24.06.2015

კომიკური ქვითარი

ფოტოზე ხედავთ თანამედროვე ხელოვნების ავსტრიელი წარმომადგენელის ერვინ ვურმის ირონიულ ინსტალაციას,რომელზეც თავს იწონებს "მერსედეს–ბენცის" სატვირთო ავტომობილი. ინსტალაცია გერმანიის ქალაქ კარლსრუეშია განთავსებული,ის მალევე გახდა საზოგადოების ყურადღების ღირსი,ეს პოპულარობა კი გამოწვეულია არა "მანაქანის" აეული "კუდით",არამედ კარლსრუეს საგზაო ინსპექციის თანამშრომლების კომიკური საქციელით. კომიზმი რაშია? იმაში,რომ ერთ დღესაც ინსტალაციის საქარე მინაზე საჯარიმო ქვითარი გაჩნდა,წარწერით "გაჩერების წესების დარღვევა".

23.06.2015

ვინსენტ, ეს შენ ხარ?

ფრანგ ფოტოექსპერტ სერჟ პლანტიუროს კოლექციონერმა ქალბატონმა რამდენიმე იშვიათი ფოტო გადასცა ექსპერტიზისათვის. ფოტოგრაფიებზე დაკვირვების შედეგად სერჟმა ერთ–ერთ ჯგუფურ სურათზე მხატვარი პოლ გოგენი (მარჯვნიდან პირველი) ამოიცნო,მას ამაში გოგენის ჩაცმულობის სტილის ცოდნა დაეხმარა,როგორც ცნობილია ფრანგი პოსტიმპრესიონისტი ხშირად იყო გამოწყობილი ბრეტონულ განიერ და ტომარისებრ შარვლებსა და თავსაბურავში. შემდგომი დაკვირვების შედეგად ექსპერტმა ამოიცნო მხატვრები–ემილ ბერნარი და არნოლდ კონინგი,პოლიტიკოსი ფელიქს დიუვალი და მსახიობი ანდრე ანტუანი. ფოტოზე გამოსახული მეექსვსე პიროვნების შესაძლო ვინაობა კი სავარაუდოდ გენიალური ჰოლანდიელი პოსტიმპრესიონისტი ვინსენტ ვან გოგია. სერჟი ამაში დარწუმნებულია,ხოლო ზოგიერთ სპეციალისტი სკეპტიციზმს ავლენს. მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა ფრანგი ექსპერტის აზრი საკმაოდ დამაჯერებელად ჟღერს.

19.06.2015

"მანათობელი" ბახი


იოჰან სებასტიან ბახის ორი კომპოზიცია,მინიმალიზმი,გრაფიკული დიზაინი,მუსიკის ყოველ ნოტზე მანათობელი მაშუქები.აი რამდენიმე მაერთებელი "მუდმივა",რომელიც გამოგვადგება ალან უორბარტონის(Alan Warburton) შესანიშნავი ვიდეორგოლის ასაღწერად,რომელიც მოიცავს გალერეისა და პარკინგის სივრცეს,სადაც ბახის მუსიკა ვიზუალური ხელოვნების ნამუშევრადაც გვევლინება.

13.06.2015

წესრიგი მწკრივში

საზოგადოების წესრიგისადმი მიდრეკილების დონის დასადგენად საკმარისია მოხვდეთ რიგში და მაშინვე დაინახავთ რეალურ სურათს.დასავლური ცივილიზაციის მისაბაძ ქვეყნებში რიგში სრული წესრიგი სუფევს,ხოლო საქართველოში რიგის ბოლო ერთია,ხოლო დასაწყისი მრავალია,განტოტვა არაერთია,ცდილობენ მიწოლას,თავზე გადახტომას,არცთუ იშვიათია შეურაცმყოფელი სიტყვიერი შეხლა შემოხლა.სანამ რეალობა ასეთია,სჯობს დავაკვირდეთ მოცემულ პოლიციის ოთხფეხა ძაღლებს,რომლებიც არაერთ გამნაღმველ და სასწრაფო–სამაშველო ოპერაციაში მოაწილეობის შემდეგ კრიჭაში ჯამამოჩრილი,მწკრივში მდგარნი ელიან საკუთარ ულუფას.ალბათ ღირს მათგან ეს მაინც გვესწავლა.
გააგრძელე და იხილე აღიშნული ფოტო ისტორიულ კონტექსტში

საშინელი ომი


კაცობრიობის განვლილი გზა ია–ვარდებით მოფენილი ხეივანი არასდროს ყოფილა,თუ გადავავლებთ მატიანეს(ჩვენს მშობლიურს თუ ნებისმიერი სხვა ქვეყნისა) ვნახავთ,რომ უდიდესი ნაწილი ასო-ბგერებით აჭრელებული ფურცლებისა უკავია ომებს,ბატალიებს. როცა თანამედროვე ადამიანის წინაპარმა თემური საზოგადოებებში დაიწყო ცხოვრება,მალევე გაჩნდა საზღვერები,დაიყო ადამიანთა ჯგუფი მტერ–მოყვარედ,ამან კი მოიტანა მსხვერპლი,სისხლისღვრა.ჰარმონიული თანაცხოვრებისათვის გაჩენილი ადამიანი,თავისივე იდენტურს იარლიყს აწებებდა - "მტერი","მოყვარე".
დღეს მრავლად გვესმის მსგავსი ციტატები - "ოცდამეერთე საუკუნეა","აღარ ბნელა როგორც შუასაუკუეებში","პროგრესი გონიერების სამსახურშია" და ა.შ. მაგრამ მიუხედავად "პროგრესისა",ეს არ შეიმჩნევა ანტიმილიტარიზმში და ახლაც არაერთი ომი მიმდინარეობს,სისხლისმსმელი კანიბალები,რომელბსაც მორგებული აქვთ სახელმწიფოთა მეთაურის მანტიები,ტერორიზმისა და სეპარატიზმის გამოყენებით,მერკანტილისტური თუ ტერიტორიის ხელშიჩაგდების მიზნით ომის ქარცეცხლში ხვევს ადამიანებს,რომელთაც ჰარმონიული ცხოვრება უნდათ.
ზემოთმოცემულ ვიდეორგოლში თქვენ ნახავთ ბოლო ათასწლეულის კონფლიქტთა ნაწილს,რომელთა ინტენსივობა თანდათან მატულობს და მეოცე საუკუნეში მსოფლიო რუკას აფეთქებს.
"ომი, ძმებად გაჩენილ ადამიანებს, ველურ მხეცებად გარდაქმნის." – ვოლტერი.
"ომებს იწყებენ ერთეულები,რომელთა კეთილდღეობა ერის ჭირ–ვარამზეა დამოკიდებული." - ერაზმ როტერდამელი.
"უკეთესია მშვიდობის ჟამს შემწვარი კვერცხი,ვიდრე ომიანობისას შემწვარი ხარი." – ლიონ ფეიხტვანგერი.