26.07.2013

"სხვა" კუბრიკი


ლეგენდარული ამერიკელი რეჟისორი სტენლი კუბრიკი,რომელმაც ღრმა კვალი დატოვა მსოფლიო სინემატოგრაფში,შექმნა რა ისეთი ფილმები როგორებიცაა–Paths Of Glory (დიდების ბილიკები)2001: A Space Odyssey (კოსმიური ოდისეა 2001)The Shining (ნათება), Dr.Strangelove Or: How I Learned To Stop Worrying And Love The Bomb (დოქტორი სტრეინჯლავი), Full Metal Jacket(სრულმეტალიკური გარსი)... არამხოლოდ კინორეჟისორის ამპლუით იყო განთქმული.ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში ფოტოგრაფიით იყო გატაცებული და მისი ამ დარგში მოღვაწეობა სკოლის ფოტოგრაფობით დაიწყო,რომელმაც ერთ წელს გასტანა.სკოლის დასრულების შემდეგ ის ამპლუით დამოუკიდებელი ფოტოგრაფია და მალევე დაიწყო მუშაობა ჟურნალში Look,სწორედ აღნიშნულ გამომცემლობასთან თანამშრომლობა აღმოჩნდა ნაყოფიერი და სტენლიმ არაერთი საინტერესო კადრი დააფიქსირა.