27.02.2016

პიკასოს "სარკე"


"როცა ხედავ,რამდენად ბევრი შეიძლება გამოისახოს ფოტოგრაფიის საშუალებით,ხვდები,რომ სუბიექტთა/ობიექტთა რეალური კონტურები ვეღარ იქნება ფერწერის ობიექტი. რა საჭიროა იმის გამოსახვა,რასაც ფოტოობიექტივიც მშვენივრად უკვდავყოფს? ეს იქნებოდა სიგიჟე, ფოტოგრაფია საჭირო დროს გაჩნდა,რათა ფერწერა გაენთავისუფლებინა საგნის აღწერისა და თვით საგნისაგან. ახლა საგანი ფოტოგრაფიის გავლენის ქვეშაა. და არ იქნება უკეთესი მხატვრებს ესარგებლათ ამ თავისუფლებით და სხვა მიმართულებით მიმართონ?" ეს ამონარიდი პაბლო პიკასოს ეკუთვნის და რთულია არ დაეთანხმო ესპანელ ხელოვანს. პაბლო პიკასოზე აქცენტის გაკეთება კი ავტოპორტრერის ფერწერული მხარის განსახილველად აუცილებელია,რადგან მის ფუნჯს არაერთი ავტოპორტრეტი ეკუთვნის,რომელთა სტილისტიკური მრავალფეროვნება აშკარაა.

23.02.2016

უკანასკნელი ფოტოფირი

დიდი ფრანგი ფოტოგრაფი ანრი კარტიე-ბრესონი  ამბობდა: "კამერა ეს არის მხედველობის ორგანოსა და თვალის გაგრძელება,და არა კისერზე ჩამოკიდული ქრომირებული მედალიონი. ის შრომის იარაღია. სასიამოვნოა ხელებში შეიგრძნო აპარატი,რომელიც შენს ფოტოსამიზნეს შეესაბამება."
მასვე ეკუთვნის შემდეგი ფრაზებიც: "არ არის საჭირო ბევრი ფოტოს გადაღება, არ არის საჭირო ობიექტივიდან ხშირი სროლა და ფოტოფირის წამება. ასეთი ქცევა ბევრი ჭამისა და სმის ტოლფასია: ადამიანი კარგავს გემოვნებას და ფორმას. ასევე არ უნდა დავივიწყოთ,რომ რძის მისაღებად ძროხა უნდა მოვწველოთ, ხოლო ხორცის მისაღებად საჭიროა ძალიან ბევრი რძე."
"ფოტოგრაფობას შეძლებს ის,ვინც საკუთარ თვალებს,გულსა და გონებას ერთ ჰორიზონტზე განალაგებს."

19.02.2016

ცივი კედლების კალეიდოსკოპი


იშვიათია შემთხვევა,როცა თვალს სიამოვნებს ფერადი ჰარმონია,რომელსაც კედლებზე გაკრული შპალერი ასხივებს. არადა,რა მშვენიერია რეტრო-ვინტაჟურ ელფერით დაფარული ეს ქაღალდის ზედაპირები,რომელიც ცივ კედლებს ახალ სიცოცხლეს შთაბერავს.თუმცა ვერტიკალური და ჰორიზონტალური ზედაპირის იდეალური შერჩევა,ერთეულებს ხელეწიფებად. პროფესიონალების ხელი ესთეკურ სიამოვნებას დაჩვეულ თავლს არასდროს აერევა,დილეტანტების ნამუშევარში. სწორედ ასეთ პროფესიონალებს იხილავთ ქვემოთ მოცემულ ვიდეორგოლში,რომელიც მეოცე საუკუნის ფერადი 60_იანი წლებიდან სასიამოვნო ელფერით სავსე, შპალერის დამზადების ტექნოლოგიის შიდა სამზარეულოში გვახედებს და არაერთ კალეიდოსკოპურ,მაღალი ხარისხის შპალერის გრაგნილს გვაჩვენებს. ჩვენ კი რაღა დაგვრჩენია, ჩვენი ცივი ფერების კედლებს წებო წავუსვათ და მდარე ხარისხის, "ჭ" ქვეყნებში წარმოებულ მასალა-ნედლეულით სავსე ქართულ სავაჭრო ცენტერბში, ლუპით ვეძებოთ ფერთა მსგავსი გამები.

10.02.2016

მოდის კანონმდებელი

ოჰ, ეს პიროვნების ვიზუალური აღმატებულების გრძნობის დამაკმაყოფილებელი და სნობთა, სოციალური კიბის მოწინავე საფეხურებისკენ მიზანსწრაფვის აღმნიშვნელი "ტერმინი". ადამიანთა გარკვეული კატეგორია ლუპით შესციცინებს ე.წ. "სელებრითების" ვიზუალურ "საჭურჭლეს" და სრულ იდენტიზაციას ცდილობს,ისინი მოდის კანონმდებელთა მიერ,შექმნილ სეზონურ სტილთან ჰარმონიზაციისთვის, ე.წ. "ძონძებში" სტუმრობასაც არ ერიდებიან,რათა შემდგომ ზეაღტაცებული სახით და შერბილებული "ლ"_თ სავსე კილოთი განაცხადონ,რომ ისინი ცნობილ "კუწურიეთა" ბუტიკებში გამოეწყვენენ. დანარჩენს კი მუნჯი კინოს ფრანგი გენიალური კომედიანტი, მაქს ლინდერი იტყვის.

07.02.2016

რენტგენოგრაფიული ყვავილები


სადღესასწაული დღეებზე ქალბატონებისთვის იდეალურ საჩუქრად,რატომღაც მოწყვეტილ,მკვდარ ყვავილებით გაჯერებულ თაიგულს თვლიან.გადის დღეები და ეს ყვავილები სანაგვეში ხვდებიან,დამჭკნარნი,ფერგასულნი და გახუნებულნი. შევეშვათ ამ გარდაცვლილ-გარდასულ ასულებს და ვაღიაროთ,რომ სილამაზე სიცოცხლეშია,ცოცხლალ,წყლით "დაპურებულ" ათასფერებად,კოკრებად აფეთქებულ და გაშლილ ყვავილებში.თუმცა მხოლოდ ვიზუალური მხარე არ გვაკვირვვებს ამ "მუნჯ და უსულო" არსებებში,თუ მათ შიდა ფენებს ვესტუმრებით განსაცვიფრებელ გემოეტრიულ სიმეტრიასა და აბსტრაქტულ ასიმეტრიას დავინახავთ.

05.02.2016

პლანეტათაშორისო ფრენა


იქნებ ვინმეს ილუზიურ-უტოპიურ სიმზრებში უნახავს,როგორ ზის ძველი ეპოქის მჩატე მფრინავ ობიექტში და მოგზაურობს მზის სისტემაში.ეს,რომ ჟიულ ვერნს ენახა,იქნებ თავისი გმირები საჰაერო ბურთით გაეშვა შორეულ პლანატებზე,ჰერბერტ უელსს კი დედამიწელთა ავიადესანტირება აღეწერა წითელ პლანეტაზე ან სარტლიან სატურნზე.
ამ ილუზიურ უტოპიებს(და არა მარტო მათ) პასუხი რენდელ მუნრომ გასცა,როდესაც გამოსცა სამეცნიერო-იუმორისტული წიგნი "რა მოხდებოდა თუ? სერიოზული პასუხები პარადოქსულ კითხვებზე."