20.11.2015

ომისშემდგომი "ფერადი" ბერლინი


მოცემულ უნიკალურ ვიდეოზე ასახულია, თუ როგორ გამოიყურება მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან მცირე ხნის შემდეგ, დანგრეული და სისხლისგან დაცლილი ბერლინი,ქალაქი რომელსაც ნაციზმის ბელადი მსოფლიო დედაქალაქად მოიხსენიებდა,თუმცა ნაციზმის პირსისხლიანმა მოთავეებმა როგორც დაამთავრეს ყველამ კარგად იცის,ხოლო ბერლინი დარჩა.მართალია შემდეგ იყო გერმანიის გავლენის ზონებად დაყოფა,გდრ და გფრ,ბერლინის კედელი.თუმცა კედელი დაინგრა და ბერლინი ისევ დარჩა,ამჯერად ქალაქმა წითელი იმპერიაც მოინელა და კედელი აგურებად აქცია.მაშ ასე,გადავინაცვლოთ 70 წლით უკან და ვნახოთ,როგორია ომისშემდგომი ზაფხულის ბერლინი,რაც მთავარია ფერად გამოსახულებაში.

20.09.2015

მზის სისტემის "მასშტაბური ადაპტაცია"


მზის სისტემა უკიდეგანო ჰორიზონტს მოგვაგონებს,სადაც ადამიანის თვალი მხოლოდ ტელესკოპი"ზაციის" შემდეგ შეიჭვრეტს და ციურ სხეულთა ქაოსში შეეცდება მისთვის საინტერესო თუ იდუმალ ობიექტებზე დაკვირვებას. მაგრამ ეს ასტრონომთა ხვედრია,ჩვენ კი, უბრალო მოკვდავები მხოლოდ კოსმონავტობაზე ოცნებით შემოვიფარგლებოდით ბავშვობაში.ასეთი ბავშვები იზრდებიან და მზის სისტემის "ოპტიმიზაცია-ადაპტაციას" ცდილობენ,რათა ამ ბუმბერაზი პლანეტათაშორისი სივრცის,მზის სამბრძანებლოსა და ვარსკვლავთ"ბულვარის" აღქმა გაგვიადვილდეს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ორი ახალგაზრდის-კინემატოგრაფისტების ალექს გოროშისა და უაილი ოუერსთრიტის მიერ შემქნილი მოკლემეტრაჟიანი ფილმი To Scale:The Solar System, რომლის ფარგლებშიც მოხდა მზის სისტემის მარტივად აღსაქმელ მასშტაბში(1:847 638 000) ასახვა. მოქმედება ვითარდება აშშ_ში,კერძოდ ნევადას შტატში მდებარე ბლექ-როკის უდაბნოში. ცენტრში დაიდგა მზის მცირე მოდელი,მის გარშემო კი დაიხაზა პლანეტათა(რომელთა როლს LED განათების მქონე ბურთულები ასრულებენ) ორბიტები.

მონე,დეგა,რენუარი და როდენი...ვიდეოფირზე


როცა ხელოვანის შემოქმედებას ვაკვირდებით,წინა პლანზე უშუალოდ ობიექტი წარმოდგება-ფერწერული ტილო,ნაძერძი ქმნილება,წიგნი და ა.შ,ხოლო თვით სუბიექტი-ავტორი,ხშირ შემთხვევაში უკანა პლანზე იწევს. ვიტყვით ვინსენტ ვან გოგი და ამ დროს თვალწინ გვიდგება არა ვინსენტის ზმანება,არამედ "მზესუმზირები".ანუ ობიექტმა სუბიექტის სახელი მიიერთა და მივიღეთ მათი ნაზავი. იმასაც დავამატებდი,რომ ხელოვნების მშვენიერ გზაზე თავდაპირველად ობიექტი კაფავს სუბიექტის ბილიკს,ხოლო შემდეგ პირიქით სუბიექტი შთაბერავს თავის ქმნილებას სულს.
ძალიან საინტერესოა ვიხილოთ ხელოვანთა არმია სამუშაო პროცესსა თუ სეირნობისას,სადაც მთავარ როლში თვითონ იქნებიან და არა მათი ქმილებები. სწორედ ამაში დაგვეხმარება ეს ოთხი ჩანაწერი,რომელიც 1915-1919 წლებით თარიღდება და მათზე ასახულია ოთხი უდიდესი შემოქმედის სახე,მათი მიმიკა,სიცილი,იქნებ მოწყენილობაც.მაშ ასე,საუკუნის წინანდელი სალამი,სალამი რენუარისა და დეგასი, როდენისა და მონესი.

22.08.2015

ფრთაშესხმული ვან გოგი



თანამედროვე 3D ტექნოლოგია როცა ხელოვნების სამსახურში დგება,ვიღებთ ასეთ შედეგს. ვიდეორგოლი ასახავს პოსტ-იმპრესიონიზმის ჰოლანდიელი გიგანტის,ვინსენტ ვან გოგის ნამუშევრების ფრთაშესხმას,მცირე დეტალები უეცრად სტატიკურიდან დინამიკისკენ მიისწრაფვის და ხდება საოცრება,ჩვენს თვალწინ ცოცხლდება გენიალური ნამუშევრები. ალბათ ვინსენტი ამით კმაყოფილი იქნებოდა.სხვა ვიდეორგოლების სანახავად გააგრძელეთ

10.07.2015

კაკტუსთა "აფეთქება"


კაკტუსის ოჯახი არაერთ "ზღარბ" მცენარეს აერთიანებს,ყველაზე გავრცელებულ ოთახის ყვავილად კი ეჰინოპსისი ითვლება,რომელიც კრებითი სახელია და არაერთ ქვესახეობას მოიცავს. კაკტუსის ამ ჯგუფს სახელი 1737 წელს, შვედმა მეცნიერმა კარლ ლინეიმ შეურჩია,გააერთიანა რა ბერძნული სიტყვები "ეჰინუს"(ზღარბი) და "ოპსის"(მსგავსი).
ეჰინოპსის სამშობლოდ ლათინური ამერიკა ითვლება,გვხვდება ბოლივიიდან არგენტინამდე ანდების მთათა სისტმემის მიმდებარე ტერიტორიაზე.
მცირე ექსკურსის შემდეგ გადავიდეთ მთავარზე და ვთქვათ,რომ ეს პოსტი გვირგვინდება ყვავილების მოყვარული გრეგ კრეჰელის(Greg Krehel) მიერ შესრულებული შესანიშნავი, შენელებული კადრების კრებსითი მონტაჟით,სადაც ასახულია "ატმის ხესავით აფეთქებული და მოქნეული გავაზივითა" ეჰინოპსისები,დამერწმუნებით მომაჯადაობელი სანახაობაა.
P.S.ბუნება მრავალ საოცრებას გვთავაზობს,მთავარია თვალი გავახილოთ და გავუფრთხილდეთ.


24.06.2015

კომიკური ქვითარი

ფოტოზე ხედავთ თანამედროვე ხელოვნების ავსტრიელი წარმომადგენელის ერვინ ვურმის ირონიულ ინსტალაციას,რომელზეც თავს იწონებს "მერსედეს–ბენცის" სატვირთო ავტომობილი. ინსტალაცია გერმანიის ქალაქ კარლსრუეშია განთავსებული,ის მალევე გახდა საზოგადოების ყურადღების ღირსი,ეს პოპულარობა კი გამოწვეულია არა "მანაქანის" აეული "კუდით",არამედ კარლსრუეს საგზაო ინსპექციის თანამშრომლების კომიკური საქციელით. კომიზმი რაშია? იმაში,რომ ერთ დღესაც ინსტალაციის საქარე მინაზე საჯარიმო ქვითარი გაჩნდა,წარწერით "გაჩერების წესების დარღვევა".

23.06.2015

ვინსენტ, ეს შენ ხარ?

ფრანგ ფოტოექსპერტ სერჟ პლანტიუროს კოლექციონერმა ქალბატონმა რამდენიმე იშვიათი ფოტო გადასცა ექსპერტიზისათვის. ფოტოგრაფიებზე დაკვირვების შედეგად სერჟმა ერთ–ერთ ჯგუფურ სურათზე მხატვარი პოლ გოგენი (მარჯვნიდან პირველი) ამოიცნო,მას ამაში გოგენის ჩაცმულობის სტილის ცოდნა დაეხმარა,როგორც ცნობილია ფრანგი პოსტიმპრესიონისტი ხშირად იყო გამოწყობილი ბრეტონულ განიერ და ტომარისებრ შარვლებსა და თავსაბურავში. შემდგომი დაკვირვების შედეგად ექსპერტმა ამოიცნო მხატვრები–ემილ ბერნარი და არნოლდ კონინგი,პოლიტიკოსი ფელიქს დიუვალი და მსახიობი ანდრე ანტუანი. ფოტოზე გამოსახული მეექსვსე პიროვნების შესაძლო ვინაობა კი სავარაუდოდ გენიალური ჰოლანდიელი პოსტიმპრესიონისტი ვინსენტ ვან გოგია. სერჟი ამაში დარწუმნებულია,ხოლო ზოგიერთ სპეციალისტი სკეპტიციზმს ავლენს. მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა ფრანგი ექსპერტის აზრი საკმაოდ დამაჯერებელად ჟღერს.

19.06.2015

"მანათობელი" ბახი


იოჰან სებასტიან ბახის ორი კომპოზიცია,მინიმალიზმი,გრაფიკული დიზაინი,მუსიკის ყოველ ნოტზე მანათობელი მაშუქები.აი რამდენიმე მაერთებელი "მუდმივა",რომელიც გამოგვადგება ალან უორბარტონის(Alan Warburton) შესანიშნავი ვიდეორგოლის ასაღწერად,რომელიც მოიცავს გალერეისა და პარკინგის სივრცეს,სადაც ბახის მუსიკა ვიზუალური ხელოვნების ნამუშევრადაც გვევლინება.

13.06.2015

წესრიგი მწკრივში

საზოგადოების წესრიგისადმი მიდრეკილების დონის დასადგენად საკმარისია მოხვდეთ რიგში და მაშინვე დაინახავთ რეალურ სურათს.დასავლური ცივილიზაციის მისაბაძ ქვეყნებში რიგში სრული წესრიგი სუფევს,ხოლო საქართველოში რიგის ბოლო ერთია,ხოლო დასაწყისი მრავალია,განტოტვა არაერთია,ცდილობენ მიწოლას,თავზე გადახტომას,არცთუ იშვიათია შეურაცმყოფელი სიტყვიერი შეხლა შემოხლა.სანამ რეალობა ასეთია,სჯობს დავაკვირდეთ მოცემულ პოლიციის ოთხფეხა ძაღლებს,რომლებიც არაერთ გამნაღმველ და სასწრაფო–სამაშველო ოპერაციაში მოაწილეობის შემდეგ კრიჭაში ჯამამოჩრილი,მწკრივში მდგარნი ელიან საკუთარ ულუფას.ალბათ ღირს მათგან ეს მაინც გვესწავლა.
გააგრძელე და იხილე აღიშნული ფოტო ისტორიულ კონტექსტში

საშინელი ომი


კაცობრიობის განვლილი გზა ია–ვარდებით მოფენილი ხეივანი არასდროს ყოფილა,თუ გადავავლებთ მატიანეს(ჩვენს მშობლიურს თუ ნებისმიერი სხვა ქვეყნისა) ვნახავთ,რომ უდიდესი ნაწილი ასო-ბგერებით აჭრელებული ფურცლებისა უკავია ომებს,ბატალიებს. როცა თანამედროვე ადამიანის წინაპარმა თემური საზოგადოებებში დაიწყო ცხოვრება,მალევე გაჩნდა საზღვერები,დაიყო ადამიანთა ჯგუფი მტერ–მოყვარედ,ამან კი მოიტანა მსხვერპლი,სისხლისღვრა.ჰარმონიული თანაცხოვრებისათვის გაჩენილი ადამიანი,თავისივე იდენტურს იარლიყს აწებებდა - "მტერი","მოყვარე".
დღეს მრავლად გვესმის მსგავსი ციტატები - "ოცდამეერთე საუკუნეა","აღარ ბნელა როგორც შუასაუკუეებში","პროგრესი გონიერების სამსახურშია" და ა.შ. მაგრამ მიუხედავად "პროგრესისა",ეს არ შეიმჩნევა ანტიმილიტარიზმში და ახლაც არაერთი ომი მიმდინარეობს,სისხლისმსმელი კანიბალები,რომელბსაც მორგებული აქვთ სახელმწიფოთა მეთაურის მანტიები,ტერორიზმისა და სეპარატიზმის გამოყენებით,მერკანტილისტური თუ ტერიტორიის ხელშიჩაგდების მიზნით ომის ქარცეცხლში ხვევს ადამიანებს,რომელთაც ჰარმონიული ცხოვრება უნდათ.
ზემოთმოცემულ ვიდეორგოლში თქვენ ნახავთ ბოლო ათასწლეულის კონფლიქტთა ნაწილს,რომელთა ინტენსივობა თანდათან მატულობს და მეოცე საუკუნეში მსოფლიო რუკას აფეთქებს.
"ომი, ძმებად გაჩენილ ადამიანებს, ველურ მხეცებად გარდაქმნის." – ვოლტერი.
"ომებს იწყებენ ერთეულები,რომელთა კეთილდღეობა ერის ჭირ–ვარამზეა დამოკიდებული." - ერაზმ როტერდამელი.
"უკეთესია მშვიდობის ჟამს შემწვარი კვერცხი,ვიდრე ომიანობისას შემწვარი ხარი." – ლიონ ფეიხტვანგერი.

28.05.2015

ბავშვობა

"მე ვფიქრობ,რომ ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე დიდი წარმატება ბედნიერი ბავშვობაა." - აგატა კრისტი
"ხშირად ბავშვების თამაშში ღრმა აზრი დევს". – შილერი.
"ბავშვობა უკიდეგანო მხარეა,საიდანაც მოვდივართ ყველანი! საიდან ვარ წარმოშობით? წარმოშობით ბავშვობიდან ვარ,თითქოს რომელიღაც ქვეყნიდან..." – სენტ–ეკზიუპერი.
"ბავშვობის ოცნებათა ფრთაშესხმას შეუძლია ბედნიერების მოტანა." – ზიგმუნდ ფროიდი.
ცნობილი ადამიანების რამდენიმე ფრაზის შემდეგ გადავინაცვლოთ იმ დროში,როცა თანამედროვე ტექნოლოგიებს თავისი ფესვები ადამიანის ცხოვრების უმწიკვლო ხანაში–ბავშვობაში ჯერ კიდევ არ ჰქონდა გადგმული და ბავშვები ერთურთის საზოგადოებაში ჰპოვებდნენ ბედნიერებას და არა სხვადასხვა მოწყობილობათა ეკრანებზე.გადავხედოთ ამ შავ–თეთრ ფოტოთა სამყაროს,გავიზიაროთ პატარების ემოციები და გავიხსენოთ ჩვენი ბავშვობაც.და ბოლოს ყველას ვუსურვოთ,რომ განეცადოს ბედნიერება ამ ასაკში და უფერულ დღეებში ბავშვობის სარკეში ჩახედვით ხასიათზე მოსულიყოს.

22.05.2015

პოლ პოტი - კამბოჯელი ჯალათოკრატი


თუ მეოცე საუკუნეს კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სისხლიან საუკუნედ მივიჩნევთ,ალბად ობიექტურები ვიქნებით,რადგან სწორედ ამ ასმა წელმა იმხვერპლა ათეულობით(იქნებ ასეულზე მეტიც) მილიონი ადამიანი,სწორედ წინა საუკუნეში მძვინვარებდა პირველი და მეორე მსოფლიო ომი,ქრისტესშობიდან მეოცე ასწლეულში გამოჩნდა სისხლიმსმელი დიქტატორების მთელი ”პლეადა” და საკუთარ ავადმყოფურ მსოფლმხედველობის განხორციელებას დაუგეს ფეხქვეშ ადამიანის ხელშეუხებელი უფლება- სიცოცხლის უფლება.სწორედ მეოცე საუკუნის შვილი იყო სალოტ სარი(წლები გავა და ეს ადამიანი კამბოჯას პოლ პოტად მოევლინება).

15.05.2015

ომისშემდგომი "სიმშვიდე"


მეორე მსოფლიო ომი არც 8 მაისს დასრულებულა და არც საათობრივი სარტყლის მომდევნო ზოლში,სადაც კალენდარი 9 მაისს აჩვენებდა.ომის;რომელშიც 62 სახელმწიფო (იმ დროისათვის არსებული 72_დან) მონაწილეობდა,რომელსაც ემსხვერპლა 50 მილიონზე მეტი ადამიანი,რომელიც იქცა ატომური იარაღის საცდელ პოლიგონად;დასრულების თარიღად ითვლება 1945 წლის 2 სექტემბერი,როცა შეერთებული შტატის ფლოტის ლინკორზე "მისური" ხელი მოეწერა იაპონიის კაპიტულაციის აქტს. თუმცა ამით არაფერი დასრულებულა,შემდეგ იყო ცივი ომი,რომელიც არაერთხელ დუღილის ტემპერატურამდე მისულა და იმ დროისათვის დაწყებულ კონფლიქტთა "მოსავალს" დღეს არაერთი სახელმწიფო იმკის...

21.04.2015

"პრიმიტიული" გარდაქმნა


თანამედროვე ეპოქამ საკუთარი გარეგნობის გრაფიკული ცვლილების არაერთი "ფოტოშოპური სულისკვეთების" პროგრამული უზრუნველყოფა შემოგვთავაზა,თაგუნას ისრის მარტივი მოძრაობა და ვირგებთ ათასგვარ როლს,ვიცვლით სახის ნაკვთებსა თუ ვარცხნილობას,მონიტორებზე ვკარგავთ და ვიბრუნებთ საკუთარ "მე"_ს და ასე დაუსრულებლად,სანამ იდეალურ ვარიანტს არ შევავლებთ თვალს.
ახლა კი მეჩვიდმეტე საუკუნის ჰოლანდიაში "გადავხტეთ" და ვნახოთ ფლანდრიელი გოგონას მინიატურა, ჩარჩოში ჩასმული სურათი,რომელიც პრიმიტიული საკეტითაა აღჭურვილი,ამ მინიატურის მთავარი კოზირი კი არის ვარცხნილობისა და ტანისამოსის ცვლილების შესაძლებლობა,ამისათვის კი სურათის კომპლექტში შედის 16 სლაიდი,რომელიც მინიატურაზე ედება და მშვენიერ შედეგსაც იძლევა.

კოცნის ძალა



კოცნის შემდეგ გულის აჩქარებაზე არაერთს "გამოუცხვია" ცხელ-ცხელი ციტატები,თუმცა სიცრუის დეტექტორზე კოცნის მიერ გამოწვეული ემოციური რეაქციის ძალის გაზომვა ბევრს არ უცდია.
1939 წელს ერთმა წყვილმა გადაწვიტა ეს ამოცანა წარმატებით და მართლაც გვაჩვენა,რომ ბაგეთა შეხება უფრო მაღალი ემოციური ფონის მქონეა(ამ შემთხვევაში სიცრუის დეტექტორის ისარი დანაყოფს სცდება),ვიდრე მეგობრულად შუბლის მიშვერა ტუჩთათვის(ამ შემთხევვაში მაჩვეებელი დაბალია).

13.04.2015

"წვიმის შემდგომ შობილნი"

 არსებობს მოსაზრება,რომ ეს "ქუდიანი" ორგანიზმები გარდამავალი საფეხურია მცენარეულიდან ცხოველურისაკენ.მათ შემსაწავლელ მეციერებას მიკოლოგია ეწოდება,ხოლო სპოროვანთა სახეობათა სია ზოგიერთი მიკოლოგის აზრით მილიონს აღემატება.
წვიმის შემდეგ ტყეში,ხის ძირას არაერთი სოკო ამოიწვერება ხოლმე და "ქოლგით ხელში" მოელის თავის ბედს.

"ფანჯარა ეზოს მხარეს"


ალფრედ ჰიჩკოკის ერთ–ერთი საუჯეთესო ნამუშევარი "ფანჯარა ეზოს მხარეს", 1954 წელს შეიქმნა და ქვეჟანრ სასპენსის თვალსაჩინო მაგალითია.ფილმს საფუძვლად უდევს კორნელ ვულრიჩის ნოველა "ალბათ, ეს იყო მკვლელობა",მთავარ როლებს კი ასრულებენ ჰიჩკოკის რჩეული(ჰიჩის რჩეულთა სია ვრცელია) მსახიობები - ქერა ლამაზმანი და ჰოლივუდის ულამაზესი წარმომადგენელი(რომელიც ცოლად გაჰყვა მონაკოს მეფეს და დედოფლის მანტია მოისხა) გრეის კელი და ყველა დროის ერთ–ერთი საუკეთესო მამაკაცი მსახიობი ჯეიმს სტიუარტი,რომელიც მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდა და შემდგომ ბრიგადის გენერლის ჩინიც კი მიიღო.

09.04.2015

ბოულინგის ოინბაზი

გთავაზობთ 1948 წელს გადაღებულ მოკლემეტრაჟიან ფილმს,სადაც ასახულია ბოულინგის ოინბაზის,ენდი ვარიპაპას არაერთი ჯადოქრული ფანდი,რომელის შესრულებაც მხოლოდ ერთეულებს ხელეწიფებათ.
ენდი ვარიპაპა იტალიაში დაიბადა 1891 წელს,მამის გარდაცვალების შემდეგ ოჯახი საცხოვრებლად აშშ_ში გადაბარგდა.ენდიმ ბოულინგის "პროფესორობამდე" არაერთ სპორტი დააგემოვნა–კრივი,ბეისბოლი,გოლფი.მეოცე საუკუნის ოციან წლებში მისი სპორტული კარიერა საბოლოოდ ბოულინგს დაუკავშირდა.
ხანგძლივი შრომის შემდეგ ენდი ისე გაიწაფა ბოულინგში,რომ ამ სპორტის ჯადოქრად იქცა და მისი თამაშის ხილვა არაერთსა ანცვიფრებდა და ანიჭებდა სიამოვნებას.

06.04.2015

ემოციური შეხვედრა

მითი,რომელიც ასე გამოითქმის "მეგობრობა მხოლოდ ადამიანებს შევიძლია" ჯერ კიდევ სუნთქავს და არაერთ ადამიანს სჯერა ამ სტერეოტიპის.
თუმცა საზოგადოების გათვიცნობიერებულმა ნაწილმა დიდი ხანია გაიგო,რომ ცხოველები ემოციური მხარით ადამიანებს არ ჩამოუვარდებიან და ზოგ შემთხვევაში მაღალ სიმაღლეზეც დგანან.
სწორედ მსგავსი შემთხვევის მოწმენი გახდნენ სამხრეთ აფრიკაში მდებარე პრიმატთა გადარჩენის საერთაშორისო თავშესაფრის მოხალისეები.

04.04.2015

ილინოისელი "გულივერი"


ბავშვობაში "გულივერის მოგზაურობის" წაკითხვისას ალბათ არაერთს გასჩენია სურვილი ემოგზაურა ამ ჯადოსურ სამყაროში და მოერგო ლილიპუტებთან შემხვდერი ახმახის "მანტია". იმაზე კი არ დავფიქრებულვართ რა რთულია გიგანტთა ყოფა,თუმცა ჩვენ ცა ქუდად გვეხურა,ხოლო დედამიწა ქალამნად "გვეცვა",დავაბიჯებდით "ლილიპუტების" ზღაპრულ ქვეყანაში და პრობლემებს ვერ ვამჩნევდით.
მეოცე საუკუნის 10_იანი წლების მეორე ნახევარში დედამიწას მოევლინა "გულივერი",რომელიც 22 წლის ასაკში 2,72 მეტრის სიმაღლისა იყო.არ გეგონოთ საქმე ისევ ზემოთნახსენებ ბავშვურ ოცნებებს ეხებოდეს.არა,ეს რეალობაა,რეალობა რომელსაც სამწუხაროდ სევდიანი დასარული აქვს.

28.03.2015

შავ–თეთრი "უცნაურობანი"


ადამიანი უხსოვარი დროიდან უცნაურობებისკენ იყო მიდრეკილი და სწორედ ამიტომაც არაერთი არაორდინალური იდეა–გამოგონება ჰპოვებდა გახმოვანება–დანერგვას,რომელთა უდიდესი ნაწილი მალევე გამოუსადეგად ირაცხებოდა და ისტორიის "სანაგვეში" ჰქოვებდა განსასვენებელს.მიუხედავად უცნაურობის ამ მძიმე ხვედრისა,ყოველივეს ერთ ქვაბში ვერ მოვაქცევთ და ამ "ხვედრის" მიღმა არაერთი სასარგებლო რამ შიძლება მოვიპოვთ,ამისათვის კი კარგი "არქეოლოგია" საჭირო,რათა ამ ნამარხში სასარგებლო "წიაღისეული" შეარჩიოს.
ქვემოთ მოცემულია რამდენიმე რეტრო ფოტოსურათი,რომლებიც ამ უცნაურობათა ანაბეჭდია.ვერ ვიტყვი,რომ აქ სასარგებლო "წიაღისეულის" შერჩევაა შესაძლებელი,თუმცა ზემოთ ნათქვამის პირველი ნაწილის ასახსნელად მშვენიერი მაგალითია.

25.03.2015

"ჯადოსნური კურდღელი"


ჩინეთში მდებარე ტიან–შანის მთის მასივზე ზოოლოგი ლი ვეიდუნი 22 წლის "შესვენების" შემდეგ, ისევ შეხვდა "ჯადოსნურ კურდღლად" მონათლულ ცხოველს(სრული სახელი ლათინურად ასე ჩაიწერება Ochotona iliensis) და რამდენიმე ფოტოც გადაუღო.

22.03.2015

ცხოველთა მცველი ფუკუსიმადან


2011 წლის 11 მარტს მთელი მსოფლიო შეძრა იაპონიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად წარმოქმნილმა ცუნამმა,რომელსაც 16 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა.სტიქიამ მწყობრიდან გამოიყვანა ატომური ელექტროსადგური(აეს) ფუკუსიმა-1 და კაცობრიობა ბეწვის ხიდზე აღმოჩნდა,ჩერობილის გამეორების საფრთხე თანდათანობით ჩაცხრა,თუმცა აეს_ის მიმდებარე ზონა(რამდენიმე ათეული კილომეტრის რადიუსი) მიტოვებულ ტერიტორიად იქცა.2014 წლის მარტის მონაცემებით ფუკუსიმას პრეფექტურიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა 200 ათასს აღემატება.
ადამიანებს უბედურების ზონაში ვერ შეხვდებით(გარდა ერთი გამონაკლისისა,რომელსაც დღეს გაიცნობთ და იმ ლიკვიდატორთა,რომლებიც პერიოდულად სტუმრობენ აეს_ს პრობლემათა აღმოსაფხვრელად),თუმცა ყველა ფეხის ნაბიჯზე შეიგრძობთ წარსულის ნაკვალევს,არაერთი ოთხფეხა თუ ორფრთა არსება ბედის ანაბარა დარჩა... თუმცა ისინი არ გაწირა ნამდვილმა გმირმა და მისაბაძმა მამაცმა ადამიანმა,იაპონელმა ფერმერმა ნაოტო მაცუმურამ(p.s.რაღაცით მარლონ ბრანდოს ჩამოჰგავს).

19.03.2015

ფლორა და "შეზღუდული შესაძლებლობები"


საკმაოდ არასასიამოვნოდ ხვდება თვალსა და ყურს  აბრევიატურა შშმპ(შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი) და ამიტომაც აუცილებლად უნდა გაიცნოთ ორი ჩინელი მამაკაცი ცზია ჰაიკსა და ცზია ვენცი,ორი ადამიანი,რომელიც მიუხედავად სიბრმავისა და ზედა კიდურების არქონისა,ერთურთს მხარში ამოუდგნენ,შეუდგნენ ფლორის გამდიდრების საქმეს,რომელიც მისაბაძია."ხელი ხელს ჰბანს,ორივე კი პირს"–ეს ანდაზა ზედგამოჭრილია ჩვენი გმირებისათვის.

12.03.2015

მეტყველი ფოტო–ომის შემზარავი სახე


ერაყელი ჯარისკაცი,რომელიც ცდილობდა ცეცხლმოკიდებული სატვირთო მანქანის დატოვებას,მაგრამ მისი ცდა ამაო გამოდგა... ფოტო გადაღებულია 1990-1991 წელს მიმდინარე სპარსეთის ყურის ომის დროს,ამერიკელი ფოტოგრაფის კენეტ ჯარეტის მიერ.
ფოტოს თან ახლავს ფოტოგრაფის მინაწერი: "მე თუ ამას არ გადავიღებ,მაშინ ადამიანები მსგავსად დედაჩემისა,შემგომშიც იფიქრებენ,რომ ომი ისაა, რასაც ტელევიზორში ხედავენ"