10.02.2016

მოდის კანონმდებელი

ოჰ, ეს პიროვნების ვიზუალური აღმატებულების გრძნობის დამაკმაყოფილებელი და სნობთა, სოციალური კიბის მოწინავე საფეხურებისკენ მიზანსწრაფვის აღმნიშვნელი "ტერმინი". ადამიანთა გარკვეული კატეგორია ლუპით შესციცინებს ე.წ. "სელებრითების" ვიზუალურ "საჭურჭლეს" და სრულ იდენტიზაციას ცდილობს,ისინი მოდის კანონმდებელთა მიერ,შექმნილ სეზონურ სტილთან ჰარმონიზაციისთვის, ე.წ. "ძონძებში" სტუმრობასაც არ ერიდებიან,რათა შემდგომ ზეაღტაცებული სახით და შერბილებული "ლ"_თ სავსე კილოთი განაცხადონ,რომ ისინი ცნობილ "კუწურიეთა" ბუტიკებში გამოეწყვენენ. დანარჩენს კი მუნჯი კინოს ფრანგი გენიალური კომედიანტი, მაქს ლინდერი იტყვის. 1912 წლის მოკლემეტრაჟიან ფილმში "მოდის კანონმდებელი", "ბოტებიანი" მაქსი არისტოკრატი ქალბატონის წვეულებაზე შეიჭრება და მის "ტყაპუჭებს" უკანასკნელ მოდად აქცევს,ბოლოს კი იქნება "ჭირი იქა,ლხინი აქა".




Комментариев нет:

Отправить комментарий