებ,რომ ფარაონს ლომი თან ახლდა ბრძოლებშიც,განსაკუთრებით, აღნიშნვის ღირსია ბრძოლა კადეშთან.

გენიალური ავსტრიელი კომპოზიტორი ვოლფგან ამადეუს მოცარტი,განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა მგალობელი ფრინველების მიმართ.ერთ დღესაც მან შეიძინა შოშია,რომელსაც 3 წლის განმავლობაში უვლიდა.როცა შოშია გარდაიცვალა,ამან ძალიან იმოქმედა მოცარტზე.მან დაკრძალვის ცერემონიალი  ჩაატარა და ეპიტაფიის სახით, მუსიკალური ნაწარმოებიც კი შექმნა.

რომის პირსისხლიანი იმპერატორი ნერონიც კი, ცხოველს სიყვარულში "გამოუტყდა".როგორც რომაელი ისტორიკოსები აღნიშნავდნენ,იმპერატორს ძალიან უყვარდა ვეფხვი,სახელად ფიბი.პირველად ნერონმა ვეფხვი იხილა კოლიზეუმში,სადაც ხშირად იმართებოდა ბრძოლა ვეფხვებსა და გლადიატორებს შორის.ვეფხვის ბრძოლისუნარიანობამ და სისასტიკემ იმდენად აღაფრთოვანა ნერონი,რომ თავისთან წაიყვანა.იმპერეტორის გვერდით ვეფხვი განცხრომაში ცხოვრობდა,ოქროს გალია და არაერთი მომვლელი.

სურეალიზმის გენიოსის, სალვადორ დალის უცნაურობების შესახებ არაერთი ფაქტია ცნობილი.ასეთი უცნაურობები შეიმჩნეოდა "შინაური" ცხოველების შერჩევაშიც.ბავშვობაში დალის ჰყავდა ღამურა,შემდეგ ჭიანჭველები.გავიდა ხანი და მის ცხოვრებაში გამოჩნდა საკმაოდ იშვიათი, კატისებრთა ოჯახის წარმომადგენელი ოცელოტი,სახელად ბაბოუ.

Комментариев нет:

Отправить комментарий