31.01.2016

კლასიკური ნაზავი



კლასიკურ მუსიკას სპეციფიკური მიდგომა სჭირდება და მას ყველა მელომანი ვერ დაუმეგობრდება.კლასიკური მუსიკა იმდენად ღრმაა,რომ მარიანას ღრმული მასთან შედარებით უბრალო ჩაღმავებად მოგეჩვენებათ.ამ სიღრმეში არაერთი ადამიანი "დამხრჩვალა" და სიამოვნება განუცდია.კლასიკური მუსიკა მუსიკალური რენესანსია,რომელიც ყოველგვარ გუნება-განწობილებას მოუძებნის წამალს.რაღა ბევრი გავაგრძელოთ,სჯობს მთავარზე გადავიდე და პირდაპირ ვთქვა,რომ თქვენს წინაშეა კლასიკური მუსიკის 33 გენიალური კომპოზიტორის 57 კომპოზიცია.,რომელიც გემრიელადაა შერეული,ყოველგვარი "სანელებლებით" გაჯერებული და მხოლოდ თქვენი სმენის რეცეპტორების ყურადღებას ითხოვს.მაშ ასე,მოუსმინეთ და ისიამოვნეთ.მართალია კლასიკური მუსიკის ექსპერტებმა,ეს შესაძლოა მკრეხელობად ჩაუთვალოს ავტორს,მაგრამ მისი მიზანი,ალბათ არც ყოფილა დიდი სიმაღლეებთან თამაში.მე პირადად ძალიან მომეწონა და ამიტომაც,თქვენც შემოგთავაზეთ.

28.01.2016

"პასუხი მოჰკითხე მონაქროლ ქარს"

1963 წელს დღის სინათლე იხილა გენიალური ამერიკელი ავტორ-შემსრულებლის,ბობ დილანის ალბომმა Freewheeln' Bob Dylan,რომლის მთავარი "დამრტყმელი" სიმღერაა Blowin' In The Wind (მოჰკითხე მონაქროლ ქარს). სიმღერას მაშინვე დიდი პოპულარობა ხვდა წილად,რაშიც უდიდესი წვლილი ბობ დილანის,როგორც "საპროტესტო ტალღის" მომღერალის ავტორიტეტსა და სიმღერის ტექსტს მიუძღვის."ქარის მონაქროლი" ფოლკი,60იანი წლების სამოქალაქო უფლებების დაცვის მოძრაობის ჰიმნად იქცა,რადგანაც ტექსტში ხაზგასმულია ისეთ თემებზე,როგორიცაა ომი და მშვიდობა,თავისუფლება და ბედნიერება.

"ბილბორდის" ჩარტებმაც(ეს უბრალო რეიტინგია და მის გარეთ არაერთი გენიალური მუსიკალური კომპოზიცია დარჩენილა,თუმცა ამით არაფერი დაუკარგავს) დააფასა "ქარის მონაქროლი" და 1963 წლის რეიტინგში მეორე ადგილზე დააყენა,ხოლო ამავე "ჰიტების" რეიტინგმდგენის ყველა დროის 500 საუკეთესო სიმღერას შორის,კი ეს სიმღერა მე-14 ადგილს იკავებს.