20.09.2015

მზის სისტემის "მასშტაბური ადაპტაცია"


მზის სისტემა უკიდეგანო ჰორიზონტს მოგვაგონებს,სადაც ადამიანის თვალი მხოლოდ ტელესკოპი"ზაციის" შემდეგ შეიჭვრეტს და ციურ სხეულთა ქაოსში შეეცდება მისთვის საინტერესო თუ იდუმალ ობიექტებზე დაკვირვებას. მაგრამ ეს ასტრონომთა ხვედრია,ჩვენ კი, უბრალო მოკვდავები მხოლოდ კოსმონავტობაზე ოცნებით შემოვიფარგლებოდით ბავშვობაში.ასეთი ბავშვები იზრდებიან და მზის სისტემის "ოპტიმიზაცია-ადაპტაციას" ცდილობენ,რათა ამ ბუმბერაზი პლანეტათაშორისი სივრცის,მზის სამბრძანებლოსა და ვარსკვლავთ"ბულვარის" აღქმა გაგვიადვილდეს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ორი ახალგაზრდის-კინემატოგრაფისტების ალექს გოროშისა და უაილი ოუერსთრიტის მიერ შემქნილი მოკლემეტრაჟიანი ფილმი To Scale:The Solar System, რომლის ფარგლებშიც მოხდა მზის სისტემის მარტივად აღსაქმელ მასშტაბში(1:847 638 000) ასახვა. მოქმედება ვითარდება აშშ_ში,კერძოდ ნევადას შტატში მდებარე ბლექ-როკის უდაბნოში. ცენტრში დაიდგა მზის მცირე მოდელი,მის გარშემო კი დაიხაზა პლანეტათა(რომელთა როლს LED განათების მქონე ბურთულები ასრულებენ) ორბიტები.

მონე,დეგა,რენუარი და როდენი...ვიდეოფირზე


როცა ხელოვანის შემოქმედებას ვაკვირდებით,წინა პლანზე უშუალოდ ობიექტი წარმოდგება-ფერწერული ტილო,ნაძერძი ქმნილება,წიგნი და ა.შ,ხოლო თვით სუბიექტი-ავტორი,ხშირ შემთხვევაში უკანა პლანზე იწევს. ვიტყვით ვინსენტ ვან გოგი და ამ დროს თვალწინ გვიდგება არა ვინსენტის ზმანება,არამედ "მზესუმზირები".ანუ ობიექტმა სუბიექტის სახელი მიიერთა და მივიღეთ მათი ნაზავი. იმასაც დავამატებდი,რომ ხელოვნების მშვენიერ გზაზე თავდაპირველად ობიექტი კაფავს სუბიექტის ბილიკს,ხოლო შემდეგ პირიქით სუბიექტი შთაბერავს თავის ქმნილებას სულს.
ძალიან საინტერესოა ვიხილოთ ხელოვანთა არმია სამუშაო პროცესსა თუ სეირნობისას,სადაც მთავარ როლში თვითონ იქნებიან და არა მათი ქმილებები. სწორედ ამაში დაგვეხმარება ეს ოთხი ჩანაწერი,რომელიც 1915-1919 წლებით თარიღდება და მათზე ასახულია ოთხი უდიდესი შემოქმედის სახე,მათი მიმიკა,სიცილი,იქნებ მოწყენილობაც.მაშ ასე,საუკუნის წინანდელი სალამი,სალამი რენუარისა და დეგასი, როდენისა და მონესი.